"ბარსას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი დაბრუნდა ესპანეთში და ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად შეუდგა
"ბარსას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი დაბრუნდა ესპანეთში და ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად შეუდგა.

სამწვრთნელო შტაბის ცნობით, ბუნებრივია ის არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ 14 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დანიშნული ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩისთვის მზად უნდა იყოს. ეს ამოცანა არც ისე რთული უნდა იყოს, რადგან ლიონელს შვებულებისას დრო უქმად არ დაუკარგავს. მისმა ფონდმა საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თავად ვარსკვლავმა კი ჩვეულ დონეზე ითამაშა და თავის გუნდს დუბლით შეეწია.

კოპა ამერიკაზე "ბარსამ" ლიონელის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მიავლინა, მათ შორის ხავიერ მასკერანო, ადრიანო და ალექსის სანჩესი. უფრო სწორად ეს უკანასკნელი ჩილეს ნაკრებში "უდინეზემ" გაუშვა, მაგრამ შვებულება მან როგორ "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ისე დაასრულა. ამ სამ ფეხბურთელს აქამდე გუნდის არც ერთ შეკრებაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, სწორედ გუშინდელი დღიდან მოყოლებული მიეცემა ხოსეპ გვარდიოლას პირველად იმის ფუფუნება, რომ ვარჯიშები სრულ შემადგენლობასთან ერთად ჩაატაროს.

სწორედ სუპერთასი და მომავალი "კლასიკოებია" ის მთავარი თემა, რითაც ესპანური სპორტული თემა სუნთქავს. ამაზე ლაპარაკით ითქვამენ სულს თავად ფეხბურთელებიც. "ასმა" დავიდ ვილიას ინტერვიუ სთხოვა და სხვა საინტერესო თემებთან ერთად "რეალთან" მომავალ შეხვედრებზეც დაეკითხა.

აი, რას ამბობს "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:

"ამ მატჩისთვის სრული კონცენტრაციით ვემზადებით. თქვენ იცით, რომ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გაირკვევა. ბუნებრივია, ამისთვის სერიოზული ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო. ორივე გუნდი სეზონისთვის თავისი გეგმის მიხედვით ემზადებოდა. ჩვენ მათი მზადება არ გვაინტერესებს, მთავარია კონცენტრაცია ჩვენს მიზნებზე გავაკეთოთ. ვიცი, რომ ჩემს თითოეულ თანაგუნდელს ძალიან უნდა ამ ტიტულის მოგება".

მთავარი პრობლემა, რაც "ბარსას" შეიძლება "რეალთან" შეექმნას, ეს ჩავი ერნანდესის ტრავმაა. გუნდის ულაპარაკო ლიდერმა კოჭის მყესები დაიზიანა და საეჭვოა უახლოეს დღეებში მწყობში ჩადგომა მოახერხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...