Geo Team-თან ინტერვიუში "უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა წარსულში "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩაკვეტაძის მამა მისი შვილის "ბაიერნში" ტრანსფერს იმიტომ არ მიესალმებოდა, რომ მიუნხენურ კლუბში ვერ განვითარდებოდა და საბოლოოდ არჩევანი "გენტზე" გაკეთდა, რაც ლევანის თქმით, დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

"იქიდან დავიწყოთ, რომ მამაჩემს მსგავსი რამ არ უთქვამს. "ბაიერნში" ვერ განვითარდებიო რომ თქვა, გიჟი უნდა იყო. ჯერ საერთოდ არც ულაპარაკია ლევანთან მამაჩემს. მგონი თქვა კიდეც შევხვდიო თუ რაღაც ეგეთი იყო, მგონი, არ ვიცი.

სალუქვაძის რამდენიმე ინტერვიუ მეც ვნახე, სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე, ბოლოს ვნახე სლოვაკეთში რომ ვიყავი, იძახდა, მორჩა მაგის ფეხბურთიო.

"ბაიერნს" რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ წავიდოდი, რადგან უკვე წინასწარ მქონდა გაფორმებული "გენტთან" კონტრაქტი. ის დრო რომ დავაბრუნოთ, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი და ისევ "გენტში" წავიდოდი, იმიტომ, რომ უფრო მეტი შანსი იყო "გენტში" მეთამაშა, ვიდრე იმ მომენტში "ბაიერნში". ალბათ, მოხდებოდა ისე, რომ წავიდოდი "ბაიერნში" და გამიშვებდნენ სადმე განათხოვრებით, სავარაუდოდ ეგრე იქნებოდა. ბელგიაში რომ ტრავმა არ მიმეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

რას მიეკვეტ მოეკვეტები
ჩაკვეტებაც ასეთი უნდა...
ქართველი
ჩაკვე მგონი ცოტა ვერ ხარ მეგობარო ჯერ იძახი რო არ ულაპარაკია მამაჩემთანო მერე იძახი მგონი შეხვდაო.მერე იძახი როგორ შეიძლება ბაიერნიში ვერ განთვითარდეო და უცებ იმას აყოლებ გამანათხოვრებდნენ და სხვაგან გენტში წასვლა მირჩევნოდაო. მეტი კი არაფერი უთქვამს შე დალოცვილო ლევანს პატარა ბავშვივით რო იბუტები
ნინა
ცუდი ტიპია ეგ სალუქვაძე. წარმატებები გიორგის.
საქართველოს
მე მომისმენია ძმა და ძალიან იქედნური ტონით. ახლა ვხვდები, თურმე რატომ ჰქონდა ასეთი აგრესია.
პრასი
შენ ეგრე განვითარდი?
ჟორა
ყოველთვის ვწერ და დავწერ, რომ ბარსელონას სათადარიგო სკამზე მეტად, ჭიათურის მაღაროელის ძირითადში თამაშით განვითარდებით, ამიტომ ყოველთვის წადით იქ, სადაც ჭირდებით და არა იქ სადაც წლობით გაგავითარებენ. მერე ის ბაიერნი გენტზე უკეთეს გუნდში გაანათხოვრებდა? ამას რატომ არ ფიქრობთ? გენტი მშვენიერი არჩევანი იყო რომ არა ტრამვა, მაგრამ ტრამვისგან ან სხვაგაანაა დაზღვეული ვინმე?
საქართველო
მე არასოდეს მომისმენია ლევანისგან,რომ ეთქვას დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. როდესაც ფეხბურთელი ხარ,პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს,როდესაც რამეს ამბობ.მემგონი,ზუსტად არ ვიცი,შეიძლება, მომსმა,ალბათ და ა.შ. ესეთი ტექსტებით საუბარს სჯობს საერთოდ არაფერი თქვა. წარმატებები საქართველოს ნაკრებს ევროზე
ზაზა
“სალუქვაძისტებიც“ ყოფილან - ახალი კასტა, სალუქვაძის ექსპერტობაღა აკლია ფეხბურთს, მაგის „ტოტალიზატორშიკი“ ჟურნალისტობა არ გაიშვას.
ლაშა
ლევანი კარგი კაცი და მოაზროვნე, ფეხბურთის კარგად მცოდნე პიროვნებაა.ცუდად არაფერს ამბობს.თუ ამბობს სიმართლეს და სიმართლე ყოველთვის მწარეა.
ჭიჭე!
ითამაშებს!!!
სიო-ს!
სიო, რატომ უთქვამს სიმართლე, სალუქვაძე, რომ შენი ბიძაშვილია?
სოსო
სანიოლი გიჟი კი არ იყო,მარტის მატჩებისათვის მზადებისას,ფეხბურთელებს,ტელეფონების გადადება და გარე სამყაროსაგან გამოთიშვა რომ სთხოვა.სოციალური ქსელები,ძალიან ცუდად მოქმედებენ,სპორტსმენის კონცენტრაციაზე.
nika
პრინციპში იგივე არ თქვა ლევანმაც? გამოდის, მართალი უთქვამს — ბაიერნში ვერ განვითარდებაო ნიშნავს = რომ სათამაშო დრო არ ექნებოდა. „დამთავრდა მაგის ფეხბურთიო“ ცოტა უხეში ნათქვამია, არაგულშემატკივრის, მაგრამ მგონია, რომ ფეხბურთელები ეგრე ყველაფერსაც არ უნდა ადევნებდნენ თვალს, რომელი ჟურნალისტი რას იტყვის და ინტაგრამზე ვინ რას მისწერს. ზოგი იმდენად არაადეკვატურია, ფსიქოლოგიას შეგირყევს. უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინ გაუფილტრავს უაზრობებს და საზოგადოების ჯანსაღ კრიტიკას გააცნობს.
სიო
სალუქვაძე ამბობდა შენზე "მორჩა მაგის ფეხბურთიო" ? რას ერჩი, სიმართლე უთქვამს
Lobotka
შენ რაც გენტში გადაიტანე,იმ ტრამვას და მისი რეაბილიტაციის პერიოდს,ამის მერე თუ შენ ამბობ რომ იგივე არჩევანს გავაკეთებდიო ეხლაც,რავი ალბათ და რა თქმა უნდა უფრო ბევრი ნიუანსი შენ იცი და მაგიტომ ამბობ იგივეს ვიზამდიო... ისე ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაუწყვეტია წინასწარი კონტრაქტი,მათ შორის ქართველსაც....
გენა
უზრდელი ქეცბაია ნოლია აბა რა. ჩაკვეტაძეც ნოლია.
zura222
სამაგიეროდ "დიდ პოლიტიკას" ითამაშებს ! ნაცები მოუთმენლად ელიან თავიანთ ბანდაში !!
goga
გინდა სალუქვაძე იყოს, გინდა პაპა კარლო - სამწუხარო ისაა, რომ დიდ ფეხბურთს გიორგი ვეღარ ითამაშებს...
გოგა
ეგ არაფერი სალუქვაძის თვალში ქეცბაიაც ნოლია.დდდ
სოსო
ბაიერნში რომ წასულიყავი,მათი ყურადღების ქვეშ იქნებოდი და რაც იმ ტრავმის შემდეგ,გენტში დაგმართეს,ალბათ ეგ არ მოხდებოდა,მაგრამ თუ ახლაც ფიქრობ,რომ მაშინ სწორად მოიქეცი, სალაპარაკოც არაფერია.საბოლოო არჩევანი,შენია.
მამუკა
ჩაირთო დაბულინგების მანქანა. ევროპის წინ ხომ უნდა გაჩვენონ რომ ქართველებს არაფერი შეუძლიათ თუ ნაცებთან არ იქნებიან. გაიხსენეთ ხვიჩაზე, ლაშა ტალახაძეზე და მერე მართლა ასრულდება ნაცების ნატვრა გახადონ საქართველო მეორეხარისხოვანი გინდა ევროპაში გინდა რუსეთი გუბერნია. ზატო ეგენი ხომ იქნებიან მთავრობაში
დავით
სალუქვაძემ იცის ხოლმე გამოკვრები, უყვარს თავისი მეცნიერული ნააზრევის გადმოლაგება. თქვენ იშრომეთ მარჯვეთ და გაიმარჯვებთ!
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს