საკლუბო ფეხბურთი დასრულდა და ევროპის ჩემპიონატის მომლოდინეებს ეს საერთოდ არ გვწყინს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომლებითაც 2023-24 წლების სეზონი აუცილებლად დაგვამახსოვრდება...

"ნაპოლის" ცუდი დრო

რა თქმა უნდა, ის, რაც 33 წლის შემდეგ მოხდა, იოლად განმეორებადი ვერ იქნება და იტალიის მოქმედი ჩემპიონებისგან ისევ განსაკუთრებულ სეზონს არ ველოდით. ამის მიუხედავად, არსებულმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირებს ვერ შესწვდნენ.

"ნაპოლიმ" კვარაცხელია და ოსიმენი შეინარჩუნა, თუმცა გუნდი სათანადოდ არ გააძლიერა, კონკურენცია არ გაზარდა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლილებებით, სტაბილურობისგან ძალიან შორს ვიხილეთ. თუკი გასული სეზონი ლობოტკსა და და ანგისასთვის ძალიან პროდუქტიული იყო, ისინი ახლა ბევრს ვერაფერს გვთავაზობენ და გუნდი "კვარას" სათანადო ამუშავებასაც ვერ ახერხებდა, ქართველს კი განსაკუთრებული მეურვეობა ჰქონდა.

სადაა ის კიმი?!

"ნაპოლის" ამბის ერთგვარად გაგრძელება სამხრეთკორეელ კიმ მინ ჯეს უკავშირდება. მას იტალიაში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის გადახდა მიუნხენის "ბაიერნმა" მოახერხა. კიმისგან გერმანიაში მეტს ველოდით...

"კვარას" ყოფილმა თანაგუნდელმა იმდენი დრო ვერ მიიღო, რამდენიც წესითა და რიგით უნდა ჰქონოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მინ ჯემ შანსები სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამავდროულად კი, მეტი სათამაშო წუთი ისაა, რაც მას ასე სჭირდებოდა.

სამხრეთკორეელმა მიუნხენურ გუნდში ადგილი იმ ფონზე ვერ მოიპოვა, როცა დაცვის ხაზს უამრავი შეცდომა ჰქონდა, ჩემპიონობა კი ამდენი ხნის შემდეგ პირველად დათმეს. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალით "ბაიერნმა" სეზონი ნაწილობრივ "გადაარჩინა", კიმისგან კი მომავალში მეტ წარმატებას ველით როგორც უშუალოდ დაცვაში, ასევე შეტევების წამოწყებაში.

"არსენალი" ახლოს და შორს...

ლონდონის "არსენალი" ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებს მუდამ იმსახურებს, მაგრამ გუნდს ტიტულების მოგება სულ უჭირს. არადა, ამასთან ახლოსაა ხოლმე. ასე იყო წინა სეზონში და მიკელ არტეტას ბიჭებმა გვარდიოლას მძლავრ "სიტის" წელსაც დიდი ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ...

ლონდონელებმა ტიერი ანრის ზეობისას პრემიერლიგა წაუგებლად მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იყვნენ და შემდეგ ბოლომდე ბრძოლა არასდროს დაუფასდათ.

წლევანდელი "არსენალი", რითაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდება, ეს კუთხურებიდან გატანილი გოლებია, რაც გუნდს უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი...

კლოპის დასასრული

იურგენ კლოპს "ლივერპულში" რაოდენობრივად ბევრი ტიტული არ აქვს, მაგრამ მათი ფასი ძალიან დიდია. "წითლებმა" მის ხელში პრემიერლიგაში გამარჯვება, როგორც იქნა, მოახერხა და გუნდმა "ბარსელონასთან" წარმოუდგენელი "ქამბექით" ჩემპიონთა ლიგაზეც იზეიმა. ემოციური იურგენი დაიღალა და გუნდიდან წავიდა...

სასწაული, სახელად "ლევერკუზენი"

ლევერკუზენის "ბაიერი" ჩვენს მეხსიერებაში მყარად მაშინ დამკვიდრდა, როცა საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელის, კლაუს ტოპმიულერის დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მაშინ გუნდში დიდი ფეხურთელები თამაშობდნენ. "ფარმაცევტებმა" წელს სასწაული შეძლო, ბუნდესლიგა ძალიან დამაჯერებლად მოიგო და წაგებას ბერჯერ ისეთ შემთხვევაში გადაურჩა (ევროთასებზეც), უკვე ამას თითქოს არავინ რომ არ ელოდა (საბოლოოდ, ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა).

ხაბი ალონსო და ფლორიან ვირცი

ლევერკუზენელთა წარმატების მთავარი შემოქმედი ხაბი ალონსოა. მართლაც მშვენიერ ფეხბურთელს კარიერაში არაერთ დიდ მწვრთნელთან უთამაშია და როგორც ჩანს, მათგან ის ყველაფერს სწავლობდა. ესპანელის დასაწყისი შთამბეჭდავია და დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება.

ვისზეც უნდა ვისაუბროთ, "ბაიერისგან" 21 წლის ფლორიან ვირცი უნდა გამოვყოთ, რომელსაც ლიდერობა, გატანა და საგოლე პასების გაკეთება ერთნაირი წარმატებით გამოსდის. მისი სატრანსფერო ფასი უკვე 112 მილიონზე მეტია.

ბათუმიდან დაწყებული...

კოულ პალმერი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული და შედეგიანი იყო და ბათუმში ტიტულიც მოიპოვა. ამის შემდეგ ის "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსიში" გაუშვა. 22 წლის ინგლისელის სტატისტიკა წელს "მაჩანჩალა" "არისტოკრატებში" საოცარი იყო ( 22 გოლი, 11 შედეგიანი პასი). როცა გუნდში ჰოლანი და ალვარესი გყავს, ნაკლები შანსია, ვინმეს გუნდიდან გაშვება ინანო, კოულს კი (სატრანსფერო ფასი 54 მილიონი ევრო) დიდი მომავალი აქვს.

"დაბრუნებული" და "დაკარგული" "ბარსა"

ხავის 2023-24 წლების "ბარსელონა" არასტაბილურობის ნამდვილი ილუსტრაცია იყო. გუნდი მატჩის განმავლობაში აუცილებლად კარგავდა ინიციატივებს, ხელიდან უშვებდა გამარჯვებებს და მთლიანი სეზონიც ასეთი გამოუვიდა.

ხავიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლების წარუმატებლობას თითქოს წერტილი დაუსვა და გუნდი ნახევარფინალთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ გაძევების გამო იმ პსჟ-სთან დამარცხდა, რომელიც შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" ფინალის გარეშე საკმაოდ იოლად დატოვა.

კლუბის ლეგენდა ხავი უკვე წარსულია, "ბარსაში" ისევ უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდაა, თუმცა ეს ის "ლა მესია" მაინც აღარაა, ლეგენდები რომ წარმოშვა. ევროპულ ფეხბურთს სხვანაირი კატალონიელები სჭირდება!..

ყველანი მესისთან...

ლიონელ მესიმ აშშ-ში მარტომ გუნდს ბევრი ვერაფერი უშველა და "ინტერ მაიამი" ჯერ "ბარსელონაში" თავისი თანაგუნდელებით "გაავსო" - ალბა, ბუსკეტსი და მასთან ძალიან შეთამაშებული სუარესი, ახლა ბექჰემის გუნდს არგენტინის ნაკრებში "ათიანის" საუკეთესო პარტნიორი ანხელ დი მარიაც შეუერთდა. "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელ მესის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ "კოპა ამერიკის" მოგებაც სურს და შტატებში წარმატებაც!..

დავით 67
გასაგებია რომ მიზეზები კომპლექსურია, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ლაურენტისს რატომ აბრალებს ყველა გუნდის წარუმატებლობას ამას ვერ ვხვდები. გამოდის რომ აურელიოს არ უნდა ნაპოლის წარმატება (ან არ იცის) ,ხოლო გივიამ იცის. გივიას პირობათად ვამბობ, ნუ ეწყინება მათ ვისაც გივი ჰქვია.
სოსო
ვავას სრულიად ვეთანხმები.მიზეზები მართლაც კომპლექსურია.სპალეტი და კიმ მინ ჯეც რომ დარჩენილიყვნენ და მოტივაციაც იგივე ჰქონოდათ,ნაპოლის მწირი საკადრო რესურსებით,უკვე ჩემპიონატზე კონცენტრირებულ გრანდებს ვერ აჯობებდა.ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის და მედლისათვის ბრძოლაზე მეტის რესურსი არ ექნებოდა.დანარჩენი უკვე დე ლაურენტისის არასწორი მოქმედებების შედეგია და გუნდი,სრულ დემოტივაციამდე მიიყვანა.გამეორებას,მართლაც აზრი არა აქვს.სხვადასხვა პოსტებში ბევრჯერ მაქვს ახსნილი.სპალეტის ფეხბურთი,მაღალ პრესინგზე აგებული. ბურთის სწრაფი გათამაშებით ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანა და მეორე ფლანგიდან შეტევის გამწვავება იყო.შეტევაც და დაცვაც,სინქრონულად,მთელი გუნდის მიერ რომ ხორციელდებოდა და ყველამ იცოდა,თავისი მანევრი.მე სპალეტი არ ვარ,რომ მისი თამაშის სრული ახსნა მოვახერხო,მაგრამ თავის ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების ისე შეთანაწყობა მოახერხა,რომ ნაპოლის გამჩერებელი,არავინ აღმოჩნდა და სწორედ ეს არის,სპალეტის ფეხბურთი.რა რესურსიც ჰქონდა,იმის მაქსიმალურად გამოყენება.სხვათა შორის,გიორგი სააკაძე გამახსენდა ახლა,როცა ჰკითხეს,ომში რომელი იარაღი სჯობიაო და რომელიც ხელში გიჭირავსო.ჰო კიდევ,საჩემპიონო სეზონში,გრანდების ფეხბურთელები,მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ,მერე ითამაშეს,მერე კი,სანამ სული მოითქვეს,ნაპოლი ძალიან გაიქცა წინ,ნაპოლიმ,მაგ პერიოდში ტრავმები მოიშუშა,დაისვენა და საკმარისი ქულათა სხვაობა დააგროვა,რომ ვეღარავინ დასწეოდა.ნაპოლიმ ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა.შარშან ნაპოლიმ 56 მილიონი მოგება ნახა და ამით რომ გაძლიერებულიყო,ამ სეზონში,ლიგაზე თავისუფლად მოხვდებოდა...დანარჩენი უკვე დე ლაურენტისია.
vava
დავით 67, ხშირად არა, მარა ახლა გეთანხმები; ჰოდა, მე ვიცი მიზეზები და შემიძლია აგიხსნა სხვა ფორმატში, თუ ძაან გაინტერესებს. მოკლედ კი შემიძლია გითხრა, რომ მიზეზი კომპლექსურია. ცხადია, მათ შორის, ფეხბურთელებიც არიან ბრალში - თითქმის ყველა (კვარას ჩათვლით).
დავით 67
სოსო-ს!ახსენი აბა რას ნიშნავს სპალეტის ფეხბურთი???? ანდა აქ უმრავლესობა ლაურენტისს რომ გადაეკიდეთ და ყველა წარუმატებლობას მას აბრალებთ ეგ სწორია? იგივე ფეხბურთელები არ არიან ნაპოლიში?? თუ კიმი და ლოსანო იყო ძირითადი ბირთვი? კიმიც ვეღარ ხვდება ძირითადში ბავარიაში. მე არ მესმის იმ ხალხის ვინც ამბობს რომ ლაურენტისმა გუნდი გააფუჭა. შარშან თუ ასე ბრწყინავდა წელს ადგა და გააფუჭა გუნდი??? ხელფასებზე ნუ დაწერ( თუ მიპასუხებ). იგივე ხელფასები ჰქონდათ რაც შარშან, ზოგს მოუმატა კიდეც. ფინანსურად წელს აურელიო ფაქტიურად ზარალშია გუნდიდან .( მისი სხვა ბიზნესები არ ვიცი). უამრავი ფეხბურთელი შეიძინა ტრანსფერზე და ვერავინ ვერ ივარგა ხეირიანად. ანდა სპალეტიზე რომ ამბობ, მისი მწვრთელობის ბოლო პერიოდში მოგწონდა გუნდი? ჩემზე მაგარი პასუხი არავის არ აქვს აქ თუ რა დაემართა ნაპოლის. ჩემი პასუხია: ა რ ვ ი ც ი! ამაზე გულრწფელი პასუხი არ არსებობს. აქ კიდევ უმეტესობამ იცის თუ რა დაემართა გუნდს და რა გამოსავალი არსებობს. იცის თქო ისე ვთქვი, თორემ ჩემი ფეხები იციან.
ლშა_იუვენტინო
ნაპოლი, დეგრადირების თვალთაზრისით, პირველია იტალიის საფეხბურთო ისტორიაში.
სოსო
რატომ ყველაზე ცუდ მოლოდინს?პირველ ტურებში,ნაპოლიმ ინერციით სპალეტის ფეხბურთი ითამაშა და სამ ტურში მშვენიერი შედეგიც ჰქონდა.მერე უკვე გარსიამ აიძულა გუნდი,მისი ფეხბურთი ეთამაშათ და თავიდან ცალკეული გამონათებები კიდევ ჰქონდათ,სადაც თვითნებურად ისევ სპალეტის ფეხბურთს თამაშობდნენ და რაღაცაც გამოსდიოდათ.თუმცა არაფერია მუდმივი და ნაპოლიც პიკეში დაეშვა.მაშინ აღებული ქულები რომ არა,დღეს ნაპოლი,გაცილებით დაბლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში. ხის გაზრდას,წლები სჭირდება,მოჭრას კი წუთები.
ვაჟა
ასეთი დეგრადირება იტალიიის ჩემპიონის ნაპოლის სახით, არ ახსოვს იტალიის საფეხბურთო ისტორიას. ნაპოლი, დეგრადირების თვალთაზრისით, პირველია იტალიის საფეხბურთო ისტორიაში.
zura222
G.LA შე საქონელო ფეღბურთი კი არა ფეხბურთიიიი
დავით
ვინმე გაძალებს ევროპული ფეღღღღღბურთის ყურებას. შეგიძლია რუსულ საიტებზე იღრუტუნო
კ ო მ ბ ლ ე
იმედგაცრუება თქვენ აწი ნახეთ ბიძინე არჩევნებს, რომ წააგებს და ძუძუს დაკეტავს... მიშა მიშა! შენ გაგიხმეს თაა ვიიი!
zura222
ეს ევროპის ვითომ ფეღბურთი ამოვიდა ყელში
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება" - იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
ბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ
"ვირცის შეძენაზე უარს ვერავინ იტყოდა" - "ლივერპულის" პრეზიდენტი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
მატჩის დღე! კვარაცხელია ბრწყინვალე დებიუტს ფლორენციაში აგრძელებს...
"მამარდა" თუ საფონოვი? "კვარა" თუ ვირცი? - ტეო უოლკოტმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ის გრძელვადიანი პროექტის გამორჩეული წევრია" - როსენიორმა პალმერის წასვლა გამორიცხა
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ამ სამიდან ერთ-ერთი მცველი კიმს შეცვლის - ვისით გაძლიერდება "ნაპოლი"?
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
"მხოლოდ სახელის გამო ვერ გამოვიძახებდი" - ტუხელმა პალმერის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს