ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი ზარიას "კაირატი" ქვედალიგელ "აკჟაიკს" დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა.

კაირატელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 28 წუთი ითამაშა და 79-ე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩვენებურის გუნდმა სოციალურ ქსელში ზარიას ულამაზესი ფინტის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქართველი ნეიმარის სტილში აკეთებს და ამ ვიდეოს უამრავი მოწონება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა. მეტოქე გუნდის მე-7 ნომერი ბეკზატ იმანგაზეევი ზარიაზე ძალიან უხეშად წავიდა და ჩვენდა საბედნიეროდ, მისი მოქნეული გაშლილი ფეხი გიორგის ასცდა.

იმანგაზეევის ამ მოქმედებით ყაზახი გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და კომენტარებში წერენ, რომ ასე შესაძლოა, მას მეტოქისთვის ფეხი მოეტეხა, მსაჯმა კი ეს ეპიზოდი გაატარა. მისი მხრიდან ეს ერთგვარ შურისძიებად აღიქვეს.

ლუკა
ჩემ ბავშვობაში ჩვენ სტადიონზე ალბათ ბავშვების მესამედი მაინც წარმატებულად ასრულებდა ამ ფინტს
მანდაც სკამზე ზის
შეცვლაზე შევიდა ბოლო 29 წუთიო
კარგით რა
დაანებეთ ზღაპრებს თავი. მესხის ფენტი სხვა არის. დევს იუთუბზე ვიდეო იმ ფინტის.
ჟორა გაბრიჭიძე
ეს მესხის ფინტია და ყველა ქარველი ბიჭი ფეხბურთის ანბანს ამ ფინტით იწყებს. პირადად რამდენიმეჯერ მაქვს ნახული სტადიონზე მესხისგან გაკეთებული.
Ნიკოლოზი
გუცაევი აკეთებდა მაგ ფინტს
Levani
ნუ გგონიათ ასარჩევად ჰქონდა -ბოლონია,რენი,ტვენტე და კაირატში წავიდა. ალბათ იყო ასეთი არჩევანი ბატე(სინჯები),უნგრული ქიშვარდა(800€ და უფასო კვება) და ქაირათი ასე 15-20 000 ხელფასი. ხოდა თუ ასე იყო მაშინ სწორად გადაუწყვეტია
გიორგი 11
ყოჩაღ ზარია! წარმატებები! ფეხბურთი ლამაზი ფინტებით ფასობს და არა უხეშობით!

არიქა ნაკრებში უკრან თავი
Asea
ზარიას უახლოესია უეჭველი ამ სტატიის ავტორი ან ფინანსური სარგებელი ნახა..
სოსო
ნეიმარმა, ბარსელონაში თამაშის დროს,ეგ ფინტი ერთად ერთხელ გააკეთა და ბეწვზე გადაურჩა ცემას.მეტოქის ფეხბურთელებმა,საცემად გაიწიეს,მეტოქისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო.კარგად მახსოვს,ბარსელონას მწვრთნელმაც ნეიმარი გაამტყუნა,არ შეიძლებაო,მცველის ასე მასხარად აგდება და ბოდიშიც მოიხადა.მაგ ილეთს,ალბათ ფეხბურთის შექმნის დღიდან აკეთებენ,მაგრამ მაგ ინციდენტის შემდეგ,ნეიმარისაგან მსგავსი თამაში აღარ მინახია.არადა,ტექნიკურად ადვილი შესასრულებელია და ბავშვობაში ალბათ ყველას შეუსრულებია. ვერც მაშინ გავიგე და არც ახლა მესმის კარგად,მოულოდნელობაზე დამყარებული მეტოქის მოტყუების ეს მეთოდი,რატომაა შეურაცხმყოფელი.გამოდის რომ თავდამსხმელმა, მცველის მოტყუება არ უნდა სცადოს?მესხის ფინტის დროს,მცველები თავდაყირა ეცემოდნენ მოედანზე და ალბათ თოფს ესროდნენ,დღეს რომ გაეკეთებინა. ყიფიანი და გუცაევი,აღიარებული დრიბლიორები იყვნენ,აი რეზო ჩელებაძე კი,არასოდეს ფინტაობდა და ერთ მატჩში,ჰეთ თრიკი რომ შეასრულა,მატჩის ბოლოსკენ,მარჯვენა ფლანგზე მისკენ გაგზავნილ მაღალ პასს,თავით რომ ვერ წვდებოდა,მასზე გადაცდენილ ბურთს,ქუსლით მისწვდა,წინ გადმოიგდო და ერთბაშად ორი მცველიც ჩამოიშორა.ჩელეს,დინამოში ეგ ერთადერთი ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული,ეგ მახსოვს,მაგრამ ის გატანილი გოლები,როგორ გაიტანა,საერთოდ აღარ მაქვს მეხსიერებაში და მხოლოდ ის ულამაზესი ფინტი მიდგას თვალწინ,იმ მატჩიდან.ეს არის,სილამაზე!
დიმო
გამზადებულ კონტრაქტებს უდებენ ევროპული გუნდები და ზარია არ აწერს ხელს , თურმე იძახის: ყაზახეთში მინდა დარჩენაო
ლაშა
ხოდა წადი ბაბა ნორმალურ ტოპ ლიგში! კოჭებში კი გერტყობა სიძლიერე და წარმატებები მისურვებია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სანაკრებო კარიერაში!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ "კაირატი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დაცინვად და შეურაცხყოფად აღიქვეს - ყაზახეთში ნახევრად შიშველი "სამი ბორატი" დააკავეს