თბილისში, ორხევში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინ ძალოვანი სტრუქტურების პირველობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა
ცნობილია, რომ მოჭიდავეების საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიური სპორტის შემდეგ ძალოვან უწყებებში აგრძელებს შრომით საქმიანობას.

ქართული ჭიდაობის შეჯიბრებები კი ძალოვნებს შორის არახალია.

თბილისში, ორხევში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინ, სახელდახელოდ მოწყობილ ქართული ჭიდაობის ღია მოედანზე გაიმართა ძალოვანი სტრუქტურების პირველობა ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც ორხევის დასახლების უამრავი ქომაგი დაესწრო.

"საჭიდაოს" დამკვრელების: თემო პაპაშვილის, სულხან სულაძის და გიორგი ბატიაშვილის დასტა აქ ღამის 11 საათამდე აჟღერებდა დოლსა და ზურნას ძალგულოვანი ძალოვნების წასაქეზებლად.

სხვათა შორის, ყველა გამარჯვებული საკმაოდ ცნობილი მოჭიდავეები არიან: გელა ბარათაშვილი (60 კგ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი), ნოდარ მჭედლიშვილი (78 კგ. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი), ვასილ ნაცვლიშვილი (80 კგ. თავდაცვის სწრაფი რეაგირების რაზმი), გიორგი ბოლოთაშვილი (90 კგ. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი), ნიკო ბიბილაშვილი (+90 კგ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი).

შეჯიბრებაზე გათამაშდა ორი ცოცხალი პრიზი - ორი ჭედილა. აბსოლუტურ პირველობაზე ყველას აჯობა და ჭედილა მოიპოვა ევროპის 2000 წლის ჩემპიონმა სამბოში ნიკო ბიბილაშვილმა. მისმა გუნდმა, ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი და მეორე ჭედილა დაიმსახურა. სხვათა შორის, გამარჯვებულ გუნდში იყო კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი სამბოში გელა ბარათაშვილი (60 კგ).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა