12-23 აგვისტომდე გასამართ მსოფლიოს უნივერსიადაში საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას
გუშინ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ჩინურ შენჩჟენში გაემგზავრა, სადაც 12-23 აგვისტომდე გასამართ მსოფლიოს უნივერსიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენს გუნდს ივერი ჯიქარაული უხელმძღვანელებს, რომელმაც ჩინეთში ეს შემადგენლობა წაიყვანა:

პაატა მერებაშვილი (60), გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი (73), დავით კარბელაშვილი (81), ბეთქილ ნავერიანი (90), იოსებ მსხალაძე (100) და არჩილ საღინაძე (+100).

ამათგან ყველა საქართველოს უნივერსიადის ჩემპიონია ავალიანისა და მსხალაძის გარდა - პირველმა იქ ზედა წონაში იასპარეზა და მეორეზე გავიდა, მსხალაძეს კი უნივერსიადაზე საერთოდ არ უჭიდავია. ავალიანი ერთხანს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატადაც განიხილებოდა, მაგრამ მოულოდნელად იქაური სიიდან ამოიღეს და უნივერსიადაზე გაუშვეს, ოღონდ თავის ძველ წონას დაუბრუნეს.

ბოლო დღეებამდე გაურკვეველი იყო ლიდერის საკითხი თავად 81-შიც. თავიდან აქ ლევან წიკლაური განიხილებოდა (!), მაგრამ როცა ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი ბაინდურაშვილი დაშავდა, მწვრთნელებმა ამათ შორის როქის გაკეთება განიზრახეს, მაგრამ ბაინდურაშვილის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. დღეს ის მთავარ ნაკრებთან ერთად იტალიაში კი იმყოფება შეკრებაზე, მაგრამ ეს უფრო იმ გათვლაზეა აგებული, რომ ეგებ მსოფლიომდე დარჩენილ დროში მოასწროს სრულად გამოჯანმრთელება, ამასობაში კი წიკლაური ეროვნულ ნაკრებს შემორჩა, კარბელაშვილი - სტუდენტურს.

თავდაპირველი გეგმით, ჩვენი გუნდი ჩინეთში ორ დღეში უნდა გაფრენილიყო და არა - გუშინ, მაგრამ ისინი შეჯიბრებას 12-შივე იწყებენ და აკლიმატიზაციას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს დაგეგმილზე ადრე წასვლა, რასაც ხელმძღვანელობაც გაგებით მოეკიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SpurS
აუ ვინმემ დამიტოვეთ რა თუ შეძლებთ აქ განრიგი ვინ როდის ჭიდაობს... მაგრა გთხოვთ რა.... და სად შევძლებ ვუყურო?!
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ