ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში, „მეცი“ სახლში ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ორი გოლი გაიტანეს - პირველი მეკარე ოკიჯას უხეში, მეორე კი ცენტრალური მცველების შეცდომის შედეგად. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ მეკარე კეილორ ნავასმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმში „მეცი“ გააქტიურდა. მიქაუტაძემ დანილუ პერეირა გააბითურა, ნავასთან პირისპირ გავიდა და მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მერე ლამინ კამარას კუთხიდან დარტყმული ბურთი პარიზელთა კარის ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში გიორგიმ საჯარიმოდან მცირედით ააცილა ბურთი კარს და მისმა გუნდმა მარცხი განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტმა" "ლორიენმა" საკუთარ მოედანზე "კლერმონი" 5:0 გაანადგურა, "მეცმა" ჩემპიონატი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების შედეგად მე-16 ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

დღევანდელ მატჩში მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4,

Whoscored 6.9, Flashscore 6.5. ქართველმა ჩემპიონატზე 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეცი. „სენ სიმფორიენი“

მეცი - პსჟ 0:2

გოლები: 0:1 სოლერი (7), 0:2 ლი კან ინი (12)

ნიკი
გიოს "ბრალია" მეცი რომ პლეიოფშია. გიოს გარეშე იქნებოდა მეცი თვრამეტ გუნდიან ჩემპიონატში ოცდამეხუთე ადგილზე და არაფერი სადარდებელი არ ექნებოდა პლეიოფის სახით. ნათქვამია: ძაღლი ვინც მოკლა, მან უნდა გადაათრიოსო. ასე რომ გიომ ბოლომდე უნდა შეასრულოს თავისი მისია.
ზურაბი
მეცს აქვს 1 მოგებით მეტი ვიდრე ლორიანს.
მალხაზ ჯობავა
მგონი მეტი მოგება.
ქუთაისელი
ნავასმა-ს ნაცვლად "ნასვამმა" არ გაატანინა ასე წავიკითხე :დ ეჰ, წავედი, ბორჯომი ვიყიდე. :დ
ნიკი
მეცი-ლორიანი: 1. ურთიერთ შეხვედრები 4:4(3:2, 1.2) 2. ბურთების შეფარდება ორივეს -23 (მეცი 35-58, ლორიანი 43-66) 3. შემდეგი მაჩვენებელი გატანილი გოლების რაოდენობა: ლორიანი 43, მეცი 35 მესამე მაჩვენებელი ლორიანს უკეთესი აქვს. რაში ვცდები?
არა ქოცებს და არა ნაცებს!
ურთიერთ შეხვედრებში მეცმა მოუგო ლორიანს სტუმრად 3-2 და წააგო თავის მოედანზე 1-2. რეგლამენტით ვისაც მეტი გოლია აქვს სტუმრად გატანილი, იმას აქვს უპირატესობა. მეცმა სტუმრად 3 გოლი გაიტანა, ლორიანმა კი 2. ამიტომაც მეცმა დაიკავა მე-16 ადგილი, ლორიანმა კი მე-17.
ვანჩოპე
გუშინ სეტანტაზე კომენტატორებმა თუ 7 ბურთი აღმოიფხვრა ვარდებაო. გული გაგვიხეთქეს. მაისკორზე ლორიანი გავარდა. ანუ მეცი ფლეიოფშია. მეორეს მხრივ არა მგონია მეცში დარჩეს ჟორჟი და მერჩივნა ფლეიოფში ეთამაშა კი არა დაესვენა მეცს. თუმცა თუ გავარდა გადამრჩენის სტატუსი არ ექნება მეფეს. ასეთი დაცვით და არეული თამაშით ლიგა1ში არაფერი ესაქმება მეცს. იმედი ვიქონიოთ ჟორჟი აიაქსისნაირ დაუფასებელ კლუბში არ გადავა. წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს
ნიკი
მეცი-ლორიანი: 1. ურთიერთ შეხვედრები 4:4(3:2, 1.2) 2. ბურთების შეფარდება ორივეს -23 (მეცი 35-58, ლორიანი 43-66) 3. შემდეგი მაჩვენებელი გატანილი გოლების რაოდენობა: ლორიანი 43, მეცი 35 მესამე მაჩვენებელი ლორიანს უკეთესი აქვს. რაში ვცდები?
ზვიადი
მეცი პლეიოფში ითამაშებს
შაკო
ყველას მასე გვეგონა გუშინ, მაგრამ მეცი ითამაშებს პლეი-ოფს : https://www.ligue1.com/ranking
ლაშა
ვერ მოგერთვი!
ბესო შიოშვილი
აფსუს! ერთი ცრუ მოძრაობაც და ნავასს გააცუცურაკებდა! როგორ არ გეყო ცივსისხლიანობა, ბრწყინვალე ჟორჟ! დაიხატებოდა ულამაზესი გოლი!
ნიკი
რატომ ბლოკავს კომენტარს? მეცი გავარდა. ლორიანი ითამაშებს პლეიოფში
ლაშა
ყოჩაღ ჟორჟ, მაგრად ითამაშე! ნამდვილად იმსახურებ მადრიდიდ ატლეტიკოს დარ კლუბს…
ნიკი
გავარდა. პლეიოფში ლორიანი ითამაშებს.
ქომაგი
რა დროს მეფის პლეი-ოფებია, ნაკრები იწყებს შეკრებას. აქამდე მოათრია და აწი თავს მიხედონ.
ზაზა
17 -ზე გავიდა და გავარდა.
გოგა
კარგად ნახეთ პატივცემულო. ჩაასწორა ფლეშმა.
საქართველო
ნახე აბა შედი. მეცი ითამაშებს.
Gaguuu
ფლეშსკორზე აჩვენებს რომ ლორიანმა გადაასწრო და პლეიოფს ლორიანი ითამაშებს
სოსო
დაცვა!დაცვა და კიდევ დაცვა!რამდენი ქულა დაკარგეს,დაცვის სისუსტის გამო და ბოლოს,ლიგა 1-ს წევრობაც.გიორგი სხვა კლუბს ნახავს,მაგრამ მისთვის ასე კომფორტული გარემო,საეჭვოა სხვაგან კიდევ ჰქონდეს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა