ევროპული საკლუბო ფეხბურთი სეზონს ასრულებს და გზას ევროპის ჩემპიონატს, შემდეგ კი კოპა ამერიკას უთმობს. ბოლო მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიც". საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, "დიეგო მარადონაზე" "ლეჩეს" უმასპინძლებს (20:00 სთ). მანამდე ცოტა ადრე (18:15 სთ) ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" და სეზონს "სელტასთან" სტუმრობით დაასრულებს. საქართველოს ნაკრების საჩემპიონატო განაცხდში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის მატჩებიც გველის...

"ნაპოლიმ" სეზონი ჩააგდო. მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ რუდი გარსიას ხელმძღვანელობით დაიწყეს. პრეზიდენტმა დე ლაურენტინსმა მას ბევრი დრო არ მისცა და ძველი ნაცნობი, ვალტერ მაცარი მოიწვია, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინა დღით სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელ კალცონათი ჩაანაცვლა. გუნდი ახლოსაც არ ყოფილა შარშანდელ სტაბილურობასთან, რგოლებს შორის სინქრონულ კავშირთან თუ დაცვაში საიმედოობასთან. ამ ფონზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ობიექტურად შეფასება რთულია. მას ისევ მშვენიერი სტატისტიკური მონაცემები აქვს, 11 გოლი, 6 შედეგიანი მოქმედება (ყველა ტურნირზე - 9), თანაგუნდელებისთვის ბევრჯერ შესრულებული ძალიან კარგი პასი, დრიბლინგები, კარისკენ დარტყმები და ეს გაძლიერებული მეურვეობის ფონზე, როცა ნახევარდაცვა მისთვის სივრცეების გათავისუფლებას ვერ ახერხებს.

დი ლორენცოს "გაზეტამ" "ინტერის" მაისური "ჩააცვა"

"კვარას" ჰქონდა ემოციური მომენტები, როცა მსაჯებთან შეკამათების გამო გუნდშიც დისკვალიფიცირებული იყო და ნაკრებშიც. შემდეგ ამაზე იმუშავა, შედეგიანობაც მოვიდა და უფრო მშვიდი გახდა. პრევიუში ამას ნაკლებად ვეხებოდით, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული ზეწოლა მის მიმართ სამშობლოდან, თითოეულ ქმედებაზე გამოხმაურება თუ ზოგჯერ პირიქით, არგამოხმაურებაზე მოქმედება. ხვიჩამ ჩვენი ფეხბურთის დიდი ხმაა და ჩვენი სიტყვა ევროპის ჩემპიონატზეც უნდა ვთქვათ!..

ვისთვის იქნება ეს მატჩი "ნაპოლის" რიგებში უკანასკნელი? პირველ რიგში, მწვრთნელ კალცონასთვის. რაც ნამდვილად ვიცით, პიოტრ ზელინსკისთვის. მას ახლა ტრავმა აწუხებს. წასასვლელადაა გამზადებული ვიქტორ ოსიმენიც, ტრავმირებულია მარიო რუი. წასვლაზე უჭირავს თვალი კაპიტან დი ლორენცოსაც. ცუდ ხასიათზე იქნება სპალეტის მიერ "სკუადრა აძურას" მიღმა დატოვებული მატეო პოლიტანო. იქნება ეს მატჩი ბოლო კვარაცხელიასთვის? მასსა და პსჟ-ზეც ბევრს წერენ...

"ნაპოლის" სეზონი ერთ ფოტოში...

რაც შეეხება ბოლო ტურს, "ნაპოლის" შანსი აქვს კონფერენს ლიგაზს მეცხრე ადგილითაც გავიდეს (კონფერენს ლიგის ფინალში "ფიორენტინას" შედეგს დაელოდებიან), მაგრამ ის ამ პოზიციასაც ვერ იკავებს და ახლა აქ საბა საზონოვის "ტორინოა" (ეს გუნდები პარალელურად ითამაშებენ). წარმოიდგინეთ, მოქმედ ჩემპიონებს საკუთარ მოედანზე უკვე სამი თვეა, არ მოუგიათ. პირველ წრეში ნეაპოლელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხვიჩამ კი ვიქტორს გაატანინა. რადგანაც რვა საუკეთესოში ვერ გადის, 2009 წლის შემდეგ პირველად, "ნაპოლი" ქვეყნის თასზე ადრეულ ეტაპზევე (აგვისტოში) ჩაერთვება. ბოლო ტურის დაპირისპირების მთავარი მსაჯი ფედერიკო დიონისი იქნება.

გაირკვა პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის გუნდის მეტოქუს ვინაობა. "მეცი" გავარდნისგან თავის დასაღწევად "სტ.ეტიენს" 30 მაისსა და 2 ივნისს შეხვდება.

26 მაისს (20:30 სთ) "ალკორკონს" დაუხვდება გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატს კი 2 ივნისს დაასრულებს.

26 მაისს (21:00 სთ) დაასრულებს სეზონს ევროპირველობისთვის ნაკრებში გამოძახებული ანზორ მექვაბიშვილი. მისი "კრაიოვა" კონფერენს ლიგაზე გასასვლელ ფინალში "კლუჟს" შეხვდება. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კლუბს მეორე ნაწილში შეუერთდა.

27 მაისს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს საბა კვირკველიას (უკანასკნელ ტურში ზურგის ტკივილის გამო შეცვალეს, მაგრამ სერიოზული არაფერია) "ალ ახდუდი". ისინი გავარდნისთვის მთავარ მოწინააღმდეგე "ალ ტააეს" ესტუმრებიან (22:00 სთ), მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი.

პირველ ივნისს მთავრდება ირანის ჩემპიონატი, გიორგი გველესიანი და "ჯვაროსნებს" შემდეგ შეუერთდება; 2 ივნისს თასის ფინალი აქვს აზერბაიჯანში "ყარაბაღს" ("ზირასთან") და მეკარე ლუკა გუგეშაშვილი შემდეგ თავისუფალი იქნება.

აშშ-ში ჩემპიონატი გრძელდება, მაგრამ მისი შეწყვეტა მოუწევს საბა ლობჟანიძეს; 2 ივნისის შემდეგ ეროვნული ლიგაც დაისვენებს, სადაც გიორგი ლორია და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ.

ნელ-ნელა ნაკრებსა და ევრო 2024-ზე სრულად გადავერთვებით!

აი ბაჯაღლო…
რობი
მიდი ხვიჩუნეზე ამჯერზე ჰეტრიკით გაგვახარე :)
ბუჯანგა
ატალანტას შანსი აქვს მესამე ადგილისთვის იბრძოლოს და ორი ტამაშის მოგებით იუვენტუსს გადაუსწროს..არ მგონია ტორინოსთან დათმოს თამაში..ნაპოლიმ კიდევ ბოლო თამაში უნდა მოიგოს..
მე-9 ბლოკის თაობა
პსჟ არა და სხვა სადაც გინდა. ჩვეულებრივი ოცნებების სასაფლაოა.
დავით-ს
კაცურად, სხვა კომენტარი არ გაქვს? ხო, ჯერ ევრო იწყება და მეორე დილითაც რომ იწყებოდეს, კოპა მერე მოჰყვება. ზედმეტად შინაარსიანი სტატიაა ამ კომენტარისთვის
დავითი
ამერიკა რატომ გრძელდება? კოპა ამერიკა იწყება თითქმის იგივე პერიოდში
დავით 67
ლეჩესთან თამაში არაფერს წყვეტს. სჯობია ხვიჩა საერთოდ არ დააყენონ სასტავში. ჩვენ 18ში გვჭირდება. არაფერი დაუშავდეს ხვალ, ამიტომ ვამბობ

რაო სანაიამ წავიდესო?
Devi
Tu vinmeyavs myidveli jobia wavides kvara. Eg kaci mwvrtnelistvisac verimetebs fuls ro shedarebit mcodne moiyvanos. Fexburtelsac moijareebs edebs imashic arunda fuli gadaixados da egre gundi rogorwaiwevs wi??? Aramgonia momavali sezonidanac sheicvalos napolishi didad saqme.
givi-ს
კვირკველია ზურგის ტკივილის გამო შეცვალეს
რეალობა
დი ლორენცომ ოფიციალურად მოითხოვა, რომ ტრანსფერზე დააყენონ.
რეალობა
Gazzetta dello Sport: აურელიოს უნდა, რომ ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ახალ კონტრაქტში იყოს 150 მილიონი ევრო.
ადმინი
26 მაისი წერია არაერთ ადგილას (ბევრი თამაშია მაგ დღეს), ერთგამ ივნისი ეწერა, ვიღაცამ აღმოაჩინა და ახლა ელის, გმირად როდის შევრაცხავთ.
მწვრთნელს
ფიორენტინას მაინც ვერავინ ეწეოდა, თუ მაგთ მოიგეს კონფერენს ლიგა, ევროპა ლიგაზე გაფავლენ და მეცხრე გავა კონფერენსზე, მაგრამ მანდაც არაა ნაპოლი, როგორც წერია. ამას მიზერულ შანსს თუ დავარქმევთ
Givi
გუშინ კვირკველიამ არაბეთში ტრავმა მიიღო და მე 18 წუთზე შეცვალეს, ხომ არ იცით რა მოუვიდა?
სოსო
ასე მგონია,ნაპოლიმ ევროთასებისთვის,დემონსტრაციულად არ იბრძოლა.ეს იყო ფეხბურთელების პასუხი,დე ლავრენტისის მათ მიმართ დამოკიდებულებაზე,ჩემპიონად გახდომის შემდეგ.დაუფასებლობა დაინახეს და მომდევნო სეზონში,მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობენ.მხოლოდ კვარა არ არის შეურაცხყოფილი.ეტყობა მთელი გუნდი ასეა,თორემ სეზონის მეორე ნახევარში,დი ლორენცოც კი აღარ თამაშობს.ასეთი კვალიფიკაციის ფეხბურთელი,ასე არ ამოვარდებოდა ფორმიდან.
მწვრთნელი
ღვთისავარ, გუშინ ფიორენტინამ კალიარის გასვლაზე მოუგო 3-2 და ვერც ტორინო და ვერც ნაპოლი ვეღარ დაეწევა (კიდევ გაგდადებული ტამაში აქვს ფიორენტინას ატალანტასთან მარაგში)! ფიორენტინამ თუ მოიგო 29-ში კონფერენს ლიგა, როგორც ატალანტამ ევროპის ლიგა, აი მაგ შემთხვევაში რა ხდება ეგ გაგვარკვიე, თუ შეიძლება!
რეალობა
აურელიოს დაბადების დღეა. 75 წელი შეუსრულდა.
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
რას გადაწყვეტს ირაოლა და მამარდაშვილი? - ქართველი გუნდთან ერთად აშშ-ში მიდის
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მისი ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა