football24 წერს, რომ მოსკოვის "დინამო" რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მწვრთნელი მარცელ ლიჩკა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ზაფხულში გუნდი გადახალისებას საჭიროებს, ექვს ფეხბურთელს და მათ შორის 21 წლის ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობება, რომელსაც თამაში არ უწევს:

"დიდი ტალანტი საქართველოდან. "დინამომ" ლუკა 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სამშობლოში სატრანსფერო გაყიდვათა რეკორდი გაიმეორა. გაგნიძე "თეთრ-ლურჯების" მესაჭეთა გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუკი ამ სეზონში მან რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგაზე მოკრძალებული 195 წუთი იასპარეზა.

ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ აქვს სუსტი წერტილები. დაცვაში პროგნოზირებადია. არ ეხერხება თავისუფალი ზონების სათანადოდ დაკეტვა. "დინამოში" მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენციაა. პოზიციაზე პრეტენდენტები ფომინი, ჩავესი, უნივერსალური ლასკალტი და კარასკალი არიან. მათ ფონზე ქართველი უფერულად გამოიყურება.

გაგნიძეს "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. სკამზე ჯდომასა და პოტენციალის გაფლანგვას აზრი არ აქვს. აქ ორი ვარიანტია - ან იჯარით უფრო მოკრძალებულ კლუბში წავიდეს, რომელიც წამყვან რვა გუნდს შორის არ არის, ან საერთოდ დატოვოს "დინამოს" კოლექტივი. გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ. პირიქით, შეიძლება ისიც კი გაუხსენონ, 2022 წელს ქართველმა როგორ შეაჩერა მოსკოველებთან კონტრაქტი და "რაკუვში" გაემგზავრა".

გურულო
რუსეთი გავსებულია აფხაზეთიდან ლტოლვილებით,ისინიც საშოვარზე არიან წასული,ამ 21 წლის ბიჭს რომ მიადექით.ქართველს,ქართველზე მეტი მტერი არ ყავს,ვგესლოთ ერთმანეთი და ათასი რჯულის გაურკვეველი სქესის ხალხის დაკრულზე ვიცეკვოთ,იმიტომაც მთელი ისტორიის მანძილზე სულ 2 საუკუნე გვქონდა ოქროს ხანა.
მეზღვაური
ლუკას ნიკა გაგნიძე ჯობია პოტენციალით. ვერც პოლონეთში ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც რუსეთში.ფიზიკურადაც სუსტია.შარშადელი ახალგაზრდული ევროპაც ჩააგდო და სხვების ფონზე ერთ-ერთი სუსტი იყო ჩვენს ნაკრებში თამაშის ხარისხით.ჯობია დაბრუნდეს საქართველოში და ევროტურნირზე მონაწილე რომელიმე კლუბს დაეხმაროს,თუნდაც მის მშობლიურ დინამო თბილისს.
გურულო
აბა,რა ,,დინამო,, რუსული სიტყვაა,როგორც ტელევიზორი,კომპიუტერი,კოსმოსი,ბანკი,ნიუ-იორკი,ლონდინი,რეიკიავიკი...:)))უბედურო საქართველო საით მიექანები...
მერაბი
ბათუმმა უნდა წაიყვანოს, გაძლიერება ნამდვილად რომ სჭირდება!

წინასწარ ვიცოდი,რომ ასე დამთავრდებოდა შენი რუსული კარიერა,რუსეთის ქება-დიდებამაც არ გიშველა!!
სოსო
ამერიკაში,ჰიუსტონის გუნდსაც დინამო ჰქვია!

ღირსი ხარ!!
Givi
თუ სიმართლეა ამ ბიჭის თამაში თავიდანვე ვერ გავიგე, გოლი არ იცის და არც საგოლე პასი, მაშინ გატუზო უნდა იყო და ყრნიდე იმათ შეტევებს, მაგრამ არც ეგ არის და რას აკეთებს მაშინ???
ირაკლი
ზაზა ჯანაშია ბევრს, რომ ახურებდი,ახლა ხო გამოჩნდა სვანაძე მართალი??!!

მერე დატრიალდნენ რუსების მეხოტბეები,ჯანაშია,ასათიანი,დემეტრაძე,რევიშვილი,სულაქველიძე,ჯუღელი,მეტრეველი,კანდელაკი,პავლიაშვილი,გადაურჩინონ რუსული კარიერა ეგ გაუჭირდათ??!!
სოსო
ბიჭი რაკუვში წავიდა,ეგონა ევროპისაკენ გზა გამეხსნაო,მაგრამ მოედანზე გაშვება არ აღირსეს და იძულებული გახდა,უკან დაბრუნებულიყო.მისი რეგრესი,საქართველოს ნაკრებში თამაშის დროსაც იგრძნობოდა.სათამაშო პრაქტიკის გარეშე,უკეთესი ვერ გახდები.აშკარაა,რომ ლუკას კარგი აგენტი არ ჰყავს,რადგან ყველა კონტრაქტი,მისთვის არასასურველი შინაარსისა იყო.დინამოს აღმასვლა აქვს,მას კი,დაღმასვლა და სავარაუდოდ,მათი გზები გაიყრება.წაიყვანს ვინმე ევროპული გუნდი?სასურველია,მაგრამ ძნელი წარმოსადგენი.

არ დაგიფასეს რუსებმა ერთგულება ხო??ასე იციან მაგათმა!!
ლექსო
რუსული კლუბი რატომაა ვითომ?დინამო ან ფიზიკიდან არ იცი?ან ავტომობილში მაინც?
Nu.
ტვინი არა აქ ტიპს ისეთი რაღაცეები აკეთა და ისეთი კომენტარები აკეთა. ჯერ რუსეთში წასვლა და მოსკოვის დინამო დიდი გუნდიაო თითქოს დიდ ნათელ მომავალზე იბაზრა. მერე, ჯერ ფიფას წესით ისარგებლა რუსეთს "უღალატა" სადღაც წავიდა და მერე ისევ თავისი ფეხით დაბრუნდა. გველეშაპის ხახაში როგორც უპატრონო წიწილა, ეგონა დაუფასებდნენ უკან დაბრუნებას მაგრამ არა არ აპატიეს ის გაქცევა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
წამოვიდეს ან ბათუმში ან თბილიში. ორივე რუსული გუნდია ასე თუ უყვარს რუსები. ლოგოც ერთი აქვთ რუსული. რა უნდა იმ სიცივეში აქ გრუზიაში სიცხეა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას