ენდი ქეროლმა კვლავ დაიწყო გატანა, მაგრამ კენი დალგლიშს "ვალენსიასთან" (2:0) დაცვის კარგი თამაში უფრო ესიამოვნა
ენდი ქეროლმა კვლავ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ "ლივერპულის" მწვრთნელ კენი დალგლიშს დაცვის კარგი თამაში უფრო ესიამოვნა - მერსისაიდელებმა "ვალენსიას" 2:0 მოუგეს. შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართა. 22 წლის ქეროლისთვის ეს გახლდათ მესამე გოლი მოსამზადებელ პერიოდში.

დალგლიშმა თქვა: "ვფიქრობ, "ვალენსიასთან" შეხვედრაში ბიჭებმა ქება დაიმსახურეს. განსაკუთრებით მომეწონა მულჩაუხრელი შრომა, რომელიც მათ დაცვაში გაწიეს. ჩემმა მცველებმა ყველა ღონე იხმარეს რათა გოლი არ გაეშვათ. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იყო, მითუფრო, რომ მეტოქეს ორი გოლი გავუტანეთ კიდეც. უკლებლივ ყველას თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ".

მერსისაიდელთაგან მეორე გოლი დირკ კუიტს ჩაუთვალეს, თუმცა გამეორებებზე გამოჩნდა, რომ ბურთს ფეხი ბოლოს სოტირიოს კირიაკოსმა წაჰკრა. საინტერესოა, რომ დალგლიშმა სასტარტო შემადგენლობაში იტალიელი ალბერტო აკვილანი ათამაშა, ბრაზილიელი ლუკასი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.

"ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა ხუან მატა, რომლის ყიდვაც, მოგეხსენებათ, "არსენალს" უნდა.

"ლივერპულმა" ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, როდესაც დავიდ ალბელდა შეცდა და ქეროლს ხელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნა - ალბელდამ გადაწყვიტა თავისი მეკარისთვის ბურთი ქუსლით მიეგორებინა და... ქეროლი შეიყვანა მასთან პირისპირ. რამდენიმე წუთის შემდეგ "ლივერპულს" შეეშინდა, რომ გლენ კონსონი სერიოზულად დაშავდა და ის მარტინ კელით შეცვალა. ამას ვალენსიელთა უპირატესობა მოჰყვა, თუმცა, შემდეგი სახიფათო მომენტი თუ ნახევარმომენტი ისევ "წითლებს" ჰქონდათ - ჯორდან ჰენდერსონმა ააცილა მიზანს.

მეორე ტაიმში ესპანური გუნდის შემადგენლობაში მოედანზე შესულმა სოფიან ფეგულიმ და რობერტო სოლდადომ სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ "ლივერპულის" დაცვამ შესანიშნავად ითამაშა, ბოლოს კი მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...