კვიპროსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რუსეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა
კვიპროსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ექვსი ნაკრები მონაწილეობდა: რუსეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი და ისრაელი. მათგან ორი, ბულგარეთი და რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. შესაბამისად, საინტერესოა, მათი მატჩების შედეგების გაცნობა.

ტურნირის პირველ დღეს ერთმანეთის წინაშე სწორედ ბულგარელები და რუსები წარდგნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს დარჩათ - 88:51. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსები კვიპროსში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდნენ. მათ რიგებში ითამაშეს NBA-ს წარმომადგენლებმა ანდრეი კირილენკომ და ტიმოფეი მოზგოვმა. ბულგარელების რიგებში კი წლეულს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ამერიკელმა ერლ როულანდმა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გუნდის უპირობო ლიდერია.

მეორე ტურში ბულგარეთმა პოლონეთთან დათმო, ხოლო რუსეთმა - იტალიასთან. ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ანდრეი კირილენკოს.

ტურნირის დასკვნით დღეს რუსეთმა კვლავ წააგო. ამჯერად საბერძნეთთან. თუმცა, მესამე მატჩში გუნდს დაუბრუნდა კირილენკო და 23 ქულაც ჩააგდო, ბომბარდირი კი ვიტალი ფრიძონი გახდა - 24 ქულა. ისრაელთან კარგი გარჯით ფილიპ ვიდენოვმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მექულეა და ევრობასკეტზეც მეტოქეებმა დიდ ყურადღება უნდა დაუთმონ.

ტურნირის დასრულების შემდეგ უკმაყოფილო იყო ბულგარელთა ნაკრების თავკაცი როსენ ბარჩოვსკი. მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

- ჯერ ფორმაში არავინაა. მათ შორის ერლ როულანდი, რომელიც გუნდთან ერთად დიდი ხანი არაა, რაც ვარჯიშობს. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. თამაში თუ არ გამოვასწორეთ, ევროპის ჩემპიონატზე ვერაფერს მივაღწევთ.

კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ ბულგარელმა ექიმებმა სტეფან გეორგიევს თავის ტრავმა დაუდგინეს და იგი სავარაუდოდ ევრობასკეტს გამოტოვებს.

კვიპროსის საერთაშორისო ტურნირი

I ტური

ისრაელი-პოლინეთი 65:58

იტალია-საბერძნეთი 70:76

ბულგარეთი-რუსეთი 51:88

6:18, 7:25, 22:26, 16:19

ბულგარეთი: როულანდი (7ქ), კ. ივანოვი (2ქ), ვიდენოვი (8ქ), ზ. გეორგიევი (4ქ), ბანევი, კოსტოვი (2ქ), დ. ივანოვი (8ქ, 5მ), ვარბანოვი (6ქ), ავრამოვი (2ქ), ს. გეორგიევი (4მ), ლილოვი (3ქ), ალეკსიევი (1ქ).

რუსეთი: მოზგოვი (12ქ, 9მ), კირილენკო (10ქ), ბიკოვი (5ქ), ხვოსტოვი (7ქ), მონია (4ქ), ვორონცევიჩი (3ქ), შვედი (9ქ, 5პ), ფრიძონი (14ქ), პონკრაშოვი (5ქ, 5პ), ანტონოვი (10ქ), შაბალკინი (6ქ, 4მ), ვორონოვი (3ქ).

II ტური

საბერძნეთი-ისრაელი 67:66

პოლონეთი-ბულგარეთი 64:55

13:14, 16:13, 15:14, 20:14

ბულგარეთი: დ. ივანოვი (14ქ, 6მ), ვიდენოვი (11ქ, 5მ), როულანდი (7ქ, 4პ), კოსტოვი (2ქ), ვარბანოვი (2ქ, 7მ), კ. ივანოვი (9ქ, 6მ), ზ. გეორგიევი (6ქ), ავრამოვი, ბანევი, ლილოვი, ს. გეორგიევი (4ქ), იანევი.

რუსეთი-იტალია 67:71

21:19, 16:13, 14:17, 16:22

რუსეთი: პონკრაშოვი (5ქ, 5პ, 6მ), მოზგოვი (15ქ, 8მ), ვორონცევიჩი (10ქ, 5მ), მონია (2ქ, 6მ), ხვოსტოვი (5პ), შვედი (1ქ), ფრიზონი (12ქ), შაბალკინი (10ქ), ანტონოვი (2ქ), ვიალცევი, გრიგორიევი, ჟუკანენკო.

III ტური

იტალია-პოლონეთი 88:72

ისრაელი-ბულგარეთი 82:88

16:18, 22:20, 20:23, 24:27

ბულგარეთი: ვიდენოვი (24ქ, 4პ), როულანდი (14ქ, 6პ), დ. ივანოვი (17ქ, 9მ), ზ. გეორგიევი (2ქ, 4პ), ს. გეორგიევი (4ქ), კოსტოვი (10ქ, 7მ), კ. ივანოვი (11ქ, 6მ, 3პ), ვარბანოვი (4ქ, 4მ), ბანევი (2ქ), ავრამოვი, ალეკსიევი, იანევი.

საბერძნეთი-რუსეთი 83:80

14:19, 20:24, 23:17, 26:20

რუსეთი: კირილენკო (23ქ, 9მ, 6პ), მოზგოვი (9ქ, 5მ), მონია (3ქ), ბიკოვი (2ქ), ხვოსტოვი (2ქ), შვედი (8ქ, 4პ), ფრიძონი (24ქ), ვორონცევიჩი (3ქ), ვორონოვი, შაბალკინი (4ქ), ჟუკანენკო (2ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა