"ზესტაფონის" მეტოქე ბელგიის პრო ლიგაში ლიდერობს, "დინამოს" მეტოქე ჯერ საკონტროლო მატჩებს მართავს
ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი გრძელდება და 18 აგვისტომდე, სანამ "ზესტაფონი" და "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფში, შესაბამისად "ბრიუგესა" და აეკ-ის წინააღმდეგ მოსინჯავენ ძალებს, მეტოქეთა ბანაკში მიმდინარე ამბებს გამცნობთ.

გასულ უქმეებზე ბელგიის პრო ლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. "ბრიუგე" სტუმრად "სენტ ტრუიდენს" შეხვდა და 3:3-ს დასჯერდა. არადა, პირველი ტაიმი "ზესტაფონის" მეტოქემ 3:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და "სენტ ტრუიდენმა" თამაშის გადარჩენა ათი კაცით შეძლო.

"ბრიუგემ" ამ შემადგენლობით ითამაშა: კუსემანსი, დონკი, ჰოფკენსი, ალმებეკი, ვანსტენკისტი (78. ჰოგლი), ზიმლინგი, ოჯიჯა-ოფოე, რაფაელოვი, ვლემინკი, ვასკესი, ლესტიენი (71. დირარი).

ამ მატჩში დუბლი შეასრულა ებრაელმა ლიორ რაფაელოვმა, ერთი გოლი კი მაქსიმ ლესტიენის ანგარიშზეა.

ადრი კოსტერის გუნდმა ორ ტურში ოთხი ქულა მოიპოვა და რაკი ქულათა მაქსიმუმი არავის აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით "ბრიუგე", რომელმაც პირველ ტურში შინ "ვესტერლო" 5:0 გაანადგურა, პირველ ადგილზეა.

ალბათ, გახსოვთ 2002 წლის მუნდიალის გახსნის მატჩი, როცა სენეგალმა საფრანგეთს სენსაციურად 1:0 მოუგო, გამარჯვების გოლი კი პაპა ბუბა დიოპმა გაიტანა. გასულ სეზონში იგი აეკ-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ თბილისში ვეღარ ვიხილავთ, რადგან ოჯახური მიზეზების გამო კლუბი უკვე დატოვა.

საბერძნეთში ჩემპიონატი არ დაწყებულა და იქაური კლუბები ჯერაც საკონტროლო მატჩებს თამაშობენ. ბოლო სპარინგი აეკ-მა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ესპანურ "ხეტაფესთან" ჩაატარა და 0:1 წააგო.

"დინამოს" მოწინააღმდეგის შემადგენლობა ასეთი იყო: კონსტანტინოპულოსი, კარაბელასი, დელასი, მანოლასი, მაკოსი (74. კლონარიდისი), გეორგეასი, ენცოღლუ (25. კაფესი), გუდიონსენი (66. სიალმასი), ხოსე კარლოსი, ბელეკი (84. ლეონარდო), ლიბეროპულოსი (86. ლაგოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"