საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციაში ქართველმა სპორტსმენმა ანა ტატიშვილმა 85-ედან 84-ე ადგილზე გადაინაცვლა
საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციაში ანა ტატიშვილმა 85-ედან 84-ე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამერიკელ ვანია კინგს, ჩვენებურსა და ავსტრიელ პატრისია მაირ-ახლაიტნერს 785-786 ქულით, შესაბამისად, 83-ე-85-ე ადგილები უკავიათ.

გასულ კვირას ტატიშვილმა ტორონტოს საერთაშორისო ტურნირის ( Western&Southern Open 2 050 000 დოლარი) საკვალიფიკაციოში ტაივანელი კაი-ჩენ ჩანი დაამარცხა - 6:3, 6:3, მეორე წრეში კი თავად წააგო 37-ე ადგილზე მყოფ ესპანელ მარია მარტინეს სანჩესთან - 4:6, 2:6, თუმცა იმ ერთი გამარჯვებით 12 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომელიც მომავალი ორშაბათისთვის დაერიცხება. 13 აგვისტოდან ანა ოჰაიოს შტატის ცინცინატის საერთაშორისო ტურნირში (ჭესტერნ&შოუტჰერნ Oპენ, საპრიზო ფონდი 2 050 000 დოლარი) აპირებს გამოსვლას, სადაც ისევ საკვალიფიკაციოდან ჩაებმება ასპარეზობაში.

კლასიფიკაციაში 275 ქულით 201-დან 211-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კარგა ხანია, ტურნირებში არ გამოჩენილა. 273 ქულით 4 საფეხურით (211-დან 215-მდე) ჩაინაცვლა მარგალიტა ჩახნაშვილმა. უფრო დიდი დანაკარგი აქვთ 294-ე ადგილზე მყოფ სოფიო შაფათავას (185 ქულა, 248-ე ადგილიდან) და თათია მიქაძეს (477-ე ადგილი, - 62, 75 ქულა).

რეიტინგში 9 საფეხური დაკარგა 80-ქულიანმა ეკატერინე გორგოძემ (456-ე), იმის მიუხედავად, რომ გერმანული პეჩინგენის ტურნირის საკვალიფიკაციოში ორი შეხვედრა მოიგო - ჩეხ ვერონიკა ზავოდსკასთან (6:4, 6:0) და ჩილელ დანიელა სეგულთან (6:1, 6:0), თუმცა ძირითადი ბადის სტარტზევე ფრანგ ოდრი ბერგოტთან დამარცხდა (6:2, 1:6, 2:6). გორგოძე ამჟამადაც გერმანიაში, ვერსმოლდის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მან ბრიტანელ ელეანორ დინს სძლია - 1:6, 6:3, 6:1. მისი მომდევნო მეტოქეა პოლონელი ანა კორჟენიაკი.

80 ქულით სოფიო ქვაცაბაიამ 466-დან 457-ე ადგილამდე აინაცვლა. წინა კვირას მან სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზა მე-2 ნომრად, ორი მეტოქეც დაამარცხა - იანინა კოლეტა (სლოვენია, 6:2, 6:1) და ნურია პარისას-დიასი (ესპანეთი, 6:4, 6:0) მესამე წრეში კი კრისტინა შაკოვეცთან (გერმანია, 7:6, 2:6, 4:6) წააგო. ამ უკანასკნელმა მომდევნო ორ მეტოქესაც სძლია და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

ქვაცაბაია სტამბოლშივე დარჩა და იქვე ისევ 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. სტარტზე ამჯერადაც სლოვენიელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება, ანია პრისლანს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურს შაკოვეცთან რევანშის შანსი მიეცემა, ცხადია, თუ გერმანელიც სამ ბარიერს გადალახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა