მთელი იტალია იმის მოლოდინშია, რომ "სკუადრა აძურა" მერვედფინალში სამი საყაიმო შედეგით გავა. არა მარტო იტალია, მთელ მსოფლიოში საუბრობენ, რომ მარჩელო ლიპის სამწყსო 1982 წლის ჩემპიონატის ანალოგის გამეორებას აპირებს. თუმცა, თავად ლიპის ფრის გაგონებაც არ უნდა და შეგირდებს სამ ქულაზე გეშავს...

F ჯგუფი

24 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 18:00

სლოვაკეთი-იტალია

სავარაუდო შემადგენლობები

სლოვაკეთი: მუჩა - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჩეხი - ვეისი, შტრბა, შამშიკი, შტროხი, შეშტაკი - ვიტეკი.

იტალია: მარკეტი - ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო - დე როსი, მონტოლივო, პირლო - იაკვინტა, დი ნატალე - პაცინი.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

მთელი იტალია იმის მოლოდინშია, რომ "სკუადრა აძურა" მერვედფინალში სამი საყაიმო შედეგით გავა. არა მარტო იტალია, მთელ მსოფლიოში საუბრობენ, რომ მარჩელო ლიპის სამწყსო 1982 წლის ჩემპიონატის ანალოგის გამეორებას აპირებს. თუმცა, თავად ლიპის ფრის გაგონებაც არ უნდა და შეგირდებს სამ ქულაზე გეშავს.

მაესტრომ, პირველ თამაშში გუნდი 4-3-2-1-ით ათამაშა, თუმცა ამან ვერ გაამართლა და ახალ ზელანდიასთან უკვე კლასიკური 4-4-2 აირჩია. ვერც ასეთი ფორმაციის "აძურამ" იფრინა და როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები გვაუწყებენ, ლიპი კვლავ გარემარბებით აპირებს ასპარეზობას. ამჯერად, ძირითადში მოიაზრება ჯამპაოლო პაცინი, რომელიც ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციებს შეითავსებს. ერთი ფლანგიდან ანტონიო დი ნატალე იმოქმედებს, მეორედან კი შეუცვლელი ვინჩენცო იაკვინტა. ამ უკანასკნელს ლიპი ძალიან ენდობა და რადგან ის უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ვფიქრობთ, საშვილიშვილოდ დაიმკვიდრა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. პირველად მოუწევს ძირითადში ასპარეზობა დი ნატალეს და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

რაც ყველაზე მთავარია, ანდრეა პირლო მოიაზრება სასტარტო თერთმეტეულში. "მილანის" შუახაზელი სრულად გამოჯანმრთელდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სლოვაკებს პირველივე წუთებიდან შეეტოქება. პირლოს დარი ფეხბურთელი "აძურას" ძალიან აკლდა და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ანდრეა იმ მოლოდინს, რომელიც იტალიის გულშემატკივრებს დღემდე აქვთ. აი, რას ამბობს ფაბიო კანავარო, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მერვედფინალში გასვლას მოახერხებს:

"მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს და ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით. როგორც ხედავთ, გრანდებს ძალიან უჭირთ არც თუ მაღალი ამბიცვიების გუნდებთან თამაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთო დონე პრაქტიკულად გათანაბრდა. შესაბამისად, აუცილებლად სწორად უნდა შევაფასოთ მეტოქე და სრული მობილიზებით ვიასპარეზოთ. ეს არასდროს გვეშლებოდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება".

სლოვაკებს გამარჯვება ესაჭიროებათ და წესით უნდა შეუტიონ, მაგრამ სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი ძალიან ძნელი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. იტალიასთან თამაშის გახსნა სახიფათო ამბავია და როგორც ჩანს, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული სლოვაკთა თავკაცს. ამად არის, რომ 4-5-1 სქემას ამუშავებს და სავარაუდოდ, ასეთი ტაქტიკით დაუპირისპირდება მარჩელო ლიპის სამწყსოს. მთელი იმედები რობერტ ვიტეკზეა, რომელიც წინ იქნება წაწეული და შუახაზელების გადაცემებს დაელოდება. აი ზუსტი პასების კეთება უკვე მარეკ ჰამშიკმა უნდა აიღოს თავის თავზე, თუმცა როგორც ერთხელ უკვე უკვე აღვნიშნეთ, სათქმელად ადვილია...

ლაშა წიკლაური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...