მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩვენი ნაკრების მეტოქემ შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა შინ ირლანდიის ნაკრები დაამარცხა 10:6
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა გასულ უქმეებზე შინ ირლანდიის ნაკრები დაამარცხა 10:6. "ნარშავებმა" "სამყურების" დამარცხება მატჩის მიწურულს ჯო ანსბროს ლელოს წყალობით შეძლეს.

"ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრს ვშრომობთ. მწვრთნელი ყოველდღე ხედავს ვინ რისი მაქნისია. დარწმუნებული ვარ ის მუდამ ფიქრობს ახალი ზელანდიისთვის ვინ შეარჩიოს. ირლანდიასთან ლელოს გატანა ნაკრებში ადგილის დაბევებას არ ნიშნავს. ცხადია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული 20 აგვისტოს იტალიასთან გასამართ შეხევდრაზე.

გუნდში დიდი კონკურენციაა. ჩემს პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას. ნახეთ, როგორ ბრწყინვალედ ჩაერთო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ნიკ დე ლუკა. მე რომ ლელო გავიტანე, ის შეტევა მისი წამოწყებული იყო. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი გარჯა და ოფლის ღვრა გველის.

"სამყურებთან" თამაში წლეულს პირველი ტესტი იყო, ამიტომ ყველაფერი ისე არ გამოგვდიოდა, როგორც გვინდოდა. ამჯერად მთავარ მიზნად საკუთარ კედლებში გამარჯვების მიღწევა გვქონდა დასახული, რაც შევძელით კიდეც. ამან კი, მეტი თავდაჯერება შეგვმატა" - თქვა ჯო ანსბრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა