ამხანაგურ მატჩში სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების უკეთ გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. თურქეთთან პირველ დაპირისპირებამდე ცხრა დღე გვაქვს, რათა გერმანიაში გასამართი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ევროპირველობაზე დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ბევრი გვყავს, დიდ ტურნირზე ასპარეზობა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის", - ციტირებს სანიოლს vijesti.

სანი
ადამიანურად უბოროტოდ
გიორგი
არაინფორმირებულ აზრს. საქმეც ეგაა რო არ იყვნენ 'უმოტივაციო' მათი ფეხბურთელების და მწვრთნელისვე აღიარებით! ეგაც რო არ ყოფილიყო, ისედაც ცხადი უნდა იყოს რო საკუთარ მოედანზე არ წაგების მოტივაცია ყოვილთვის არსებობს. ისე რომ 'შენი აზრი' ან ძალიან არაინფორმირებული აზრია ან უბრალოდ მიკერძოებული)
გიო
თუ არ ჩავთვლით ქოჩორას, ლობჟანიძეს, ზურიკოს და ბუდუს(ალბათ 70წთ), გვყავს გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთ ტაიმს უძლებს მთელი დატვირთვით თამაშისას. ამიტომაც, როგორც შეცვალეს კიტე (არ მგონია მაინცდამაინც ტრავმის გამო, უფრო დაღლა ეტყობოდა), ასევე დროულად უნდა შეცვალონ დაღლილი ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე მეორე ტაიმში და არა მე-60 ან 70-ე წუთზე. აუცილებელია პრესინგი მინიმუმ 5-6 კაცით და მერე ვნახავთ უამრავ გატანილ გოლს დაწნეხილი მოწინააღმდეგის კარში. არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ ცენტრი - ეს უნდა იყოს გუნდის უპირველესი ამოცანა. არავითარი მეორე ნომრად თამაში, 80-90% შემთხვევაში დამარცხებულები დავტოვებთ მინდორს. წარმატებები ბიჭებს, თურქებთან ნაღდად არ გაგვიჭირდება მოგება.
კოტე
უყურე შენ,ამ "რუსეთუმე" და "უვარგის"ფედერაციას რა ბაჯაღლო ოქრო ევროპელი მოუყვანია ეროვნულის სათავეში?!:)
მაო
ამ ვილის მოყვანა და დანიშვნა,მაქსიმალურო ნდობა და ხელისშეწყობა ვისი დამსახურებაა ნეტა?!
ჩემი აზრით
უმოტივაციო მონტენეგროსთან თამაშზე სერიოზულად მსჯელობა არა ღირს.
გ.შ.
ჯიგარი ხარ, და კიდო მეტიიი
dew
პირველ რაც თვალში მხვდება საჯარიმოში ძაან ვიხევთ უკან, თითქმის მთელი გუნდი საჯარიმოში ვართ, რაც თავით გამოტანილი ბურთი მეტოქეს უბრუნდება და, მეორე ტემპით შეტევის საშუალებას ვაძლევთ. კიდე რაც არ მომეწონა ეგოისტობააა
რეალობა
GeoTeam-ის ინფორმაციით კიტეიშვილის ტრავმა არ არის მძიმე. სამი დღე ვერ ივარჯიშებს გუნდთან.
იმედი
შექმნილი მომენტების რეალიზაცია თუ დაალაგეს (დროული ბოლო პასი, გადაწყვეტილების სწრაფი მიღება, არაეგოისტური თამაში), შანსი გვექნება გავიდეთ ჯგუფიდან. დაცვაში უფრო ცუდად გვაქვს საქმე , ვიდრე თავდასხმაში. მაქსიმალური მონდომება და ცოტა გამართლება მიგვაღწევინებს ისტორიულ შედეგს!
მაო
ხვიჩას "ღორობაზე"აქცენტირება,მართლაც ღორობაა.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
ასეთი შეკრული ნაკრები ვილის დამსახურებაა და ამისათვის მადლობა. იმედია ძალების აღდგენას მოასწრებთ და პირველ თამაშზე შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებთ. წარმატებას გისურვებთ!

გამძლეობა არ აქვთ კარგი. საბერძნეთთანაც ბოლოს ძალიან დაიღალნენ. მეორე თამაშში ჩეხეთთანაც დიდი ალბათობით იგივე მოხდება და მესამე თამაშში ხო ზედმეტია საუბარი. ჯგუფიდან თუ გავედით რავიცი იქ საერთოდ გამოფიტულები იქნებიან და შეიძლება სამარცხვინოდ დამარცხდნენ. მაგრამ ოღონდ ჯგუფიდან გავიდნენ და პირველი ევროპისთვის ძალიან კარგი შედეგი იქნება
ზოლა
ადამიანურად მაგარი იყო…
fani
ვილი, ოქრო ხარ, ოქრო! ნაღდი ევროპელი, პრაგმატული მიდგომებითა და დისციპლინით, რაც ნაკრებსაც დაეტყო. ახლა მთავარია, სანიოლის მითითებები ზედმიწევნით ზუსტად შესრულდეს და ევროზე ჩვენს სიტყვას ვიტყვით
Td
1)Roca metoqe sajarimostan iyo mteli gundi dzaan vjdebit sajarimoshi rac gadmovardnil burtebs metoqes vutmobt.2) ashkarad bevri egoisturi gadacyvetilebebi iyo
მერაბი
ხვიჩა პასი მიეცი
ჩაკვე
ბუდუ ზივზივაძე, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე სამივე იმსახურებს შექებას. თავმდაბალი პროფესიონალები.
სანი
ხვიჩა პასებს გადამწყვეტ მომენტში არ აკეთებს, ღორობა თუ არა მეტი რა ქვია? ასევე დავითაშვილი კურტუმოს რომ მიაგორებდა პასი მიეწოდებინა დროულად უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება ბუდოს და მიქაუტაძეს ადამიანურადაც და პროფესიონალურად უმაღლეს დონეზე დგანან
d
რატომაც არა. თანაც მე-3 ადგილითაც არის შანსი :)
რერო
კიტეს იმედია არაფერი სერიოზული,ძალიან დიდი ძალაა. ისე კარგი იყო ნაკრები,აშკარად აჯობეს მოწინააღმდეგეს. მგონი საშუალო დონის გუნდობაზე უნდა გქონდეს აწი პრეტენზია! დიდი კონკურენციაა, დავიტაშვილის და ზივზივაძის დატოვება სკამზე დიდი ფუფუნებაა,ასევე ლობჟანიძის.
Status quo
ხვიჩა გადამწყვეტ მომენტში პასს არ აკეთებს და ეს ღორობა უნდა მოიშალოს.
ტოტტი
მეორე ტაიმი როგორც დაიწყ ეგრევე ეტყობოდათ დაღლა მიუხედავად იმისა რომ თავს არ იკლავდენ პირვეელ ტაიმშიც სირბილში . გაფიქრებაც არ მინდა ფიხიკურად მომზადებულ ნაკრებებთან ბოლო ოცი წუთის. და კიდე ალთუნაშვილსაც კვეკვესკირსაც და მექვაბიშვილსაც არაბიძე ძაან ბევრად სჯობს
G.LA
ვილი თავს ნუ იკატუნებ. ჩვენი არ იყოს გულის სიღმრეში ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებობ.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
ოთარ კიტეიშვილი: უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს
მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება