ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ტურნირში კარიერაში პირველი ტიტული 24 წლის ჰოლანდიელმა რობინ ჰაასემ მოიპოვა
გუშინ, 7 აგვისტოს გვიან ღამით დასრულდა ამერიკული სერიის ორი ტურნირი, რომელთა შესახებ ხვალინდელ ნომერში მოგიყვებით. მანამდე კი ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ტურნირის შედეგებს გავეცნოთ, სადაც კარიერაში პირველი ტიტული 24 წლის ჰოლანდიელმა რობინ ჰაასემ მოიპოვა.

მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები ამერიკული მასტერსებისთვის ემზადებიან, ამიტომაც, კიტცბუელში ვარსკვლავური შემადგენლობა ვერ შეიკრიბებოდა. თავის დროზე ეს ტურნირი როლან გაროსის წინ იმართებოდა და აქ ისეთ ჩოგბურთელებს აქვთ მოგებული მთავარი პრიზი, როგორებიც არიან: გილერმო ვილასი, პიტ სამპრასი, გორან ივანიშევიჩი, ტომას მუსტერი...

მუსტერს საშინაო ტურნირზე 1993 წელს გაუმარჯვია. 18 წლის შემდეგ მისი გვარი ისევ ვიხილეთ ძირითად ბადეში. ტომასი ჯერ კიდევ შარშან დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში და რეგულარულად გამოდიოდა ჩელენჯერებში, მაგრამ წარმატებისთვის არ მიუღწევია. წელს ავსტრიელმა ცხრა მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. ბევრი დიდი ხნის წინ მიატოვებდა ამ უაზრო ჩანაფიქრს, მაგრამ მუსტერი არ ნებდება.

როცა კიტცბუელის ტურნირის ორგანიზატორები ტომასს უაილდ-ქარდს აძლევდნენ, რა თქმა უნდა, მისგან გმირობას არ ელოდნენ, უბრალოდ მაყურებელთა ინტერესის გაზრდა სურდათ. ასეც მოხდა - მუსტერის მატჩზე ანშლაგი იყო, ვეტერანმა ავსტრიელმა კი პირველ რაუნდში თითქმის უბრძოლველად წააგო გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან - 3:6, 0:6.

როგორც გრუნტის ტურნირებისთვის არის დამახასიათებელი, ამჯერადაც იგრძნობოდა ესპანელებისა და სამხრეთამერიკელების დომინირება. ბადის ზედა ნაწილში მეოთხედფინალისტთა შემადგენლობა სწორედ მათ დააკომპლექტეს. ალბერტ მონტანიესმა ორ სეტში დაამარცხა სანტიაგო ხირალდო, პირველ ნომერმა ხუან-იგნასიო ჩელამ კი შეაჩერა გასული კვირის ტრიუმფატორი მარსელ გრანოლერსი. ნახევარფინალში მონტანიესმა შეძლო ჩელას დამარცხება და კარიერაში მე-200 გამარჯვება იზეიმა. ესპანელმა მთელი კვირის განმავლობაში შესანიშნავი თამაში აჩვენა და ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია. მონტანიესისთვის ეს იყო პირველი ფინალი ბოლოს 12 თვის განმავლობაში.

ბადის ქვედა ნაწილის გმირი რობინ ჰაასე აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიელი პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და წელიწადზე მეტი გამოტოვა. 2010 წელს პროფესიულ ტურში დაბრუნებულს განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია. თუმცა ამჯერად მოახერხა გაბრწყინება და ფინალში გააღწია. აღსანიშნავია ჰოლანდიელის გამარჯვება მეორე წრეში მეორე ნომერ ფელისიანო ლოპესთან.

მონტანიესისგან განსხვავებით, ჰაასე თავის მატჩებს სამ სეტში იგებდა, თანაც ეს მისთვის მხოლოდ პირველი ფინალი იყო კარიერაში. მაგრამ სწორედ კიტცბუელში იგრძნო მან საკუთარ ძალებში თავდაჯერება, რამაც პროფესიულ ტურში პირველი ტიტული მოუტანა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა. ჰოლანდიელმა შვება მხოლოდ გადამწყვეტ სეტში იგრძნო, როცა კორტის სრული ბატონ-პატრონი გახდა - 6:4, 4:6, 6:1.

ჰაასე წელს მეშვიდე ჩოგბურთელია, ვინც კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. აი ამ იღბლიანი ტრიუმფატორთა სია:

კევინ ანდერსონი - იოჰანესბურგი

ივან დოდიგი - ზაგრები

მილოშ რაონიჩი - სან ხოსე

რაიან სვიტინგი - ჰიუსტონი

პაბლო ანდუხარი - კასაბლანკა

ალექსანდრ დოლგოპოლოვი -უმაგი

რობინ ჰაასე - კიტცბუელი

ATP

Bet-At-Home Cup

კიტცბუელი (ავსტრია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/2 ფინალი

რობინ ჰაასე (ჰოლ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:1, 6:7(3), 6:4; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 1)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 2:6, 5:7.

ფინალი

რობინ ჰაასე (ჰოლ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:4, 4:6, 6:1.

Legg Masson Tennis Classic

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

1/4 ფინალი

რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:4, 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-დონალდ იანგი (აშშ) 3:6, 6:7; ვიქტორ ტროიცკი (ჩერ)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:7, 6:3, 1:6; გაელ მონფილსი (საფ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 6:4, 6:4.

1/2 ფინალი

რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-დონალდ იანგი (აშშ) 6:3, 6:3; გაელ მონფილსი (საფ)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 3:6, 7:6.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/4 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 0:6, 6:4, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:2, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:3, 3:6, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ)-შუაი პენგი (ჩინ) 6:4, 6:2.

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 0:6, 6:4, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს)-ანა ივანოვიჩი (სერ) 5:7, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა