თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" ბოლონიაში მილანის "ოლიმპია" დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა. ბოლონიელებს მარცხის უფლება არ ჰქონდათ, რადგან სერიის პირველი საშინაო მატჩი შინ ოვერტაიმში დათმეს და მეორე შეხვედრაც რომ წაეგოთ, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, თუმცა ქართველი ფორვარდის დიდებული თამაშის წყალობით "ვირტუსმა" მოახერხა გამარჯვების მოპოვება – 72:64.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 28 წუთი გაატარა. შენგელიამ 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისი 13 ორქულიანიდან 6, ხოლო 6 სამიანიდან 3 აღმოჩნდა ზუსტი. ქულების მხრივ შენგელიას შემდეგ მოდიან ჯორდან მაიკი (11 ქულა) და აჩილე პოლონარა (10). რაც შეეხებათ მილანელებს, 13-13 ქულა ჰქონდათ ნიკოლა მიროტიჩს და დეივონ ჰილს.

ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა როგორც სტატისტიკით, ისე სპეციალური გამოკითხვით. შენგელიას დახმარებით ბოლონიელები მილანში სერიის 2 მომდევნო მატჩის სათამაშოდ თანაბარი ანგარიშით მიდიან. "ოლიმპიას" მოედნის უპირატესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ყველა დარჩენილი საშინაო მატჩი მოიგო, ჩემპიონი გახდება, თუმცა ყველაფერი წინაა, სერია 4 მოგებამდე გრძელდება და მოედნის უპირატესობის დაბრუნების შანსი "ვირტუსს" 11 და 13 ივნისის მატჩებში ექნება.

GBF.GE

ირაკლი
მგელიხარ თოკა გენაცვალე!
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება