ინგლისის ნაკრებისა და ლონდონური "ვოსფსის" ყოფილმა მგეზავმა დენი სიპრიანიმ დიდი ხანია გადწყვიტა კარიერა ავსტრალიაში, ახალშექმნილ ზე 15-ის გუნდ "მელბურნ რებლზში" განაგრძოს. მელბურნელები შეჯიბრებაში მომავალი წლიდან ჩაერთვებიან...
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონური "ვოსფსის" ყოფილმა მგეზავმა დენი სიპრიანიმ დიდი ხანია გადწყვიტა კარიერა ავსტრალიაში, ახალშექმნილ ზე 15-ის გუნდ "მელბურნ რებლზში" განაგრძოს. მელბურნელები შეჯიბრებაში მომავალი წლიდან ჩაერთვებიან.

თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რაგბიდან წასვლას და ფეხბურთში გადაბარგებას აპირებს. ეს, ცხადია, ძნელი დასაჯერებელია. დენის მშვენიერი ურთიერთობა აქვს "რებლზის" მწვრთნელ როდ მაკქუინთან. ივნისში სიპრიანი მელბურნშიც იმყოფებოდა და მაკქუინის ხელმძღვანელობით ივარჯიშა კიდეც. წესით, "რებლზმა" სეზონისთვის მზადება ოქტომბერში უნდა დაიწყოს და დენიც ავსტრალიაში ამ დროისთვის უნდა გაემგზავროს.

მაგრამ ფაქტია, რომ სიპრიანი ახლახან პრემიერლიგის "ტოტენჰემ ჰოთსფურის" მწვრთელთან ერთად შენიშნეს. როგორც გაირკვა, ის ორი კვირის განმავლობაში "ტოტენჰემთან" ერთად ვარჯიშობდა.

"არ ვიცი, სიპრიანი რამდენ დროს უთმობს ფეხბურთის თამაშს, მაგრამ თუ ის სერიოზულად დაინტერესდება პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერით, ამას სრულიად იოლად შეძლებს" - თქვა ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტიმ შერვუდმა, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორია.

როდესაც სიპრიანის ჰკითხეს, რა საქმე ჰქონდა მას "ტოტენჰემთან," ასე უპასუხა: "იქ უბრალოდ ვვარჯიშობ, ფორმა რომ შევინარჩუნო".

"ვოსფსში" სიპრიანის აპრილის მერე არ უთამაშია, არც ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ და ვერსია, რომ ის მხოლოდ ფორმის შენარჩუნებისთვის ვარჯიშობს საფეხბურთო გუნდში, სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე