MLS-ის მე-17 ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით "ფლორიდელების" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობაში დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.

ჭიჭიკო
ლობჟანიძემ (რაჭველმა) ორი გაიტანა და მესიმ ერთი - დასკვნა თქვენ გააკეთეთ
კიეზა
როგორც ყველა ქართველს ფეხბირთელს..ასე მგონია საბასაც არ ყავდა კარგი აგენტი..თორემ ისეატი კლასი აქვს..ტოპ 5 ში უნდა ეთამაშა უეჭველი..ცოდოა ამ ლიგოსათვის ჯერ კოდევ ახალგაზრდაა..წარმატებები მას და ნაკრებს..კარგია რომ ყბელა ფორმაშია
სოსო
ნიკა,ლობჟანიძის გოლების ინტერესი რომ არ მქონოდა,ვნახავდი,ან წავიკითხავდი?სტატიის სათაურის გამო ვნახე,რა თქმა უნდა,თუმცა მლს-ის რამდენიმე მატჩი მაქვს ნანახი და აქ ნანახთან ერთად,ის შთაბეჭდილებებიც გავაერთიანე.საიდანაც საბამ გაიტანა,ასე თავისუფლად რომ მიგიშვებენ,საბა კი არა,მასზე გაცილებით დაბალი კლასის ფეხბურთელიც გაიტანს.მაგას ვჩივი,თორემ მესის,სუარესის და თუნდაც საბას კლასში კი არ შემაქვს ეჭვი.სპორტი მაშინაა საინტერესო საყურებელი,როცა მეტოქეც შესაფერისი დონისაა.ეს ხომ აქსიომაა.დიდი დინამოს წლებში მომიწია სტუდენტობა და დინამოს სტადიონზე,სსრკში ყველაზე მაღალი დასწრება იყო ყოველთვის,თუმცა როცა დუბლებს,ძლიერი დუბლშემადგენლობის მქონე გუნდებთან ჰქონდათ შეხვედრა,მათ თამაშზე უფრო მეტი მაყურებელი მიდიოდა,ვიდრე ზოგიერთი აუტსაიდერის,ძირითად შემადგენლობასთან თამაშის დროს.
გიონატ
საბამ მართლა ძალიან ლამაზი გოლები გაიტანა, მაგრამ თამაშის ტემპს, რომ დააგვირდე რავიცი, ტოპ ლიგებზე არც მაქვს ლაპარაკი აბათ ტურქეთის და საბერძნეთის ჩეპიონატში გაცილებით მაღალი ტემპია და ასე არც არავინ დაგარტყმევინებს.
nika
ტროლი რა შუაშია მეგობარო? ქართველმა გაიტანა ლამაზი გოლი და იმის ნაცვლად, ამის შემყურე ქართველს უხაროდეს, სიამოვნებდეს და ამაზე ამახვილებდეს ყურადღებას, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, დაცვა არ უვარგა მეტოქესო. ამას ხომ ისედაც ყველა ვხედავთ, სულელი აქ არავინ არაა, მაგრამ რა დროს ეგაა? ნიუ-იორკი რომ შეხვდება მაიამის, მერე ვილაპარაკოთ დაცვაზე
ქართველი
მეტი რა ქნას ? მესის გუნდს ორი ულამაზესი გოლი გაუტანა
გიას
ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ გაკვრით მაქვს გაგონილი, მგონი ფრინველი ფლამენგო არის მაგ ქალაქის, შტატის სიმბოლო და ვინაიდან ეგ ფრინველი შეფერილობით არის მოვარდიფერო, აქედან მოდის ეგ შერჩეული საფეხბურთო ფორმების ფერიც. ვინმემ თუ ზუსტად იცით, შემისწორეთ.
ლაშას
კი მარა ვის მაგივრად?
გიორგი
ადამიანი წერს ნამდვილ ფეხბურთს ვცემ პატივსო და დიზლაიქებს ადებენ ტროლების არსებობა არ მეჯერა ეხლა კი მგონია ვცდებოდი.
ლაშა
აი ყოჩაღ საბა, ნამდვილად ძირითადი შემადგენლობის ღირსი ხარ ნაკრებში!
რეზო
რანაირ ვიდეოებს დებთ რა არის. დამაწყდა ნერვები და თვალები
რეალობა
გეთანხმებით. Like-ს დავაჭირე. მაგრამ მაინც კარგი გოლები გაიტანა საბამ. კარგ ფორმაშია.
გია
რას ვიზავთ ფეხბურთია, ხან წავაგებთ ხან მოვიგებთ. მაიამის დაცვა მართლაც სუსტია, თავდასხმა ძლიერი. რაც შეეხება ლეო მესის, მისი თამაშის ყურება არასოდეს მომწყინდება! ერთადერთ რასაც ვუსურვებ ლეოს გუნდს, ვარდისფერი ფორმების შეცვლას, (მეორე გასვლით ფორმას არაუშავს) რატომ ჩაიციკლნენ ამ ფერზე, ვერ ვგებულობ.
სოსო
ამერიკელებმა,რინგზე ბრძოლიდან,"რასტლინგი" გააკეთეს და ამას,დიდი სიამოვნებით უყურებენ.მგონი ფეხბურთიც ასევეა.ფეხბურთიდან "სოკარი" გააკეთეს.მსოფლიოს დონის ფეხბურთელები მიჰყავთ და ეზოს გუნდი რომ ითამაშებს,იმაზე უნდილი დაცვით ხვდებიან.საჩვენებელი მატჩი მინახია,მაგრამ ეს უკვე, საჩვენებელ ჩემპიონატს ჰგავს.მესი და სუარესი გიგანტები არიან,მაგრამ ასე უბრძოლველად რომ გაატარებ მას თუ სხვას,გაიტანენ,აბა რას იზამენ.კარგია მურაბა,მაგრამ ნამეტან შაქარს თუ დააყრი,ჩაშაქრდება და ისეთი გემრიელი აღარ არის.ეს ფეხბურთიც ჩაშაქრებულია!მესის კიდევ ნახვა,როგორ უნდა მოგბეზრდეს,მაგრამ ასეთი ფეხბურთი აღარ მინდა.ამერიკელებმა,თავისი საქმისა თვითონ იციან,ჩემთვის კი,საინტერესო აღარ არის.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
[VIDEO] მესიმ ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი ფულადი ჯარიმით დასაჯეს
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში