იტალიური გამოცემები დღესაც წერენ, რომ ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონ ევროდ შეძენის სურვილი არავის გამოუჩენია, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი კლუბის ხელმძღვანელებს კვარაცხელიას ნებისმიერ ფასად ხელში ჩაგდება მოსთხოვა.

და ისმის კითხვა, რა არის ამის მიზეზი? "ნაპოლის" ჩაგდებულ სეზონშიც კი ხვიჩამ 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. წარმატებულ ასპარეზობას უკვე იმდენად მიგვაჩვია, რომ ეს შედეგიც კი დამაკმაყოფილებლად არ მიგვაჩნია. უფრო მაღალი საგოლე მოქმედებებითაც გამოიჩენდა თავს, რომ არა გუნდის უგერგილო თამაში და ოსიმენის ფაქტორი, რომელიც ბოლომდე აღარ იხარჯებოდა. გადაუჭარბებლად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართველი სულ სხვა საფეხბურთო ინტელექტის მქონეა და მისი ფასიც შესანიშნავად იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შესთავაზებდნენ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 100 მილიონს, რაზეც უარს ამბობს. ლუის ენრიკემ "კვარას" თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ნახა და მოხიბლული დარჩა.

"პარი სენ ჟერმენი" ნიგერიელითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც იტყობინებიან, მისი შეძენის წინააღმდეგი კლუბის საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპუში წავიდა. ცნობისათვის, როდესაც ვიქტორი "ლილის" ღირსებას იცავდა, ის ამ კლუბის სპორტული დირექტორი იყო. თანაც, არავის მოსწონს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდის ინტერესები უგულებელყოს.

დღეს "კვარას" შესახებ საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებმა გამოთქვეს.

გიიომ-მაიარ პაჩინი (Eurosport France): "პსჟ მბაპეს შემცვლელად შემოქმედ შემტევს ეძებს და ლუის ენრიკეს ფავორიტი კვარაცხელიაა. ამის თაობაზე მან საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპუშს და პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის უთხრა. ფეხბურთელი პსჟ-ს უკვე შეუთანხმდა, წლიურ გასამრჯელოდ 6-7 მილიონი შესთავაზეს და ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ, რაც ადვილი არ იქნება. რაც შეეხება ოსიმენს, ბევრი ჭორი მოვისმინე, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არაფერი კონკრეტული მის გადასაბირებლად არ გაუკეთებიათ, ვინაიდან მბაპეს შესაცვლელად მისი სტილის საუკეთესო კანდიდატად ხვიჩას თვლიან".

იტალო კუჩი (კორიერე დელო სპორტის მთავარი რედაქტორი): "კვარაცხელია? არავინ უნდა იფიქროს, რომ ვინმე შეუცვლელია. თუ მასში წარმოუდგენელ თანხას შესთავაზებენ, უარის თქმა სისულელე იქნება".

ლუკა მარკეტი (Sky Sport-ს სატრანსფერო ექსპერტი): "ერთი მხრივ თუ კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები ინტენსიური ხასიათისაა, მეორე მხრივ პსჟ-ის ინტერესმა, შესაძლოა, დე ლაურენტისის კლუბი შეაშინოს, რამეთუ თუ პარიზული კლუბი ძლიერად ზემოქმედებას გადაწყვეტს, "ნაპოლის" მანევრირების საშუალება შეუმცირდება და თავის დაცვა მოუწევს, რადგან ანტონიო კონტე ქართველს გუნდის კონკურენტუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მისი შენარჩუნება მოითხოვა. თუმცა, როცა 100 მილიონს სთავაზობენ, დე ლაურენტისს დაფიქრება მართებს. კონტეს "კვარას" გაყიდვა არ სურს, ჯერ მას დაელაპარაკება, შემდეგ აგენტს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოთამაშე მიიღებს".

ალესანდრო გრანდესო (გაძეტა დელო სპორტი): "ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ხანგრძლივი, ხოლო მოლაპარაკებები რთული იქნება. წინასწარ რაიმეს მტკიცება ნაადრევია. მბაპეს წასვლის მერე პსჟ-ს სახელფასო განაკვეთი შეუმცირდა და ფინანსურად ტრანსფერის განხორციელების პრობლემა არ ექნება. ლუის ენრიკეს კვარაცხელია მოსწონს, რადგან მარცხენა ფლანგზე თამაშის გამწვავების უნარი გააჩნია და კილიანის სტილისაა".

ანტონიო პერილო (სახელმწიფო ტელევიზიის, TGR-ის დირექტორის მოადგილე): "პატარა ქართველი გენიოსის კონტრაქტის განახლება მნიშვნელოვანია, რომელსაც ზღაპრული დრიბლინგი აქვს და ფანტაზიით ყოველთვის შეუძლია განსხვავების შექმნა. პსჟ სერიოზულ სატრანსფერო ოპერაციას გეგმავს, ხოლო დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, ახალი ხელშეკრულებით დაჯავშნას აპირებს, ისეთით, რაც მის მაღალ კლასსა და საბაზრო ღირებულებას შეესაბამება - 100 მილიონს მიახლოებულს".

555
ყოჩაღ ლექსო!მართლაც კარგი ფეხბურთელია ოსიმენი,თავის ამპლუაში საუკეთესოა და ის კვარასთან ერთად დუეტში ძალიან ძლიერ თავდასმას წარმოადგენს.
ბარდღი ბურდღი
ბოლო ორ სეზონში ოსიმენის 75 გოლი მაგარი სიზმარი იყო
leqso-s
ლექსო კი არა *ლე-ქსო ხარ ნამდვილი! შენ თუ მეხსიერება არ გივარგა, ჩვენ კარგად გვახსოვს. რომელ მატჩში მოეწონა ლუის ენრიკეს კვარას თამაში?! 2021 წლის 28 მარტს რომ ჩამოვიდა ესპანეთი თბილისში, ხომ არ მეტყვი ვინ გაუტანა მეტოქეს და ვისი გოლით ვიგებდით იმ თამაშს?! ან ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვინ იყო ნეტავი?
leqso
ძალიანაც არ მინდა ეხლა იმის დაწერა რაც უნდა დავწერო მაგრამ....ჯერ ერთი ეს ვითომდა ლუის ენრიკეს გადაფიჩინება კვარას თამაშზე, პსჯ-ს ვენების გადაჭრა, მილიონების დასახელება სინამდვილეში მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი, არა და ისე წერთ ვითომ ხვიჩა უკვე პსჟ-შია და ოსიმენა ნაპოლიში ჩარჩა. ჯერ კიდევ არავინ იცის რა იქნება და არც ოსინენია ასე ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი ევროპაში ასე კნინობითი ფორმით რომ წეროთ, მართალია ხვიჩასთან, როგორც გამორჩეულად ინდივინდუალისტი- დრიბლინგიორი ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ როგორც ცეტრფორვარდი, გუნდური მოთამეშე, გუნდის ლიდერობის საკუთარ თავზე აღების უნარით და რაც მთავარია შედეგიანობით[ბოლო ორ სეზონში ნაპოლიში- ოსიმენი-76-გოლი, კვარა- 25] კვარა სადღაცაა და ახლოსაც ვერ მივა.....კიდევ,რომ წერთ ლუის ენრიკეს ესპანეთან მოეწონა კვარას თამაშიო, საინტერესოა რომელი თამაში გაქვთ მხედველობაში, ალბათ 1-7 თბილისში ან ბარსელონასთან ჩ/ლიგის მატჩები....ზოგადათ, ზომიერებაც საჭიროა ბაქი-ბუქშიც კი..
ooeeee
ყველა გუნდი მასეა. ასევე იმედია პსჟ წარმატებას მსაჯების დახმარებით არ მიაღწევს.
Aravitari.
პსჟ არის გუნდი სადაც მესის უსტვინეს. იმიტომ რომ თეთრია. გუნდი კი არა ბარდაგი . უდებილესი ხელმძღვანელით (ალ ხელაიფი) და დაუნი მწვრთნელით (ლუის ენრიკე). პროექტი რომელსაც მომავალი არ აქვს. მესიმ უთხრა მბაპეს რომ მაქედან წადი თუ გინდა რამე მოიგო და მომგებიანი პროექტის ნაწილი იყოო. მესის ეშლება რამე და თქვენ ხართ ჭკვიანები პსჟს რო ურჩევთ?
ალუდა კეკლუცაური
ხალხო გერმანიის სტადიონებზე ყველა თეთრ- წითლებში გამოპლურწკულები, წივილი და კივილი ბოლო ხმაზე!!! მე გუკაჩო კაშიას მაისურით ვივლი სტადიონზე, წინ საქართველო, კვარა გენაცვალეე!!!
ზაზა
პსჟ გუნდი არაა. პსჟ ფულის იმედზე შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია. არ ლიგა 1-ია სერია ა. მიუხედავად იმისა, რომ ლაურენტისი მაგარი ჩათლახია, ხვიჩა უნდა დარჩეს. თუ წავა, წავიდეს ინგლისში, ესპანეთში ან გერმანიაში მაინც. არ მემეტება ხვიჩა პსჟ-სთვის.
ნუკრი
29 წლამდე ოთხჯერ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი და სულ ლიგაზე ითამაშებს.კონტე ცუდი მწვრთნელია,არ მიცემს თავისუფლად თამაშის საშუალებას.ხვიჩა თუ თავი და ფეხბურთი გიყვარს და მართლა შენი გადასაწყვეტია შორს ნაპოლისგან,კონტესგან და აფერისტი ლაურენტისისგან,წადი პსჟ-ში.
ლაშა
იმდენს იზამს დე ლაურენტისი, ოსიმენსაც და კვარასაც დატოვებს…
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
იყო თუ არა "ლივერპულის" ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს