პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენთან“ ფრეს დასჯერდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა.

„მეცს“ პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული და დიალოს მე-5 წუთზე გაძევების გამო უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, მასპინძლებმა შეუტიეს და კამარამ დააწინაურა. შემდეგ მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა, კარდონამ წააქცია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში თავად დაზარალებულმა მოიყვანა. თუმცა, მალე პეტრომ ანგარიში შეამცირა.

თვალსასეირო თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და მასონმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა, მასონის პროვოკაციულ საქციელს გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომლებიც სტუმარ ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. „მეცს“ კაცნაკლულობა დაეტყო, თავს იცავდა, ერთ ეპიზოდში მეკარე ოკიჯამ იხსნა და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში „მეცმა“ კარგი შანსები ვერ გამოიყენა - ვან დენ კერკჰოფის ქუსლით დარტყმული ბურთი მეკარე ლარსონერიმ მოიგერია, ხოლო ატას მცველმა დაუბლოკა. ბოლოს ოკიჯას ვაჯიმ გაუტანა, 2:2, "მეცი" ლიგა 2-ში გავარდა, "სენტ-ეტიენი" კი ლიგა 1-ში დაბრუნდა.

თუმცა, გიორგი დიდი ალბათობით სხვა გუნდში გადავა და ქვედა დივიზიონში ასპარეზობა არ მოუწევს. მან გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეცი. „სენ სიმფორიენი“

მეცი - სენტ-ეტიენი 2:2 (ძირ. დრო 2:1)

გოლები: 1:0 კამარა (17), 2:0 მიქაუტაძე (25, პენ), 2:1 პეტრო (35), 2:2 ვაჯი (117)

გაძევება: დიალო (5, მეცი)

სოსო
ყოველთვის თვალში საცემი იყო,მეცის ფეხბურთელების მიერ,თამაშის ცუდი წაკითხვა.მოაზროვნე ფეხბურთელების კატასტროფული უკმარისობაა,გუნდი ისევ ლიგა 2 ში რომ გადააგდო.პირველ თამაშში,შეტევისკენ არც გაუხედიათ და მხოლოდ ბურთის დაჭერით ცდილობდნენ,სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას.ჩემპიონატში რამდენიმე თამაში,სწორედ ამის გამო წააგეს,მაგრამ აქაც იგივე შეცდომა გაიმეორეს და ისევ წააგეს.განმეორებით თამაშშიც,მოხერხება ხომ უნდა,უკვე მესამე წუთზე აიკიდეს წითელი ბარათი,თანაც სრულიად არასახიფათო სიტუაციაში და მიუხედავად იმისა,რომ გუნდი მაინც ორი გოლით დაწინაურდა,ძალები არ ეყოთ,სასურველი შედეგის მისაღწევად.გიორგი თავისი გუნდის ლიდერი იყო,მთელი თამაშის განმავლობაში,მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.მის გარეშე,მეცი ნამდვილად არ იყო,ლიგა 1-ის დონის გუნდი.იმედია ჟორჟიკას გაყიდვით ნაშოვნი ფული,გუნდს ისე გააძლიერებს,კვლავ დაბრუნდება პირველ ლიგაში.რომ გაიყიდება,მაგაში კი,საეჭვო არაფერი მგონია.ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,მისი ფასი,კიდევ უფრო აიწევს და უკეთეს გუნდსაც მოძებნის.იმედია აიაქსივით შეცდომას არ გაიმეორებს.
სოსო
თუ სეტანტაზე უყურე,იქ რუსული რეპორტაჟიც ქართველებს მიჰყავთ,თუმცა გაცილებით უკეთესი პროფესიონალები არიან და სწორედ იმ აწიოკების შემდეგ,რეპორტაჟი,რუსულ ენაზე გადავიყვანე და ასე ვუყურე,ბოლომდე.არ შეიძლება ასე კომენტატორობა,როგორც ეს ბიჭები აკეთებენ.ბიჯო,ეროსი მანჯგალაძე მახსოვს,კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი.ეროსი და ნუგზარი,თქვენზე მეტად თავგადაკლული ნაციონალისტები იყვნენ და სხვა თუ გვჯობნიდა,გიჟდებოდნენ,მაგრამ მეტყველების კულტურა,არასოდეს ღალატობდათ და ამით,მსმენელებს სცემდნენ,პატივს.მხოლოდ ქართული და რუსული ენა ვიცი,თამაშებს მეტწილად ლაივბალზე ვუყურებ და ზოგჯერ რა ენაზე საუბრობენ,იმასაც კი ვერ ვიგებ,მაგრამ ისევ მათი მოსმენა მირჩევნია,ზოგჯერ ისე გამოვყავარ წყობილებიდან ქართულ კომენტარს.არ შეიძლება კომენტატორი ისე ყვიროდეს,როგორც ტრიბუნაზე მჯდომი გულშემატკივარი.
xuta
არ გავჩერდები! მერამდენედ ვამბობ, ნაცნობ-მეგობრობით ქუჩიდან აყვანილმა ჩვენმა კომენტატორებმა არ იციან, რომ, სულ ცოტა, ნეიტრალურები უნდა იყვნენ "კომენტატორობისას". ეს რამხელაზე იკივლეს სიხარულით გადარეულებმა, როცა "მეცს" გადამწყვეტი გოლი გაუტანეს. რუს კომენტატორებს მაინც მოუსმინეთ და ისწავლეთ როგორ უნდა რეპორტაჟის წაყვანა. თფუი!
serxio
მეცში დარჩება. რეალოგას შეხედეთ, ნუ ფანტაზიორობთ!
მერაბი
მონაკო საუკეთესო ვარიანტია!
Maradona
პრესაში იწერება, რომ გიოთი ლალიგის გუნდები, კერძოდ ატლეტიკო და სევილია ინტერესდებაო. მე პირადად ვისურვებდი და ძალიან გამიხარდებოდა ის და ასევე მამარდა მადრიდის ატლეტიკოში, რომ გადასულიყვნენ, მაგრამ გიორგი კარგად უნდა დაფიქრდეს რამდენად ადვილად და კარგად მოერგება ატლეტიკოს ტაქტიკას, მთლიანად ლა ლიგას და ისევ აიაქსის ისტორია არ განუმეორდეს. ამის გამო ალბათ ჯობია ისევ საფრანგეთში დარჩეს და მე პირადად მისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტად მონაკო და მერე ლიონი მიმაჩნია და მაინტერესებდა ამაზე ჩვენი ძველი და ასევე ახალი ფეხბურთის გულშემატკივრები რას იტყოდით.
ირაკლი
გული არ უნდა გაიტეხოს, ძალიან კარგი ფეხბურთელია. სჯობს რომ ისევ საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩეს უფრო ძლიერ კლუბში. მეცი უეჭველი გაყიდის
ავჭალიდან
ჟორჟ იმენა აგუერო ხარ❤️
gia
გული მწყდება, რომ ყველაკარგი ქართველი ფეხბურთელი ლუზერ კლუბებში გამოდიან
giorgi
იმის გათვალისწინებით რომ მე 5 წუთზე გაუძევეს კაცი კარგად ითამაშეს ქონდათ მომეტები რომლებიც ვერ გამოიყენეს სამწუხაროა რომ გავარდნენ მაგრამ ჩემი აზრით ეს მიქაუტაძის ბოლო მატჩი იყო მეცში კარგია რომ ამ ბიჭმა დაამტკიცა რასაც წარმოადგენს და რაც შეუძლია და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისურვებდი რომ დარჩეს საფრანგეთში და არ წავიდეს სხვა ჩემპიონატში იგივე ლილში ლიონში მონაკოში მარსელში იქ გაცილებით უკეთესი იქნება და 1-2 სეზონში უკვე გრანდში გადასვლისთვისაც იქნება მზად თუ ასე გაგრძელა პროგრესი.
ზაქრო
ძალიან სუსტია მეცი
Rustavi
უკან მომავალში!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
აბუაშვილის "მეცი" "ლავალს" დაუზავდა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
[VIDEO] დავითაშვილის გოლი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მესამე გამარჯვება
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა