თბილისის "დინამო" კიდევ ერთი ლეგიონერით, ბასკი ნახევარმცველით, მიკელ ალვარო სალასარით გაძლიერდა
მიკელ ალვარო სალასარი

დაიბადა 1982 წლის 20 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ ამურიოში

სიმაღლე 175 სმ

პოზიცია ნახევარმცველი

ბოლო კლუბი: "ნუმანსია" (სეგუნდადივიზიონი)

საკლუბო კარიერა:

წლები გუნდი მატჩი გოლი

2003-2006 "ამურიო" 71 (5)

2006-2007 "ბარაკალდო" 30 (2)

2007-2008 "დენია" 35 (1)

2008-2009 "ლეიდა" 36 (13)

2009-2011 "ნუმანსია" 50 (4)

2011- "დინამო" - (-)

ევროპაში მოგზაურობის შემდეგ ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანი წერდა ბასკებზე - დასავლეთ იბერიაში (ანუ ესპანეთში) ცხოვრობენ არამცირედნი ნათესავნი ქართველთაო. ვერ გეტყვით, მხოლოდ ლეგენდაა თუ არა ქართველებისა და ბასკების ნათესაობაზე არსებული თეორიები, ამაზე წიგნებიც დაწერილა, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და ესპანეთში მდებარე შვიდ ბასკურ რეგიონში გვხვდება გვარები - ბარათელი, ნოდია, ბოკერია, არის მთა არჩანდა, გურია, შვიდთვიან ბავშვს ეძახიან არითმენდას და ა.შ. საფრანგეთის ნაკრების კარს 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბასკი ბარათელი იცავდა.

სწორედ ამიტომ ჰკითხა ხუმრობით "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამოს" ბასკ ახალ წევრს, მიკელ ალვაროს, ჩვენიანად ჩაგთვალოთ თუ ლეგიონერადო.

თბილისის "დინამოს" 28 წლის ახალწვეული ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. საქართველოში ჩამოსვლამდე ესპანეთის სეგუნდადივიზიონის "ნუმანსიაში" თამაშობდა.

მიკელ ალვარომ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "დინამოში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც თბილისელთა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გუშინ, 8 აგვისტოს მედიასთან წარდგენისას გადასცა.

მიკელ ალვარო: აქ ჩამოსვლით ბედნიერი ვარ. "დინამოში" ძალიან კარგად მიმიღეს როგორც ესპანელმა, ასევე ქართველმა თანაგუნდელებმა. ვამაყობ, რომ ვითამაშებ ისეთ ცნობილ კლუბში, როგორიც თბილისის "დინამოა".

- არის ლეგენდა, რომ ბასკები საქართველოდან წასული ხალხია და ამის გამო ჩვენიანად გთვლით. ამ ლეგენდის შესახებ თავად რაიმე გსმენიათ?

- ჩამოსვლის დღიდან სულ ამას მეუბნებიან, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ესპანეთში მუშაობისას ბასკეთში ვიმყოფებოდი და ხასიათებსა და ქცევებში მართლაც გასაოცარი მსგავსება აღმოვაჩინე. იმედია, ალვაროს "დინამოსთან" სწრაფ ადაპტირებაში ესეც დაეხმარება.

- თვლით, რომ "დინამოში" თამაში თქვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია?

მიკელ ალვარო: მე ისეთ ქვეყანაში ვთამაშობდი, სადაც პირველ ლიგაშიც მაღალი დონის ჩემპიონატი ტარდება. მაგრამ, ვინაიდან "დინამო" ევროპის ლიგაზე გამოდის, ეს ტრანსფერი წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. მე თავდამსხმელების უკან ვთამაშობ, მაგრამ მარჯვენა და მარცხენა ფლანგზეც მაყენებდნენ.

- ალვაროს გადმოყვანით "დინამოს" ტრანსფერები დასრულდა?

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ეს აეკ-თან ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩებზე იქნება დამოკიდებული. თუ ჯგუფურ ეტაპზე გავალთ, გავძლიერდებით. წინ სწრაფად მივდივართ და იმედია, ამ ეტაპის შემდეგაც გვექნება სიახლეები.

მივესალმები ალვაროს ჩამოსვლას. ჩვენი მიზანი მაღალი კლასის ფეხბურთელების შეძენაა. ალვარო ტექნიკური და შემტევი ნახევარმცველია და იმედია, სხვა ესპანელების მსგავსად, ისიც სწრაფად გაივლის ადაპტაციას, მარტივად და იოლად გაუგებს თანაგუნდელებს და პლეი ოფის გადალახვაში დაგვეხმარება.

- ითამაშებს ალვარო ევროპის ლიგაზე აეკ-თან?

- ეს თითქმის გადაწყვეტილია, მალე ოფიციალური განაცხადიც გვექნება.

- ალექს გარსიაც არ უარყოფს, რომ "დინამოს" დაცვაში პრობლემებია, რაც "სპარტაკთან" მატჩშიც გამოჩნდა. ამ პოზიციის გაძლიერებასაც ხომ არ აპირებთ?

- ევროპის ლიგის მატჩებში 17 გოლი გავიტანეთ და 4 გავუშვით. სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაცვაში არ გვიჭირს, მაგრამ, ცხადია, ხარვეზებს ვხედავთ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ალექს გარსიამ მიზანშეწონილად შუა და წინა ხაზების გაძლიერება მიიჩნია, შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებსა და ექსპერიმენტებსაც მოვერიდეთ და ამ შემადგენლობით ამიტომაც ვთამაშობთ.

- სანდრო იაშვილი, ვახტანგ ფანცხავა და ლადო ახალაია გუნდში რჩებიან?

- სამივე გამოსაცდელი ვადით, 6 თვით ავიყვანეთ. ამ ეტაპზე კონკურენციას ვერ გაუძლეს, მაგრამ ორი-სამი თვე კიდევ აქვთ და გამოჩნდება, გუნდში ადგილს დაიმკვიდრებენ თუ არა.

თბილისელთა გენერალურმა დირექტორმა თავად დაიწყო იმ თემაზე ლაპარაკი, რომელზეც ბოლო დროს გულშემატკივრები ბევრს მსჯელობენ - ესპანელი ფეხბურთელები მხოლოდ ევროპის ლიგაზე სათამაშოდ ხომ არ ჩამოიყვანეს? ბევრი ფიქრობს, რომ ლეგიონერები "დინამოს" ევროტურნირის შემდეგ დატოვებენ. ამასთან დაკავშირებით პოლოლიკაშვილმა განაცხადა:

- არ მინდა, ჩათვალოთ, რომ ესპანელები ერთი ან ორი თვით ჩამოვიყვანეთ. ეს გრძელვადიანი პროექტია, განსაკუთრებით მომავალი სეზონისთვის ვემზადებით და ვფიქრობთ მაქსიმალურ შედეგზე - საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში გვინდა. საამისოდ კი "დინამო" ჩამოყალიბებული და შეთამაშებული გუნდი უნდა იყოს, რაც ერთ თვეში შეუძლებელია, ახალწვეულებმა ჯერ თბილისის ქუჩებიც არ იციან. იმედია, აეკ-თან წარმატებით ვითამაშებთ და ვეროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავალთ, მაგრამ ეიფორია და ზედმეტი აჟიოტაჟი მიუღებელია.

- ეროვნულ სტადიონზე მოედნის შეცვლა თუ იგეგმება?

- ვითარების გამოსასწორებლად კლუბი თბილისის მერიასთან თანამშრომლობს. საფარი ასეთ მდგომარეობამდე ბუნებრივი პირობების გამო მივიდა. ამ ეტაპზე უნდა გადავარჩინოთ მოედანი, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს იდეალურ საფარზე თამაში. ამიტომაც შევხვდით ცხინვალის "სპარტაკს" ეროვნული ნაკრების ბაზაზე. თუმცა ეს კომფორტული ნამდვილად არ იყო, ვინაიდან უგულშემატკივროდ თამაში ძნელია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 14 აგვისტოს კვლავ ეროვნულ სტადიონზე ვითამაშოთ.

სამწუხაროდ, კალენდარი მოედნის განახლების საშუალებას არ გვაძლევდა, რადგან ასეთ შემთხვევაში არენა თვენახევრით უნდა დაგვეკეტა. იმედია, მოედნის საკითხს მერიასთან ერთობლივად მოვაგვარებთ და ეროვნულ სტადიონზე ერთხელ და სამუდამოდ დაიგება საუკეთესო საფარი.

- ერთობლივად მერიასთან?

- დიახ, ჩვენ ხომ ვთანამშრომლობთ და ლაპარაკი არის თანამონაწილეობაზე.

- მანამდე "ლოკომოტივზე" გადასვლას ხომ არ გეგმავთ?

- ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან სტადიონი ჯერ უეფამ უნდა მიიღოს.

- "დინამოს" საფეხბურთო აკადემია სად განთავსდება?

- ჯერჯერობით აკადემიისთვის ფართობი არ შეგვირჩევია, განიხილება სამი ვარიანტი და მოლაპარაკებაც მიმდინარეობს. მაგრამ ჯერ ტერიტორიაზე არ დავკონკრეტდები. დღეს კი "დინამოს" აკადემიაში 9 ასაკობრივი ჯგუფი სხვადასხვა ნაქირავებ მოედანზე ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე