7-8 ივნისს საქართველომ ევროპული კრივის მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" EBU_ს გენერალური ასამბლეის შეკრება შედგა. ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტის, პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით, წარმართულ ღონისძიებაში ევროპის 40-მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.

გენარალურმა ასამბლეამ იმსჯელა ევროპული კრივის მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და დასახა სამომავლო განვითარების გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, აგრეთვე მოკრივეთა ლიცენზირების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. გამოვლინდნენ გასული პერიოდის საუკეთესო სპორტსმენები, როგორც ქალ, ისე მამაკაც პროფესიონალ მოკრივეთა შორის.

- „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ისეთ მშვენიერ ადგილას, როგორიც თბილისია. ჩემს ცხოვრებაში არსად არასოდეს არ მინახავს ისეთი სტუმართმოყვარეობა, როგორიც აქ, საქართველოში. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა იმუშავა ძალიან კარგად და ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. დარწმუნებული ვარ, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებით.

რაც შეეხება გენერალურ ასამბლეას, ევროპის კრივის კავშირი აგრძელებს მუშაობას, რათა კვლავ იყოს ყველაზე სანდო, პოპულარული და წარმატებული ორგანიზაცია ევროპაში. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ კოლექტიურად და ხელი შევუწყოთ ყველა წონითი დივიზიონის ევროპელ მოკრივეებს, სამართლიან გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მათ შორის EBU_ს ევროპის ჩემპიონის ქამრების მოსაპოვებლად.“ - განაცხადა EBU_ს პრეზიდენტმა პიტერ სტუკმა გენერალური ასამბლეის შემდეგ.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით აღნიშნული ღონისძიების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ძალიან შეუწყობს ხელს ქართული კრივის განვითარებას:

-“როდესაც გენერალური ასამბლეა იგეგმება, რამდენიმე ქვეყანა ყოველთვის იბრძვის, რათა მათ ქვეყანაში ჩატარდეს ეს ღონისძიება. თუმცა შარშან ყველაფერი სწორედ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა და ეს უდიდესი ნდობის გამოხატვა და იმ დიდი სამუშაოს დამსახურება იყო, რაც ჩვენმა გუნდმა გასწია. მიხარია, რომ ყველაფრის უმაღლეს დონეზე ორგანიზება შევძელით და ამას სწორედ თავად ჩვენი სტუმრები აღნიშნავენ.

აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია როგორც საქართველოს კრივის სამომავლო განვითარებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ ქართული კრივის და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრესტიჟის კიდევ უფრო ამაღლებას ევროპის მასშტაბით. ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი როგორც EBU-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებთან და ეს თანამშრომლობა შესაძლოა მალე კონკრეტულ ერთობლივ პროექტებში გარდაისახოს.“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი

ღონისძიებას, საერთო ჯამში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 80-მდე მონაწილე ჰყავდა, რომლებმაც საკრივო საკითხების განხილვის გარდა, დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას. გაცვალეს კონტაქტები და დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზები.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია