კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა და ჯამში 14 გოლი გავიდა, თან ძალიან ლამაზი გოლებიც.

"გაგრამ" "თელავს" სძლია, ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს აჯობა და "იბერია 1999"-მა ბათუმში მოუგო მოქმედ ჩემპიონ "დინამოს".

გაგრა 2:0 თელავი

გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ "გაგრამ" 2:0 გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზეა, "თელავი" კი - მეცხრეზე.

ორივე გოლი ლამაზი იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ვაწაძემ ბრწყინვალე მაკრატელათი დააწინაურა "გაგრა". გუნდის კაპიტნის გოლი-მშვენება.

შეხვედრის ბოლოს კი გიორგი ხარებაშვილმა შორიდან ცხრიანში გაიტანა - 2:0. "გაგრას" ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს.

კოლხეთი 1913 2:5 ტორპედო

შვიდი გოლი ვნახეთ და შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი ტაიმის შუაში ელიტონ ჟუნიორმა შესანიშნავი ჩახვეული დარტყმით დააწინაურა "ტორპედო", ხოლო მერე ჟორჟინიომ გაზარდა სხვაობა და 0:2.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარებავამ საჯარიმო დარტყმით დაძაბა თამაში - 1:2. თუმცა ექვს წუთში "ტორპედოს" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით და სხვაობა ისევ ორბურთიანი გახდა. ეს იონსენის მერვე გოლია სეზონში.

მატჩის ბოლო წუთებში კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ ბრაზილიური გათამაშება: ელიტონ ჟუნიორის პასი და ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმა - 1:4. მერე კი პირესმა მილოშ ნინკოვიჩს გაატანინა...

ბოლოს ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ პენალტით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 2:5.

"ტორპედოს" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი 1913"-ს ოთხი თამაშია არ მოუგია და მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

დინამო ბთ 2:3 იბერია 1999

ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მეორე გოლი სულაც კაცნაკლულებმა გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ წააგეს 2:3. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ბოლო ხუთ შეხვედრაში სამჯერ დამარცხდა, მესამე ადგილზეა და უკვე 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ გორის "დილას"...

მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, გიორგი წიტაიშვილმა ოსტატურად დაამუშავა ბურთი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

მალევე, ბათუმელებს გაუძევეს ჟან ვიქტორი, რომელიც მოედნის ცენტრში ეუხეშა გიორგი კოხრეიძეს. არბუტრმა კონსტანტინე გიორგაძემ ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა ჟან ვიქტორს, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სტუმართა მალელმა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ დასწრებაზე ითამაშა და გაათანაბრა ანგარიში.

67-ე წუთზე ტურის კიდევ ერთი ლამაზი გოლი ვნახეთ: ბათუმელთა გარემარბმა პაატა ღუდუშაურმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.

ბათუმელები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ სასურველ ანგარიშს, თუმცა 89-ე წუთზე იბერიელთა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ ძლიერი დარტყმით გაათანაბრა - 2:2.

გამარჯვების გოლი კი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ნონიკაშვილმა დაბალი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს. ეს მისი მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 2:3. "იბერია 1999" მეორე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

გიზოგ
ბათუმის დინამო კარგად დაკოპლექტებული გუნდია და თავის სიტყვას იტყვის. ნუ ვართ სულწასულები, არავის არაფერს ვპატიობთ, ესაა ჩვენი დიდი მინუსი. ცოტა ხანში გუნდი ფორმაში ჩადგება და მაღალ დონეზეც ითამაშებს. მათი ხელმძვანელობის მოქმედებები არც მე მომწონს. ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ მსაჯი მოედანზე ხელშეუხებელია. თუ კი დააშვებს, მას ჰყავს მისი დამსჯელი. ასეთ უხეშ თამაშზე მე მხოლოდ გაძევებები მახსოვს.
ტორპედოს ფანებს!!!
ტორპედოს ფანებო ეხლა რო გამოხტით და წერთ ტორპედოს ვერავინ გააჩერებსო, უძლიერესი ლეგიონერები ყავსო, თქვენ არ იყავით 2 ტურის წინ რო ყველას გუნდიდან ყრიდით? თქვენ არ იყავით სეზონის დასაწყისში რო ამბობდით ივნისში უკვე ჩემპიონები ვიქნებითო? არ გინდათ რა ეს ტრაბახი. ესე იძახდნენ 3 წლის წინ ბათუმის ფანები რო ქართული ბაიერნი ვართ და ეროვნული ლიგის თამაშებს მოტივაციით ვეღარ ვუყურებთო, და რას თამაშობენ კი იცით. პრინციპში თქვენც იგივე დაგემართათ სამეულშიც არ ხართ.დ.დ.
xxx
რას პროფესორობ ისიც კი არ იცი რომელი გუნდები გადიან ევრო თასებზე, ან შენ რა იცი ვის რა რესურსი აქვს? გადახედე დილას შემადგენლობას და ერთ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ყავთ, ან საბურთალოს რა რესურსი არ აქვს მაგის დონის აკადემია არც დაესიზმრება ტორპედოს.
სიმართლე ნუ გაღიზიანებთ.
სხვები ხომ რას ამბობ დაგლიჯავენ. საშინელებაა ყველა გუნდი
სიმართლე ნუ გაღიზიანებთ.
სხვები ხომ რას ამბობ დაგლიჯავენ. საშინელებაა ყველა გუნდი
kvaxo
გააგდეთ ეს ფაშისტი უკრაინელი!
მერაბი
ბათუმის თამაში კატასტროფაა. ევროტურნირების დაწყებამდე გუნდი მოიშალა.თუ კვალიფიციური ლეგიონერები არ დაემატა, პირველივე წრეში ფიასკო გარანტურებულია!
რაბუ
ტორპედოს გამჩერებელი მართლა არავინ იქნება. შედიან ნელნელა ფორმაში და კიდე მაგარ ტრანსფერებს აანონსებს გუნდი. რავიცი რავიცი წარმატებები მაგას რა სჯობს
ეგრეა
მართალი ხარ თან ეგ კასრი გუშინ სიგარეტსაც ეწეოდა სათადარიგოთა სკამთან... სირცხვილია მართლა
Ბათუმს ქათქათას
რაო ბათუმელებო,აბა რას იტყვით როგორ არი თქვენი საქმეები? სად არის თქვენი გადატენილი ტრიბუნები?მოდას აყოლილი ხალხი დაიღალა სტადიონზე სიარულით? არ გაგიმართლათ ამ გორის დილამ?ალბათ უკვე ახალ გორის დილაზე ფიქრობთ?მეტი თქვენ რა შეგიძლიათ ფეხბურთში.მხოლოდ წუწკი მელიებივით ხართ ჩასაფრებული სხვა გუნდების საწვრთნელ ბაზაზე. გაიხსენეთ როგორც კი გორის დილა გადაიყვანეთ ბათუმის დინამოში მაშინვე გეუბნებოდით რო გაფარჩაკდებოდით.გეუბნებოდით არ გაგიმართლებდათ ეგ თქვენი უკრაინელი დემჩენკო,რომელსაც თავი ანჩელოტი ეგონა.უკრაინელი და კაცი ეს ისევეა ახლო ერთმანეთთან როგორც ორშაბათი და პარასკევი.დიდი ხანია გეუბნებით რო თქვენი ფანტაზიების დასარული იქნება ევროტურნირი,რომელზეც არნახულად გაფარჩაკდებით და დასრულდება დემჩენკოს ქართული მოღვაწეობა.
M-33
გიგაური თავისი ართმევებით მაგრად აკლდა ცენტრში ტორპედოს და მისი დაბრუნებით ასეთი "პრახადნოი დვერი" აღარ ექნებათ მასთან ერთად საყრდენ ზონაში, გუნდის ხუთივე გოლი ლეგიონერებმა შეაგდეს რაც ტურიდან-ტურამდე ადასტურებს ამ ტრანსფერების ხარისხს თან ესენი კიდევ მოუმატებენ უფრო კარგად შეთამაშდებიან და ფორმაში შესული ეს ფორმაციის ტორპედო არამგონია ე-ლიგაში ვინმემ გააჩეროს. ბათუმის ეხლანდელი ფორმა და თამაში კატასტროფას მოასწავებს დემჩენკოს ხელში ევროტურნირზე, ბერიძემ პრინციპში დაასუსტა გუნდი გაუშვა 3-4 გუნდის ლიდერი და მოყვარულები მოიყვანა მათ ადგილზე ექს გორელებმა არ გაამართლეს დინამოში ფაქტია ნუ დემჩენკოც ჩემის აზრით არაარის იმ გაქანების მწვრთნელი რაც გააპიარეს ეცროსაკვალიფიკაციოზე შარშან 2 ეტაპის გადალახვის შემდეგ დილასთან ერთად. ნუ დილას და საბურთალოს რესურსი უბრალოდ არ ეყოფათ მარათონულ ჩემპიონატში ესე გააგრძელონ მოგებები მაინც შეზღუდული საკადრო რესურსი აქვთ მათ ჩავარდნა მეორე წრის ბოლოდან უთუოდ დაეწყებათ მაგრამ ევროტურნირებზე ერთი ეტაპის გადალახვა ხელეწიფებათ. დინამო თბილისი შ.პ.ს. ცეხად აქცია ფიფიამ და ძნელია ამ გუნდზე რაიმე პროგნოზი გააკეთო მეხუთე ადგილი მაქსიმუმ ჩემპიონატში, ევროტურნირებზე კი ვფიქრობ კლაკსვიკი განმეორდება ვისაც არ უნდა შეხვდნენ. მიუხედავად 8 ქულიანი ჩამორჩენისა ვფიქრობ ტორპედო ამას მარტივად ამოქაჩავს მეორე წრეში ამ შემადგენლობითაც კი და აანონსებენ ტოპ ხუთ ლიგაში ნათამაშებ ლეგიონერების დამატებას და იმათთან ერთად ხომ საერთოდ პლიუს 8 ქულის აღმოფხვრა კი არა 8 ქულიანი ფორით იქეთ გახდებიან ჩემპიონები.
ტორპედო
ბათუმის დინამოს ხემძღვანელობა რატო ზის სათადარიგოთა სკამზე? და ყველა თამაშის მერე მსაჯებს მივარდებიან და საქმეებს ურჩევენ, სადმე გინახიათ რო პრეზიდენტი სათადარიგოთა სკამზე იჯდეს? ლაპორტა, პირესი, ან ბერლუსკონი, მორატი, რო სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო? საქართველოშიც არ ხდება მსგავსი რამე. ამას არ ჯობია კლუბის მართვა ისწავლოთ გორის იქით რო ვერ იყურებით? რანაირი გუნდი ხართ, ხემძღვანელობამ გუნდის მართვა არ იცის და გულშემატკივარმა ქართულ რეალობაში საუკეთესო მწვრთნელი გააგდეთ. ესენი ესე ამ გუნდს დაშლიან თორე ნახავთ თუ ესე არ მოხდეს.
ბაბა
ბათუმის დინამო არ გახვიდე ევრო თასებზე, ჯობია 3-0 წაგება ჩაგეთვალოს, თორე ვინც არუნდა შეგხვდეთ ნებისმიერი გაგხევთ შუაზე.
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს