საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის საწვრთნელ შეკრებას, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი საიმისოდ, რომ გუნდი მაღალი დონის ტურნირისთვის მოემზადოს.

ჩვენს ნაკრებს 17 ივნისს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელიც ბოლონიიდან მანქანით ჩამოვიდა და მწვრთნელ-მოთამაშეები მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მოინახულა. მოგეხსენებათ, შენგელიამ მომქანცველი სეზონი 2 დღის წინ დაასრულა და აქტიური ვარჯიშების დაწყებამდე მცირეოდენი დასვენება ესაჭიროება. ის მთელი ვარჯიშის პერიოდში დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა საწვრთნელ პროცესში არ ჩართულა. შენგელია ინდივიდუალურად ივარჯიშებს სამშაბათს, როცა ჩვენს ნაკრებს დასვენების დღე ექნება.

ეროვნულ ნაკრებს 2 დღის წინ შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც კლუბ "მონაკოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ნაკრებს 18 ივნისს შეუერთდება ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი ჯო ტომასონი, რითაც გუნდის კალათბურთელებით შევსება დასრულდება და უკვე 3 დღეში შემადგენლობა 3 კალათბურთელით შემცირდება. მოგეხსენებათ, ტრევიზოდან ჩვენი ნაკრები 2 საათის სავალი გზით დაშორებულ ქალაქ ტრენტოში მიემგზავრება, სადაც პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიის ეროვნულ გუნდთან. ტრენტოში ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრება, ხოლო 3 მოთამაშე, მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ნაკრებს დატოვებს და თბილისში გამოემგზავრება.

იტალიასთან მატჩი 23 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს ქალაქ იურმალაში გააგრძელებს, სადაც 26 და 28 ივნისს მორიგ სპარინგ-მატჩებს გამართავს, შესაბამისად, კამერუნისა და ეგვიპტის ნაკრებებთან.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა