მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარმა გმირმა, ამერიკელმა რაიან ლოხტემ განაცხადა, რომ თანამემამულის მაიკლ ფელპსის რეკორდს დაამხობს
შანხაიში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარმა გმირმა, ამერიკელმა რაიან ლოხტემ განაცხადა, რომ გაისად ლონდონის თამაშებზე ეცდება თავისი ლეგენდარული თანამემამულის მაიკლ ფელპსის რეკორდის დამხობას.

როგორც იცით, ფელპსმა 2004 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს რვა მედალი მოიპოვა და ამერიკელი მარკ სპიცის "მუდმივი" რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებულ შვიდ ოქროს უდრიდა.

ლოხტეს მართლაც ამბიციური გეგმები აქვს, თუმცა ჯერ არ გაურკვევია რომელ დისტანციებზე აპირებს ლონდონში გამოსვლას.

"ფელპსმა პეკინში ნამდვილი სასწაული მოახდინა. ეს ფანტასტიკა იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმე ოდესმე შეძლებს ამ რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ შევეცდები ამის გაკეთებას. სიმართლე გითხართ, ჯერ არ მომიფიქრებია, რამდენ დისტანციაზე გამოვალ. მთავარი ის არის, რომ ცურვაში ყველაზე მეტად კონკურენცია მომწონს და ყოველი გაცურვა ბედნიერებას მანიჭებს.

დღეს ბევრი მიწოდებს თანამედროვეობის საუკეთესო მოცურავეს, მაგრამ მე ამ საკითხს ჩემებურად ვუყურებ - კერძოდ, ჩემთვის ყოველი წელი ნულიდან იწყება. და ახლა, ისევ უნდა ვიშრომო იმისთვის, რომ კვლავ პირველი გავხდე", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში ლოხტემ.

რაიანმა შანხაიში ხუთი ოქრო მოიგო, ფელპსმა - ოთხი. აღსანიშნავია, რომ ლოხტეს შეეძლო ექვსგზის ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ბოლო დისციპლინაში - 4ხ100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში მონაწილეობა არ მიუღია. აქ ამერიკამ ოქრო მედალი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს