იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" სექტემბერის დასაწყისიდან მთლიანად გადაერთვება 2012 წლის ბოლიდის შექმნაზე
იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" მარანელოში ჟურნალისტებთან ტრადიციული საზაფხულო შეხვედრა მოაწყო.

სწორედ იქ განაცხადა გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ იმის შესახებ, რომ "სკუდერია" სექტემბერის დასაწყისიდან მთლიანად გადაერთვება 2012 წლის ბოლიდის შექმნაზე.

"სექტემბრის დასაწყისიდან მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი მანქანის შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას. მთელი ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მთლიანად ამ პროექტზე გადაერთვება. წლევანდელი ბოლიდის ყველა ტექნიკური განახლება უკვე დაგეგმილია, ასე რომ, 2012 წლის სეზონისთვის მზადებაში ხელს აღარაფერი შეგვიშლის.

მიმდინარე სეზონის შეფასებისას პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ საშინელი დასაწყისი გვქონდა, მაგრამ ახლა აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. ბოლო ოთხი რბოლის შედეგებით, ფერნანდო ალონსოს ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული. იმედია, 2012 წელს თავიდანვე კონკურენტუნარიანები ვიქნებით და არ მოგვიწევს სეზონის მსვლელობისას სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა", - ამბობს "ფერარის" შეფი.

"უილიამსის" ბრაზილიელმა პილოტმა რუბენს ბარიკელომ უარყო პრესაში გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ის 2011 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას. ვეტერანმა ავტომრბოლმა განაცხადა, რომ წასვლაზე არც დაფიქრებულა და ახლა ის გუნდთან ერთად მუშაობს ბოლიდზე, რომლითაც მომავალი სეზონში გავა ტრასაზე.

"ახალ ამბებში მოვისმინე იმის შესახებ, რომ თურმე კარიერის დასრულება მაქვს დაგეგმილი. ამან ძალიან გამახალისა, - ამბობს ბრაზილიურ პრესაში ბარიკელო. - ფორმულა 1 ერთადერთია, რითაც მინდა რომ დაკავებული ვიყო. "უილიამსი" ახლა ორმაგი დატვირთვით მუშაობს, რათა უკეთ მოემზადოს ახალი სეზონისთვის. პრობლემა ბევრია, მაგრამ მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ. "უილიამსს" ვჭირდები ისევე, როგორც მე მჭირდება ეს გუნდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა