სახელგანთქმული ამპუტანტი მორბენალი ოსკარ პისტორიუსი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია შეყვანილი
სამხრეთ აფრიკის მძლეოსნობის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელგანთქმული ამპუტანტი მორბენალი ოსკარ პისტორიუსი შეყვანილია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც კორეის ქალაქ ტეგუში მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ივლისში, იტალიის ქალაქ ლინიანოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 24 წლის პისტორიუსმა 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმატივი ჩააბარა. ოსკარს 45.25 წამში უნდა გაერბინა ერთი წრე, მაგრამ მან ეს 45,07 წამში მოახერხა, არადა, აქამდე მისი პირადი რეკორდი 45,61 წამს უდრიდა.

რამდენიმე წლის წინ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ აუკრძალა პისტორიუსს ჯანმრთელი მძლეოსნების გვერდით გამოსვლა. მაშინ ფედერაციის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ სპეციალური პროთეზები, რომელსაც სამხრეთაფრიკელი იყენებს, სხვა მორბენლებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მას. ოსკარმა აპელაცია შეიტანა და საქმე მოიგო. ის 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ნორმატივი ვერ შეასრულა.

ტეგუში პისტორიუსი 400 მეტრზე ინდივიდუალურ გარბენში მიიღებს მონაწილეობას, გარდა ამისა, 4ხ400 მეტრზე ესტაფეტის გუნდშიც არის შეყვანილი. სულ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 26 სპორტსმენია, მათ შორის სკანდალურად ცნობილი კასტერ სემენია, რომელსაც ტიტულის დაცვა უწევს 800 მეტრზე სირბილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"