ევროპული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კი რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ევროზონაში შევიდეს. უახლოესი მეტოქე "რომაა"(ამ დაპირისპირებას დერბი დელ სოლე ეწოდება), რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად პოზიციების შენარჩუნება სჭირდება, მით უმეტეს, გასულ უქმეებზე მარცხის შემდეგ. შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" დღეს, 28 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და კალცონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ეს სიტუაცია შეცვალოს. დე როსის "რომა", ჟოზე მოურინიოს გუნდისგან განსხვავებით, ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებს იმსახურებს. მათ "მილანს" აჯობეს და ევროპა ლიგის ნახევარფინალში სეზონის აღმოჩენა ლევერკუზენის "ბაიერს" შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ "ჯალოროსიმ" "უდინეზესთან" შეწყვეტილი მატჩი ხუთშაბათს 72-ე წუთიდან განაახლა და 95-ე წუთზე მოიგო.

გვახსოვს პირველი წრის დაპირისპირება, როცა მოურინიოსა და კვარაცხელიას შორის გადალაპარაკება შედგა. ის შეხვედრა რომაელებმა მოიგეს, არადა, ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. საჩემპიონო სეზონში მათ ოსიმენი "ერჩოდათ", რომელმაც ერთხელ "კვარას" კარგი პასის შემდეგ გაიტანა.

ვინ არიან? - "ნაპოლი" გამოცანას გვთავაზობს...

საკვანძო ფეხბურთელები

"ნაპოლი":

* ხვიჩა კვარაცხელიას სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს;

* ოსიმენს 13 გოლი აქვს (67 დარტყმაში) და 3 შედეგიანი პასი;

* მატეო პოლიტანო - 8 გოლი, 5 "ასისტი";

* ჯაკომო რასპადორი - 5 გოლი (56 დარტყმა) და 3 საგოლე პასი.

"რომა":

* პაულო დიბალა - 12 გოლი, 8 შედეგიანი პასი (ყველაზე პროდუქტიული გუნდში);

* რომელუ ლუკაკუ - 11 გოლი, 4 "ასისტი";

* ლორენცო პელეგრინი - 7 გოლი, 3 შედეგიანი პასი (გუნდის ძრავა);

* ლეანდრო პარედესი - 3 შედეგიანი დარტყმა, 5 საგოლე პასი.

სტატისტიკური მონაცემები:

* ტურის წინ "ნაპოლი" მეხუთე იყო სერია "ა"-ში გატანილი გოლებით - 50 (თამაშში 1.5), ხოლო "რომას" გაშვებული 39-ით (თამაშში 1.2) - მერვეზე.

* 33 მატჩში 59 გოლით რომაული კლუბი მესამეა (ტურის დაწყებამდე) ლიგაში, ნეაპოლელებმა კი 41 გაუშვეს (მე-11 საუკეთესო შედეგი).

ოლივერა მომჯობინდა, მაგრამ ტრავმა ზელინსკიმ მიიღო; მეორე მხარეს მატჩს ლუკაკუ გამოტოვებს (ნ'დუკასა და სმოლინგის თამაში საეჭვოა). პარედესსა და ლორენტეს დისკვალიფიკაცია აქვთ. შეხვედრის მთავარი არბიტრი სიმონე სოზა იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ნეაპოლელებს "ინტერთან" უმსაჯა და კარგი გამოხმაურება არ ჰქონია.

ტოპლიგებში ქართველების სხვა მატჩები - ქართველების დღე საფრანგეთიდან დაიწყება, გიორგი მიქაუტაძისა (ბოლო ორ ტურში 3 გოლით გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა, მაგრამ "ლე ავრის" პსჟ-სთან ფრემ იქ დააბრუნა) და "მეცის" მორიგი ბრძოლა გადარჩენისთვის, "ლილთან" საკუთარ მოედანზე, გაგრძელდება - კვირას, 15:00 საათზე; გიორგი მამარდაშვილის სტუმრობა "ბარსელონასთან" (პირველ წრეში ფრედ ითამაშეს) ორშაბათს, 29 აპრილს, 23:00 საათზე და "ნაპოლის" მსგავსად, ბრძოლა შვიდეულისა და ევროსაგზურისთვის.

რეალობას და რეალობას-ს
ნეტავ შეიძლებოდეს ამ ადამიანების გაშიფვრა, მართლა მაინტერესებს ვინ არიან, რა სისხლის. მინდა რომ თვალებში ჩავხედო თითოულ მათგანს. ესე რამ გააბოროტათ, უბრალოდ წარმოდგენაც მიჭირს. იმის მაგივრად რომ ვიამაყოთ ამ ბიჭით, ზოგიერთები როგორ ცდილობენ მის ჩაქოლვას.
კომბლეს
რადგან პატრონი არ გყავს, დაწერე მისამართი და მე წაგიყვან, კარგი ფსიქიატრი ვიცი კარგად მოგხედავს.
კომბლეს -ს
შენც კაცი გინახია და რაღაცას უხსნი . . .
ashshsh
რა სიმბოლურია, შარშან, როგორც კი ღმერთს უღალატა, ეგრევე რომ წავიდა ფსკერისკენ :D ბზობას გილოცავთ :)
ბზობას გილოცავ!
სხვა თუ არაფერი, მკრეხელობაა თქვენი ე.წ. იუმორი : - მარადონას "სიბერეში თამაში" ვინ ნახა, ახალგაზრდა გარდაიცვალა... გარდაცვლილია კაცი ! - ხვიჩა არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას და უადგილო პოლიტ- სარკაზმს!
რეალობას
კი ზუსტად მასეა. ნაკრების წარმატებაც გულზე მოხვდათ. იმიტომ რომ ცხოვრებაში არაფერი გამოსვლიათ და იბოღმებიან სხვა წარმატებულ ადამიანზე. თუ სულით ბოროტი არ ხარ შენი ქვეყნის ნაკრების წარმატება როგორ არ უნდა გაგიხარდეს ადამიანს. როგორ უნდა ელოდო მთელი გულით როდის წააგებს ნაკრები ან როდის ექნება ნაკრების ფეხბურთელს წარუმატებელი თამაში. ესეთი ადამიანები არ მეზიზღებით მართლა.. უბრალოდ მეცოდებით.. ჩვენს ბიჭებს წარმატება თავიანთ საქმეში. გენაცვალეთ თქვენ.. არ მოუსმინოთ ამ ბოღმიან ხალხს.
რეალობა
რატომ აქვეყნებთ ივანიშვილოვის ბოტების ანტი-ქართულ კომენტარებს?
რეალობა
ივანიშვილოვის ბოტები რით განსხვავდებიან სააკიანის ბოტებისგან? თითქმის არაფრით. ერთი და იგივე უცხო ტომის წარმომადგენლები არიან. ამიტომ უყვართ ქართველების ლანძღვა.
რეალობა
ხვიჩას შესახებ ვინც ცუდ კომენტარებს წერს, ის არც ქართველია, და არც ფეხბურთის გულშემატკივარი.
ტროლ-მზეები
თქვენ ადგილას მე მაგრად გამიტყდებოდა. მაგრამ თქვენ არ გაქვთ მაგდენი ნამუსი და სინდისი რამე გაგიტყდეთ. ამიტომ ხართ 20 ლარიანი ბოტები.
ასეა
შენ რაშიც ხარ ეფექტური ყველა ვხვდებით მარა აქ რომ დავწერო დაიბლოკება. უმადურობა დიდი ცოდვაა.
ასეა
კი ეფექტური იქნება თმის გასწორებაში და ნაცების ქებაში
dato
ეს თამაში უნდა მოიგოს ნაპოლიმ რომას ევროპალიგა უწევს და თავს დაზოგავს. თან გადაღილები არიან ისედაც.
ბასტა!!
მანც ვერ უშველა კვარაცხელიას ფეხში ურტყავენ და თავზე იკიდებს ხელს....ღელვის ნიადაგზე წარმოშობილი სიმულაცია თორემ კვარას რა სჭირს სამაგისო ისეთი სისწრაფე აქ
set-Ს
ხვიჩაზე კარგად მკვდარი მარადონაც ითამაშებს.ფაფხურა
გოჩა
ცხვრებს მიხედე ჯობია
კომბლეს
კომბლე! თავს რატომ იგიჟიანებ? მოგწონს შენი თავის ასე წარმოჩენა, რო უმეტესობა ამ საიტზე გიჟს გეძახის? გატყობთ მოგწონს, რადგანაც მერე ელოდები საპასუხო კომენტარებს და ამით მაგრად კაეფობ არა კომბლე?
SET
ხვიჩას ამგვანებენ ბებერ მარადონას, ასაკში ისიც ხვიჩასავით თამაშობდაო თურმე
კ ო მ ბ ლ ე
ხვიჩა ყველას ჯობია! ხვიჩა ჩვენი მარგალიტია, ევროპაში შეგვიყვანს, ევროპასაც გავცდებით და არაბეთშიც ჩავალთ. მიდი ხვიჩაააა! ხვიჩა ცალი ფეხითაც მოუგებს ნებისმიერს. ხო ეგრეა ხვიჩა? ოღონდ ღამე დაისვენე მაინც, ასე არ შეიძლება,არა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს