საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მე-3 დღეა, იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში იმყოფება და სერბი სპეციალისტის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის 4 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირებით თამაშდება და საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, წარმატების შემთხვევაში ოლიმპიადაზე გავიდეს. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჩვენი ნაკრებია, ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 6 ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი), ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრებმა მზადების პირველი ნაწილი თბილისში – 1-დან 9 ივნისის ჩათვლით გაიარა, სადაც 20-ამდე კალათბურთელმა ივარჯიშა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, იტალიაში 15 მათგანი გაემგზავრა. ნაკრების 3 მოთამაშე – თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ჯო ტომასონი, ეროვნულ გუნდს ტრევიზოში შეუერთდება. მოგეხსენებათ, შენგელია და ტომასონი თავიანთ კლუბებში, შესაბამისად, იტალიისა და ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ტრევიზოში ჩავა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც კლუბ „მონაკოში“ საფრანგეთის ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლია.

ტრევიზოში შეკრება აქტიურად მიმდინარეობს, მწვრთნელები ნელ-ნელა აძლიერებენ დატვირთვებს. მოთამაშეებს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური ვარჯიშები აქვთ. ნაკრებთანაა გასულ სეზონში „ორლანდო მეჯიქში“ მყოფი გოგა ბითაძე, რომელსაც ნბა-ს რეგულაციებით, მზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა 18 ივლისამდე არ შეუძლია და ის ნაკრებში მხოლოდ უკონტაქტო ვარჯიშებში იღებს მონაწილეობას. ნაკრებს 13 ივნისს, საღამოს, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდება, რომელიც ბითაძის მსგავსად, 18 ივნისამდე ვარჯიშებში აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრები იტალიაში 23 ივნისამდე დარჩება. სწორედ ამ დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ქალაქ ტრენტოში იტალიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89