"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდი ხელშეუხებელი ფეხბურთელი ეყოლება, ამის შესახებ ინფორმაციას Repubblica ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, სირილ ნგონგეს, სტანისლავ ლობოტკას, ამირ რაჰმანის, მატიას ოლივერასა და ფრანგ ზამბო-ანგისას შენარჩუნებას გეგმავს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ნეაპოლური კლუბისთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იქნება.

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონში ვიქტორ ოსიმენს "პარტენოპეის" რიგებში ვეღარ ვიხილავთ. დიდი ალბათობით, ნიგერიელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

ვენეციის კომისია
ვან ბასტენი გამოგრჩა...
სოსორატომ
დავით 67-ს.დავით,ძალიან სასიამოვნოა,ჩემ ანალიზებს,ასე რომ აფასებ,თუმცა სულაც არ ვთვლი,რომ მართლა ასე მაღალი დონე მაქვს.მე ხომ სპეციალისტი არა ვარ.არც უარყოფით შეფასებას ვიღებ საწყენად,რადგან როცა რაღაც ვერსიას წამოაყენებ და არგუმენტებით ამტკიცებ,თუ არგუმენტით სხვა განსხვავებულს გიმტკიცებს,აქ საწყენი არაფერია.აზრების გაზიარება და არგუმენტების შეჯერება,ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა.უსიამოვნო და საწყენი,ის არის,ვიღაცა რომ გამოხტება,ყოველგვარი მიზეზის და არგუმენტის გარეშე,საზიზღრობას შემოგასხავს და ისევ მიიმალება.ვიღაცის შეურაცხყოფით რომ იკმაყოფილებენ საკუთარ ეგოს,ეს ვიღაცა მე ვიქნები,შენ თუ სხვა,სპორტსმენი თუ არასპორტსმენი,გალანძღავენ,გაუხეთქავენ გულს და ამით წყნარდებიან.მნიშვნელობა არ აქვს,რას აბრალებენ,პიროვნების შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს და თვითონ არ უნდა მისცენ თავს,ამისი უფლება. ახლა კი,უშუალოდ დე ლაურენტისზე გადავალ.რასაც ვწერ,იქიდან გამოვდივარ,რომ თავისი არასწორი გადაწყვეტილებებით,დე ლაურენტისმა,გუნდში მოტივაცია ჩაკლა.კი,9 წამში 100 მეტრს ვერგაირბენ,რადგან ეს,ჩვენ ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება,მაგრამ ამის გარდა,არსებობს ფსიქოლოგიაც და ძალიან ხშირად,სწორედ ფსიქოლოგია წყვეტს,გამარჯვების ბედს.ორივემ საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და დღევანდელ ახალგაზრდობაზე გაცილებით კარგად ვიცით,იმ ქვეყნის ავი და კარგი.რამ დაანგრია სსრკ?პირველ რიგში მოტივაციის ნაკლებობამ,რაც ინიციატივის გაქრობაში გადაიზარდა.უბრალო მუშას,ხშირად საწარმოს დირექტორზე მეტი ხელფასი ჰქონდა,გამომგონებელს კი,კაპიკებს მიაგდებდნენ და მისი გამოგონების დანერგვას,წლები სჭირდებოდა,საერთოდ თუ დაინერგებოდა.პროფესორებს და აკადემიკოსებსაც კი,მაღაზიის გამყიდველებზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ,რადგან ისინი დახლქვეშიდან ჰყიდიდნენ საქონელს.ჩემ სოფელში კი,სოფლის ბირჟავიკებმა მანქანები იყიდეს,მიწერით ჩაბარებული ყურძნით,მაშინ როცა,გლეხის მიერ ქარხანაში შეტანილ ყურძენს,შაქრიანობასაც აკლებდნენ და წონაშიც ატყუებდნენ,ღვინის ქარხნის ხელმძღვანელი და მათი რაიონიდან მაკონტროლებელი პირები.მართლა მშრომელ და ინიციატივიან ადამიანს,ყოვეგვარი მოტივაცია დაეკარგა,რადგან ხედავდა,რომ ვიღაცა მუქთახორა,შენზე მეტს შოულობდა და მანაც პატიოსნად შრომაზე ხელი აიღო.ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზე ვითარდებოდა და ბოლოს,ქაღალდზე აშენებული კომუნიზმი,ერთბაშად დაინგრა.საბჭოთა კავშირში,პროლეტარიატის დიქტატურა იყო,რა თქმა უნდა ისიც ქაღალდზე,მაგრამ შემოქმედი ადამიანი,მაინც განწირული იყო,მისი შრომის არასათანადო დაფასებისათვის.სწორედ ამიტომ წააგო ბრძოლა,კაპიტალისტურ ცხოვრების წესთან,სადაც კერძო საკუთრება და ინიციატივაა,მთავარი მამოძრავებელი ძალა.ქვეყანაში სიმდიდრე,დანაშაულის სინონიმად იყო ქცეული,ინიციატივიანი ადამიანები კი,ვინც ქვეყანაში არსებულ ტოტალურ დეფიციტს,შემოვლითი გზებით და საკუთარი ჯიბისთვისაც სარგებლით რომ ამცირებდნენ,საქმოსნებს უწოდებდნენ და ციხეებში ისტუმრებდნენ.ყველა შრომობდა,მაგრამ ყველა არ იღებდა შესაფერის გასამრჯელოს,ხოლო ვინც ვერ იღებდა,ის აღარც მუშაობდა ისე,როგორც შეეძლო.კი,მორალური კმაყოფილება,ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ჩვენი ფეხბურთელები,მართლაც თავს არ იზოგავდნენ,მაგრამ მაშინ მთელი ქვეყანა ერთნაირ სმდგომარეობაში იყო და ამიტომ,ამას ეგუებოდნენ,მაგრამ იტალია,სსრკ არაა და როცა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს სტაჟიორის ხელფასს უტოვებ,სხვა,მისი მასშტაბის ფეხბურთელს,8-ჯერ მეტ ხელფასს უნიშნავ,სხვა გუნდის ლიდერს,სულაც ხელფასის დაკლებას სთხოვ,საჩემპიონო სეზონის შემდეგ,ან სხვა რატომ მოიკლავს თავს,მეტი ვარჯიშით,ან თვითონ ეს დაჩაგრული ფეხბურთელი?უკეთესად შრომას დაფასება არა აქვს და ამიტომ უკეთესად შრომის სურვილი გაქრა.ხვიჩას და ზელინსკის კონტრაქტებისადმი დამოკიდებულება კი,ყველას უმტკიცებს,რომ დე ლაურენტისი გუნდის წევრებს და მათ შრომას,პატივს არ სცემს.მხოლოდ ოსიმენის ხელფასის გაზრდამ,სხვები იმაშიც დაარწმუნა,რომ იქაც,მხოლოდ საკუთარი ჯიბის გამო დაუნიშნა ეს ხელფასი,მაშინ,რცა მისი წასვლა,პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო.დე ლაურენტისი,გუნდის მფლობელია,მაგრამ ნდობა აქვს დაკარგული და ვეღარც კარგი მწვრთნელი მიჰყავს,ვეღარც ამ ფეხბურთელებს დააჯერებს,სრული ძალით ითამაშონ.სახელის გატეხვას,თავის გატეხვა სჯობიაო.ამიტომ ვამბობ,რომ დე ლაურენტის სანამაა გუნდი ფეხზე ვერ წამოდგება.გაჰყიდის თუ არა კლუბს,ეს მისი გადასაწყვეტია,მაგრამ აჯობებს,გუნდმა მფლობელი შეიცვალოს.თუნდაც მისი შვილი დააყენოს,რომელსაც ფეხბურთელებთან სალაპარაკო პირი ექნება.გუნდის დაშლამ,ზვავისებური სახე მიიღო და ჩემი აზრით,დე ლაურენტისი,მას ვერ შეაჩერებს.მის შემცვლელსაც,ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.
დავით 67
სოსო-ს! რაც შეეხება თამაშების მიმოხილვას, მართლა სწორ და ზუსტ ანალიზებს აკეთებ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ხარ, მაგრამ რაც შეეხება მენეჯმენტს, ასევე ეკონომიკას და თუნდაც პოლიტიკას, საერთოდ არ გესმის. ( ნუ გეწყინება).რას ჰქვია აურელიომ პრეზიდენტობა სხვას გადააბაროს, ეს ხომ იგივეა შენ რომ გითხრას, გამოდი შენი სახლიდან, მე უკეთესად ვიცხოვრებ შენს სახლში თქო.ყველა გუნდებს ჰქონია კრიზისული სეზონი, მაგრამ ამით საკუთარი კუთვნილება ( გუნდი) არავის დაუთმია და გამოსულან კიდეც ამ კრიზისიდან. წინა პოსტებში ბევრჯერ ვეცადე დამერწმუნებინე, რომ ხელფასის რაოდენობა არ არის მიზეზი, მაგრამ არ გინდა გაიგო რომ ეს არაა მიზეზი და ეს მოტივაციას ვერ შეუქმნის ფეხბურთელს უკეთესად თამაშში. მე შედარებები მიყვარს ხოლმე ამა თუ იმ ამბავზე და გეტყვი ( შენ ან მე) რომ ვინმემ 100მილიონი დოლორი დაგპირდეს და გითხრას 100მეტრი 9 წამში დაფარეო, მოახერხებ?? ადრე ამბობდნენ ფეხბურთი ღარიბების სპორტიაო,მაგრამ ეხლა ძალიან მდიდრების სპორტად გადაიქცა.ბევრს აქვს დიდი ხელფასები და დიდი შემოსავლები, მაგრამ ყველა ხომ ვერ ხდება ჩემპიონი, ანდაც ლიგის მოგებული.პსჟ აიღე მფლობელი ხალაიფი, თანხას იშურებს გუნდისთვის?? ანდა კარგი მენეჯერის დაქირავება უჭირს? შენ ამ გუნდზეც წერდი, რომ მენეჯმენტი არ უვარგათო. მიუხედავად იმისა რომ მე პსჟ-ს ვქომაგებ და ველი მის წარმატებას ლიგაზე ვერა და ვერ მოახერხეს. გაიხსენე მხოლოდ სიტიმ და ჩელსიმ (უმდიდრესი მეპატრონეების მფლობელებმა)მოახერხეს ლიგის მოგება, ისიც რამდენიმე წლიანი ცდების შემდეგ.ასე რომ გუნდის წარმატებაში ერთ ან ორ კაცს ვერ დაადანაშაულებ. ფეხბურთია თვითონ ესეთი სპორტი. არაპროგნოზირებადი. რომ იყოს რაგბი კიდევ ჰო,
სიმართლე
napolim mekare tu gaushva mamardashvils davamatebdi napolis kiminjis davimatebdi vinme kai naxevar mcveli da marjvena kraize vinme dibalas stilis da gunds gavawvrtnevinebdi klops
სოსო
სოსოს-ს.კარგი კოლექტივის შექმნას,დიდი შრომა სჭირდება და დე ლაურენტისმა სხვადასხვა მეთოდებით,ნაწილობრივ კი,გამართლების გამოც,ეს წარმატებით შესძლო.ამის მერე კი,თავი ყოვლისმცოდნედ წარმოიდგინა,სიხარბემაც სძლია,ამბიციებმაც და თავისი აშენებული,ერთი ხელის მოსმით დაანგრია.შენობის მზარი შეიძლება ამოავსო და გაამაგრო,მაგრამ ურთიერთობებში და ნდობაში ბზარი რომ გაჩნდება,მისი გამთელება შეუძლებელი ხდება.მან კოლექტივის ნდობა დაკარგა,უსამართლოდ მოპყრობისა და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გამო,ფეხბურთელებს,უკეთესად მუშაობის სურვილი დაუკარგა.გუნდი დაღმართზე დაეშვა,სიჩქარე სულ უფრო მატულობს და ყოველ მომდევნო დაბრკოლებასთან შეჯახება,სულ უფრო ძლიერ დარტყმას,შესაბამისად უფრო ძლიერ ნგრევას იწვევს.იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს,გუნდში ყველაზე დაბალ ხელფასს რომ დაუტოვებ,სხვა რატომღა ეცდება უკეთესად თამაშს?ყველამ იცის,მისი ხასიათის ამბავი და ამიტომ,მასთან წესიერი სპეციალისტი აღარ მიდის.სამი ერთმანეთზე უარესი მწვრთნელის მოყვანა,სწორედ მაგას ადასტურებს.სხვა პრეზიდენტია საჭირო,რომელსაც სერიოზული მწვრთნელი ენდობა,წამოვა და ფეხბურთელებსაც აღუდგენს,სამართლიანობის შეგრძნებას.
soso-s
ჰო, ალბათ შენ იყავი პრეზიდენტი მაშინ ჩემპიონები რომ გახდნენ
გლეხი გოგია
არ დაიღალეთ ერთი და იგივეს წერით?
სოსო
დე ლაურენტისს გუნდის გადარჩენის იმედი აქვს და მგონი გუნებაშიც არ უშვებს,რომ თვითონ არის ის სიმძიმე,რომელიც ნაპოლის სძირავს.ყველამ გაიგო,მისი ამბავი და აღარავინ ენდობა.ის როგორც მეთაური,უკვე გუნდის მუხრუჭად გადაიქცა.მხოლოდ ახალ პრეზიდენტს ექნება შანსი,გუნდის კლიმატი გააჯანსაღოს და კვლავ აღმასვლის მუხტი მისცეს.მხოლოდ დროს ჰკარგავს.ყველა ზარალშია,თვითონ დე ლაურენტისის ჩათვლით.რაც მალე გადააბარებს პრეზიდენტის თანამდებობას,მით მეტი იქნება ნაპოლის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის შანსი.
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი