თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან ამხანაგური მატჩისთვის რევიშვილის ნაცვლად "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძეს უხმო
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო მომენტში ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე გამოაკლდნენ - ოფიციალური ინფორმაციით, სავიზო პრობლემების გამო.

თემურ ქეცბაიამ ანანიძის შემცვლელი არ გამოიძახა, რევიშვილის ნაცვლად კი "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძეს უხმო, რომელიც, ჩვენი ჩემპიონატის პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ქართულ კლუბებში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებთან ერთად, პოლონეთში გაფრინდა. შეგახსენებთ, სანაკრებო შეკრება გუშინ პოლონეთშივე დაიწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის ცნობით, ჩვენი ეროვნული ნაკრები ქალაქ ლიუბინის ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "კუბუსში" ცხოვრობს. იქვე ბინადრობს პოლონეთის ეროვნული ნაკრებიც. დვალიშვილისვე ინფორმაციით, ადგილობრივ მედიას სტუმრების მიმართ ყურადღება საერთოდ არ გამოუჩენია და, შესაბამისად, არც ქეცბაია და არც ფეხბურთელები ჟურნალისტებს არ შეხვედრიან.

დღეს, 9 აგვისტოს ქეცბაია ფეხბურთელებს "ლეგნიკას" სტადიონზე ავარჯიშებს. ათში კი, როცა ჩვენები სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან, "დიალოგ არენაზე" გადაინაცვლებენ და იქ გამართავენ მატჩისწინა ვარჯიშს. როგორც იცით, შეხვედრაც იქვე შედგება.

დანაკლისს ვერც ახალგაზრდული ნაკრები ასცდა. იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ფეხის ტკივილმა შეაწუხა და გუნდის თავკაცმა ოთარ გაბელიამ მისი დასვენება გადაწყვიტა. მჭედლიძის ნაცვლად ნაკრებს არავინ დამატებია.

ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში ჩასვლისთანავე მოლდოვის ნაკრების ბაზაზე დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც 8 აგვისტოს, საღამოს იქვე, საწვრთნელი ბაზის მოედანზე გამართა. 10 აგვისტოს გაბელია გუნდს ისევ ბაზაზე ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი, ისევე, როგორც მოლდოვისა და ჩვენი ახალგაზრდულის შეხვედრა, ხვალ, 10 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ხომ არ სჯობს სხვა, სერიოზული გუნდი მონახოს, ცოდოა დაიკარგება ------ აშკარად სჯობს.
levani kaxeti
ადრეც ვთქვი ჯანოზე და ახლაც იგივეს გავიმეორებ: რუსებს გადაწყვეტილი აქვთ ამ ბიჭის გაფუჭება და ნელა-ნელა აკეთებენ ამას. ხომ არ სჯობს სხვა, სერიოზული გუნდი მონახოს, ცოდოა დაიკარგება.
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე