თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. ბოლონიელების მეტოქე "ვენეციაა", რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ძალინ მხირე აქვს. სერიის პირველ მატჩში ბოლონიელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და "ვენეცია" ოვერტაიმში – 103:89 დაამარცხეს.

არადა, "ვირტუსი" კომფორტულად იგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით იგებდნენ და თითქოს იოლი გამარჯვება უნდა ეზეიმათ, თუმცა, სტუმრებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს. იქ "ვირტუსმა" უკვე ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და დამატებით ხუთწუთეულში მეტოქე 17:3 გაანადგურა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მარკო ბელინელიმ, რომელმაც ძირითადი დროის ბოლოს სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ოვერტაიმში კიდევ 2 სამიანი მიითვალა და ვენეციელებს ყველა იმედი გადაუწურა.

ოვერტაიმში 5 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ და გამარჯვებაში სოლიდური წილი შეიტანა. მთლიანობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა. თოკო სასტარტოში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მხოლოდ იტალიელ ვეტერან მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც 25 წუთში 26 ქულა ჩააგდო, მათ შორის, 9-დან 7 სამქულიანი.

ნახევარფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 26 მაისს ისევ ბოლონიაში შედგება, ფინალის საგზურისთვის კი 3 თამაშის მოგებაა საჭირო. ისიც ვთქვათ, რომ მე-2 ფინალისტის ვინაობა "მილანისა" და "ბრეშას" სერიაში გაირკვევა.

GBF.GE

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა