11-14 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ასაკის ძიუდოისტი გოგოებისა და ბიჭების გუნდები გამოვლენ
საქართველოს ჭაბუკთა ასაკის ძიუდოისტი გოგოებისა და ბიჭების გუნდები დღეს კიევში გაფრინდებიან, სადაც 11-14 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვლენ.

ბიჭების ნაკრების თავკაცმა გიორგი ვაზაგაშვილმა ამჯერადაც ორ-ორი შემადგენლობა შეარჩია, თუმცა ივნისში მალტურ კოტონერაში ჩატარებული ევროპის პირველობის შემდეგ ხუთი მონაწილე მაინც შეცვალა ფრიად წარმატებული გამოსვლის მიუხედავად.

ამჯერად გუნდის შემადგენლობა ასეთია: ზვიად ხუბულური, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 50), ივანე მამისაშვილი, გიგა აფაქიძე (ორივე - 55), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი (ორივე - 60), აპოლონ ზურაბიანი, გიორგი მუზაშვილი (ორივე - 66), ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე - 73), ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა კაპანაძე (ორივე - 81), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90), გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური (ორივე - +90). ამათგან ახალი კადრები კაციაშვილი, აფაქიძე, გოგოლაშვილი, კაპანაძე და ზაზა ხუბულური არიან.

ევროპის პირველობის გარდა, წლეულს ეს გუნდი ტრაბზონში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალშიც მონაწილეობდა. ამ სპორტსმენთაგან ორივე შეჯიბრება მხოლოდ ღვინიაშვილმა მოიგო, თუმცა უმეტესობამ ორივეგან მოიპოვა მედალი. მაგალითად, მამისაშვილმა ოქრო-ბრინჯაო ირგუნა, კირაკოზაშვილმა და ლაზუაშვილმა - ვერცხლ-ბრინჯაო, გუგავა ორივე ტურნირში მესამეზე გავიდა, ჩოჩელმა და თუშიშვილმა კი ევროპაზე მოიპოვეს ჯილდოები, შესაბამისად ვერცხლი და ბრინჯაო.

გოგოების შეჯიბრებაში გია თენაძის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება: გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57) და ანი მინდიაშვილი (63).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა