ხორვატებს ირლანდიასთან აქვთ ამხანაგური შეხვედრა, ოღონდ დაბრუნდება თუ არა მოდრიჩი შეკრებიდან "სფურზის" ბაზაზე, კაცმა არ იცის
როდესაც "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელმა, 30 წლის პიტერ კრაუჩმა დაინახა, როგორ ითამაშა მისმა ხორვატმა თანაგუნდელმა, 25 წლის ლუკა მოდრიჩმა ბილბაოს "ატლეტიკთან" ამხანაგურ შეხვედრაში, თავი ვეღარ შეიკავა და მას გუნდში დარჩენა სთხოვა.

მოგეხსენებათ, მოდრიჩს "ჩელსი" ეპატიჟება. "ლურჯები" ხორვატის სანაცვლოდ "სფურზს" 30 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ჩრდილოლონდონელები გამთამაშებლის გაყიდვას ცოცხალი თავით არ აპირებენ.

ოთხშაბათს, მოგეხსენებათ, სანაკრებო დღეა. ხორვატებს ირლანდიასთან აქვთ ამხანაგური შეხვედრა, ოღონდ დაბრუნდება თუ არა მოდრიჩი შეკრებიდან "სფურზის" ბაზაზე, კაცმა არ იცის.

"დეზებისა" და ბასკების თამაში "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა. "ტოტენჰემმა" 2:1 მოიგო. მოდრიჩი ამ შეხვედრაში სათადარიგო გახლდათ და მოედანზე გვიან შევიდა, ხოლო, როდესაც ფეხბურთელი საქმეში გვიან ერთვება და თამაშის მსვლელობაზე გავლენას ახდენს, ყოველთვის ეფექტურია. კრაუჩმა თქვა:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ლუკა დარჩება. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს".

"ატლეტიკს" გოლები კრაუჩმა და ჯერმაინ დეფომ გაუტანეს, ანგარიში კი ბილბაოელმა მიკელ სან ხოსემ გახსნა.

თუმცა, "ტოტენჰემ ჰოთსპური" სხვა პრობლემის წინაშეც აღმოჩნდა: ჯერ გადასაწყვეტია, ჩატარდება თუ არა პრემიერლიგის პირველი ტურის თამაში "ევერტონთან", შაბათს, "უაით ჰართ ლეინზე". საქმე ის გახლავთ, რომ ეს სტადიონი დაახლოებით ერთ კილომეტრშია პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც გასულ უქმეებზე დიდი რბევა და არეულობა მოხდა: პოლიციელებს ოპერაციის დროს, სროლისას 29 წლის მარკ დაგანი შემოაკვდათ, რამაც უბნის მოსახლეობა განარისხა და ქუჩა საშინელ დღეში ჩააგდეს.

დემონსტრანტები პოლიციის მანქანებს თავს დაესხნენ. 8 პოლიციელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. თავის მხრივ სპეცრაზმმა 48 დემონსტრანტი დააკავა. არეულობამ ისეთი შემაშფოთებელი მასშტაბი მიიღო, რომ "სანის" ცნობით, დამრბევთა შორის 7 წლის ბავშვებიც კი შეამჩნიეს. რამდენადაც ცნობილია, არეულობები კიდევ არის დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა