7-8 ივნისს თბილისში ევროპული მასშტაბის კრივის ფორუმი გაიმართება.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა ინიციატივითა და ორგანიზებით (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) EBU-ს გენერალური ასამბლეის 76-ე შეკრებას საქართველო უმასპინძლებს.

7 ივნისს შედგება EBU-ს მმართველი ბორდის შეხვედრა, ხოლო 8 ივნისს, პრეზიდენტ პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება გენერალური ასამბლეა, რომელსაც ევროპის 40-მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელი პირი დაესწრება.

გენერალურ ასამბლეაზე განხილული იქნება ევროპული კრივის მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე, დაისახება სამომავლო გეგმები.

EBU არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის ფედერაციებს, განსაზღვრავს წესებსა და განვითარების გზებს ევროპულ კრივში. ათამაშებს საჩემპიონო ქამრებს და ადგენს სპორტსმენებისა და ფედერაციების უფლება-მოვალეობებს.

EBU_ს გენერალური ასამბლეის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება იმ დიდი ნდობისა და ავტორიტეტის შედეგია, რომელიც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა ევროპულ საკრივო წრეებში მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო განამტკიცებს ქართული კრივის პრესტიჟს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, გააადვილებს სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას როგორც ევროპის კრივის კავშირთან, ასევე ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის ფედერაციებთან ერთად.

მედიას შეუძლია ღონისძიებაზე დასწრება სასტუმრო „ბილტმორში“ 8 ივნისს, 12:30 საათიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 555360083 – (ლევან ქერდიყოშვილი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პიარ-მენეჯერი).

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე