18 ივნისს პალიტრა მედია ჰოლდინგის ეზოში, ევრო 2024-ის საქართველო - თურქეთის

თამაშის ჩვენება გაიმართა და მან ჰოლდინგის თანამშრომლებს უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას წელს,

ისტორიაში პირველად იღებს. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად, პალიტრა მედია

ჰოლდინგმა ქართველი ქომაგები ერთად შეკრიბა. მატჩის მსვლელობისას, ისინი

ემოციებსა და განცდებს ერთმანეთს უზიარებდნენ, რამაც მათი ერთ დიდ გუნდად

შეკვრა განაპირობა და ეს გუნდურობა თამაშის ბოლომდე იგრძნობოდა.

სპეციალურად საქართველოს ნაკრების სადებიუტო თამაშისთვის, პალიტრა მედია

ჰოლდინგმა თავის მეგობარ კომპანიებთან ერთად, თანამშრომლებს განსაკუთრებული

გარემო დაახვედრა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა საფეხბურთო განწყობა. ეზოში

ჰოლდინგის თანამშრომლებს ლუდი და სხვადასხვა ტიპის სახემსი დახვდათ.

ღონისძიების მხარდამჭერები „ნატახტარი“, „FRIXX” და „წიგნის კაფე ბიბლუსი“ იყვნენ.

ნატახტარი

ლუდსახარში „ნატახტარი“ 1991 წელს ჩამოყალიბდა. ის ფლობს უახლესი აპარატურით

აღჭურვილ ლაბორატორიას, რომელიც პროდუქციის მიკრობიოლოგიურ და ჰიგიენურ

უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის მაღალი ხარისხი უნიკალური

თვისებებით გამორჩეული ნედლეულისა და ტექნიკური პერსონალის

პროფესიონალიზმითაა განპირობებული. დღესდღეისობით ლუდსახარში ქართული

ლუდის ბაზრის 60%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია სამომხმარებლო ბაზარს

სთავაზობს ლუდის რამდენიმე ბრენდსა და შვიდი დასახელების ლიმონათს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ საქართველოს

ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორია.

FRIXX

კომპანია „FRIXX“-მა ჩიფსის წარმოება 2015 წლიდან დასავლური ტექნოლოგიებით

დაიწყო და ის თავის პროდუქციას 100%-ით ქართული ნედლეულით ამზადებს.

გარდა სტანდატული ბარბექიუს, ყველის, მწვადის და კლასიკ არომატებისა, „FRIXX“ ორი

უნიკალური გემოს - აჯიკისა და ტარხუნის ჩიფსს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ეს

გემოები, არც ერთ სხვა ქვეყნის მწარმოებლებს არ გააჩნიათ.

„FRIXX“ მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი.

სახელწოდება FRIXX რამდენიმე სიტყვის კომბინაციიდან მომდინარეობს: Free + Fries +

Freaks = თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები. რაც შეეხება ლოგოს, მასზე

მთებია გამოსახული წარწერით „CAUCASUS CHIPS“, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ „FRIXX“

„კავკასიის მთების“ ჩიფსია.

წიგნის კაფე ბიბლუსი

„წიგნის კაფე ბიბლუსი“ ბაზარზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სამზარეულო

გემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამოირჩევა. კაფეში კერძები ცოცხალი და

ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება.

აქ თქვენ იტალიური კერძები, უგემრიელესი ყავის მრავალფეროვანი არჩევანი,

უიშვიათესი სახეობის ქართული ღვინოები, სასიამოვნო გარემო და უამრავი საინტერესო

წიგნი დაგხვდებათ.

თუ გიყვართ ლიტერატურა, მშვიდი გარემო და გურმანიც ბრძანდებით, „წიგნის კაფე

ბიბლუსი“ სწორედ თქვენთვისაა.

პალიტრა მედია ჰოლდინგი მადლობას უხდის კომპანია „ნატახტარს“, „FRIXX” და

„წიგნის კაფე ბიბლუსს“ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

R

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"