გუშინ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ბოლო მონაწილეც გამოვლინდა - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩატარებული საკონტროლო შეხვედრები გიორგი შინჯიკაშვილმა მოიგო და...

გუშინ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ბოლო მონაწილეც გამოვლინდა - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩატარებული საკონტროლო შეხვედრები გიორგი შინჯიკაშვილმა მოიგო და 9-13 სექტემბერს ტოკიოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ის იჭიდავებს. მან ხვიჩა ხუციშვილთან ფრედ იჭიდავა, იოსებ წელაურს კი იპონით მოუგო. აქამდე ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა გუნდის სხვა წევრებიც დაასახელა: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100), იოსებ მსხალაძე (აბსოლუტური).

ნაკრების ამ შემადგენლობამ დიდი გაკვირვება გამოიწვია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ტოტიკაშვილმა წინასწარი მონახაზი გაამხილა. თანაც უკლებლივ ყველა სპექტრში - ქომაგებში, ჟურნალისტებში, ხელმძღვანელ სტრუქტურებში... თავად სპორტსმენებშიც კი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაკურიანში შეკრებაზე მყოფმა შინჯიკაშვილმა და წელაურმა იჩხუბეს კიდეც...

ტოტიკაშვილს ამ თემებზე სასაუბროდ გუშინ დავუკავშირდით, როცა ყველა საკადრო კითხვას გაეცა პასუხი. მოულოდნელად ამ ინტერვიუმ ბევრი სხვა საინტერესო თემაც მოიცვა - ფედერაციის ხელმძღვანელობაში დაწყებული ცვლილებები, მოსალოდნელი რეფორმები თავად ნაკრების სათავეში, ტოტიკაშვილის დაპირისპირება სპორტსმენებთან თუ მწვრთნელებთან და სხვა... ტოტიკაშვილმა დაადასტურა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ლაპარაკია მის ჩანაცვლებაზე, რის შესახებაც ინფორმაცია `ლელომ~ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა. თუმცა ეს არცაა დიდი საიდუმლო - ფედერაციის ხემძღვანელობაში დაწყებული ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება... თუმცა ტოტიკაშვილთან საუბარმა სხვა საინტერესო ამბებიც წამოატივტივა.

კერძოდ, გვითხრა, რომ ფედერაციასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია! არადა, ეს პროცედურა ფედერაციამ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მედიის თვალწინ! ასევე გამოვლინდა ფაქტები, როცა თურმე ფედერაციის ხელმძღვანელობიდან ვიღაცები ცალკეულ სპორტსმენებს გარკვეულ გარანტიებს აძლევდნენ (!). ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ წარმოჩნდა პრობლემები და კიდევ ერთხელ დავარწმუნდით, რომ ეს მსოფლიოს პირველობა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს - ამის შემდეგ ბევრად დინამიკური და რადიკალური რეფორმები დაიწყება.

ცხადია, ტოტიკაშვილთან ინტერვიუ იმ კრიტერიუმებზე საუბრით დავიწყეთ, რამაც ახლანდელი ნაკრების შემადგენლობა განსაზღვრა.

ინტერვიუ წაიკითხეთ "ლელოს" ხუთშაბათის ნომერში

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა