ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას "კოლხეთთან", ფოთელთა თხოვნით, "ზესტაფონი" არა სტუმრად, არამედ შინ ჩაატარებს
"ზესტაფონმა" ქუთაისში "ტორპედო" გია გეგუჩაძის გარეშე დაამარცხა - როგორც კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვაცნობა, მთავარი მწვრთნელი მოიწამლა და "ზესტაფონს" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ამიტომაც ვერ უხელმძღვანელა. თუმცა გეგუჩაძის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და საწვრთნელ პროცესს მალე დაუბრუნდება.

სამაგიეროდ, ფეხბურთს დიდი ხნით დაემშვიდობა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც "დაჩიასთან" გასვლით მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, "ზესტაფონის" ცენტრალურმა მცველმა მოლდოვაში მენისკი და ჯვარედინი იოგები ერთდროულად დაიზიანა და მოედანს დაახლოებით ნახევარ წელიწადში დაუბრუნდება. მას ბელგიაში უკვე გაუკეთეს ოპერაცია.

ხიდეშელის არყოფნაში კი საქართველოს ჩემპიონებს დაცვის ცენტრში უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩათ - გიორგი ონიანი და მამუკა კობახიძე. ახალი ცენტრალური მცველის დამატება აუცილებელი იყო და კლუბმა ეს პრობლემა უკვე გადაჭრა - რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ "ზესტაფონში" ედიკ საჯაიას გადასვლა გადაწყვეტილი იყო და ასეც მოხდა, გუნდის განაცხადში გამოცდილ უკანახაზელს, სავარაუდოდ, დღეს შეიყვანენ. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პლეი ოფში ბელგიურ "ბრიუგესთან" პირველ მატჩს ონიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და მისი ადგილი, წესით, სწორედ საჯაიამ უნდა დაიკავოს.

თანდათან უმჯობესდება ზურაბ მენთეშაშვილის მდგომარეობა. გამოცდილ ნახევარმცველს, რომელიც "ზესტაფონს" გასულ ზამთარში შეუერთდა, ფეროელთა შემადგენლობაში დებიუტი დაახლოებით ერთ თვეში ექნება. მენთეშაშვილი დღეიდან ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებს, გოგი ფიფია კი, უკვე კარგა ხანია, ვარჯიშობს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას კი "ზესტაფონი" არა სტუმრად, არამედ შინ ჩაატარებს, თანაც, კვირის ნაცვლად შაბათს. საქმე ის არის, რომ ფოთის სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და "კოლხეთის" თხოვნით, "ზესტაფონმა" მატჩის მასპინძლობა ითავა. თამაშის 14-დან 13 აგვისტოს გადატანა კი "ზესტაფონის" სურვილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"