ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვაკო ყაზაიშვილი - 3,5 წლით "ვიტესში"

ვაკო ყაზაიშვილი - 3,5 წლით "ვიტესში"

18 წლის ქართველი ტალანტი ჰოლანდიურ გუნდში გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას შეუერთდება
ვაკო ყაზაიშვილი სამ კვირაზე მეტია, არნემის "ვიტესში" ვარჯიშობს. როცა "ლელომ" 18 წლის შემტევი ნახევარმცველის ჰოლანდიაში გამგზავრება გაუწყათ, ვწერდით, რომ კლუბში მისი ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავი იყო.

"საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელიც ბოლოს ბოლნისის "სიონის" დუბლშემადგენლობაში "საბურთალოსა" და 19-წლამდელთა ნაკრების წევრებთან ერთად თამაშობდა, მერაბ ჟორდანიას კლუბში ჯერ კიდევ იანვარში მიიწვიეს და მწვრთნელებს მოეწონათ, მაგრამ არასრულწლოვანობის გამო ჰოლანდიაში სამუშაო ვიზა ვერ მისცეს და დროებით საქართველოში დაბრუნდა.

"ვაკო ყაზაიშვილი უკვე არნემის "ვიტესის" წევრია და კლუბთან სამნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა", - გვითხრა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

"ვიტესის" ვებგვერდის ცნობით, ყაზაიშვილმა ხელშეკრულება 1+2,5 წლით გააფორმა, ანუ ერთი წლის შემდეგ "ვიტესს" მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება.

"ახალგაზრდა ქართველი ტალანტი "ვიტესში" წლეულს, ზამთარში ბელეკში ვარჯიშობდა და ტესტმატჩიც ჩაატარა. მას პერსპექტივის თვალსაზრისით ვიწვევთ, მაგრამ შესაძლოა, მთავარ გუნდში სწრაფად დაიმკვიდროს ადგილი და მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს", - განაცხადა "ვიტესის" ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში.

ამჟამად ყაზაიშვილი თანაგუნდელ და მეგობარ გიორგი ჭანტურიასთან ერთად მოლდოვაშია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან ერთად იქაურ თანატოლებთან ამხანაგურად სათამაშოდ ემზადება.

ქართველი არნემში ივლისის მიწურულს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გაფორმდა. ყაზაიშვილი 18-ნომრიანი მაისურით, სავარაუდოდ, ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.

ამგავარად, მერაბ ჟორდანიამ გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელიც შემატა "ვიტესს", კაშია კი, შეგახსენებთ, სულაც გუნდის კაპიტანია.

ვფიქრობთ, ყაზაიშვილის ჰოლანდიურ კლუბში გადასვლა საინტერესო ფაქტია - ფეხბურთელს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა და ბოლოს ბოლნისის "სიონის" დუბლებში თამაშობდა, ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაშის შანსი გაუჩნდა.

ჩვენი ინფორმაციით, ყაზაიშვილის აყვანით დაინტერესებული იყო თბილისის "დინამოც", "საბურთალოსთან" მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, მაგრამ, ცხადია, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თამაშის პესრსპექტივამ გადაწონა.

ვაკო ყაზაიშვილი მოლდოვური მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდება და ჰოლანდიის სამუშაო ვიზას დაელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე