ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია და ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.

"ჯვაროსნების" თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Flashscore: მამარდაშვილი 7.4 , კაშია 7.2, გველესიანი 6.9 , დვალი 7.1, ლოჩოშვილი 6.9, კაკაბაძე 7.4, ქოჩორაშვილი 6.9, კიტეიშვილი 7.0, ჩაკვეტაძე 7.5, კვარაცხელია 8.2, მიქაუტაძე 7.8, წიტაიშვილი 6.7, კვირკველია 6.1, მექვაბიშვილი შეფასების გარეშე, დავითაშვილი შეფასების გარეშე.

Sofascore: მამარდაშვილი 7.8, კაშია 7.3, გველესიანი 6.9, დვალი 7.3, ლოჩოშვილი 7.3, კაკაბაძე 6.5, ქოჩორაშვილი 7.0, კიტეიშვილი 6.9, ჩაკვეტაძე 6.9 , კვარაცხელია 7.9, მიქაუტაძე 7.4, წიტაიშვილი, 6.6, კვირკველია 6.7, მექვაბიშვილი 6.6, დავითაშვილი 6.6

Whoscored: მამარდაშვილი 7.7, კაშია 7.5, გველესიანი 6.8, დვალი 7.2, ლოჩოშვილი 7.1, კაკაბაძე 6.9, ქოჩორაშვილი 7.0, კიტეიშვილი 7.0, ჩაკვეტაძე 6.9, კვარაცხელია 8.0, მიქაუტაძე 7.8, მექვაბიშვილი 6.1, დავითაშვილი 6.0, წიტაიშვილი 6.2, კვირკველია 6.2

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კაკაბაძემ ბევრად მეტი დაიმსახურა. ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
რერო
გამოდით და გაეცით პასუხი კალაძეს და კობის რომ ლანძღავდით, სანიოლის დანიშვნას რომ უწუნებდით. გამოდით გამოდით სადა ხართ.
LB
ამ ხუმრობა ხუმრობაში უკვე ძალიან ძლიერ და ანგარიშგასაწევ ნაკრებად ვიქეცით მგონი :D დააკვრიდით, როგორ უჭირს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გოლის გატანა. მამარდაშვილის ფაქტორი ხომ ფსიქოლოგიურად ანგრევთ. როცა 100%-იან მომენტებს ვერ იყენებ მეკარის თამაშის გამო, ძაან მოქმედებს ფსიქოლოგიურად. აღარაფერს ვამბობ ჩვენს სასიკვდილო კონტრშეტევევბზე. გოლის გატანის შემდეგ ნაკრები არ ეშვება და მეორე გოლზე ფიქრობს, რაც ადრე არ გვქონდა. მოკლედ, ნებისმიერი ნაკრებისთვის ძალიან საშიში მეტოქე ვართ. მთავარია, არ მოვეშვათ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვინც სათანადოდ არ დაგვაფასებს, გადავუვლით ;)
იასონას უდარი
ადამიანს საქმის კეთება ბოლომდე უნდა აცადოთ,თქვენი ემოციური აშლილობით შეუჭამეთ ტვინი სანიოლის და გუნდსაც. აშკარაა რო შეუკავებლობა გჭირთ,იმ საქმეშიც ცუდია და ამ შემთხვევაშიც. ხომ ვამბობდი,ჯერ გოლი და ქულა გვინდა მარაგში,ეს არის უპირატესი და ასეც ქნა ვილი. გაიყვანა გუნდი მესამე თამაშში,წნეხის გარეშე ათამაშა და უფრო უკეთესი შედეგი დაიდო.კი,მეორე შემადგენლობა დაგვიყვენეს,მარა 10 წლის მერე ეგ არავის დააინტერესებს,შედეგს იმახსოვრებენ და ასე იქნება ახლაც.მე ველოდი ქულას და გოლს,დაიდო უფრო მეტი და უფრო სასიამოვნო არის შედეგი,არც ტვინი მიბურღავს თქვენსავით ვინმესთვის და ვიყავი მშვიდად. ემოციური აშლილობაც არ მჭირს და არც ნაცების ტელევიზიებს ვუყურებ. კალაძემ დაუწერა შემადგენლობაო,ხოდა თქვე კაი ხალხო,თუ შედეგი იდება,რა მნიშვნელი აქვს ვინ დაწერა შემადგენლობა? ან ეგრე რო სდომოდათ,ვიღაცაც მიიყვანდნენ ისეთს და იმას დაუწერდნენ,რატომ ჩამოიყვანდნენ სანიოლის? თუმცა ნაცური დღის წესრიგი გავქთ და მავნებლები ხართ. ბოდიში ყველა ნამდვილ გულშემატკივარს,არ არის კარგი ამაზე საუბარი ახლა,მარა უნდა მეთქვა. მადლობა ყველას ამ შედეგისთვის,კობიაშვილით დაწყებული,მწვრთნელებით და გუნდით გაგრძელებული და ყველა ნამდვილი გულშემატკივრით დამთავრებული.
თენგო
სად? ახლა ამას საქართველო და ქართველები უყვარს?
ლევან მაღლაკელიძე.
კაკაბაძეს და გველესიანს მეტი არ ეკუთვნოდათ?
სად?
დიდი ამბავი თუ მოიგეს, წაგებასა და მოგებას შორის დიდი განსხვავება არ არის. გულდაწყვეტილი ვარ თუ ჩვენს გამო რომელიმე ნაკრები ვერ გავიდა ფლეიოფში
ზაკო
ბიჭი რომელსაც ამ ტურნირზე ბევრი აქური პროფესორი ტურისტობას უწინასწარმეტყველებდა ,ნამდვილი ლომი გველესიანი, თავმდაბალი და უსიტყვო ლომი დვალი, ბებერი მგლები კაშო და კვირკველა, რომლებსა უამრავი კრიტიკა და ნეგატივი დაატყდათ,ლოჩო, რომლისაც ვილოს გარდა არავის არ სწამდა და ბოლოს დაუღალავი კაკაბა, საქართველოს აუღებელი ბასტიონი და ამათ უკან უბრალოდ მამარდა #1 მეკარე ამ ევროზე, საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი
სოსო
მამარდას,ფეხით ბურთის გამოტანისას ჰქონდა ნაკლი და როგორც ვატყობ,თუ საკმაოდ ბევრი დარტყმა არ მოიგერია,ძალიან მაღალ შეფასებას არ წერენ.ვფიქრობ,ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანენ.სამივე თამაშში ბრწყინვალე იყო.
ბექა90
სხვა თამაშს ხომ არ უყურეს ამათმა?!:) 8.0-საც არ იმსახურებდა მამარდაა? მეტი რა უნდა გააკეთოს ტიპმა, დაპროგრამებული გეგონება, ბურთს არ უშვებს. ის სეივი არ ამომდის თვალიდან, პენალტის დანიშვნამდე რომ შეასრულა, რაღაც არაამქვეყნიური:) ეგეთი დაუჯერებელი სეივი, ერთეულები მაქვს ნანახი. მსოფლიო დონის მეკარეა უდაოდ:))
ზაკო
ჯგუფური ეტაპი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე ,რა ქნას მეტი ამ პატარა საქრთველომ!!! არავისზე ნაკლები დაცვის ცენტრი კაშოს თამადობით, არავისზე ნაკლები შუა ხაზი, გავარტყი გუნდოგანი-კროოსის დუეტს,როცა ქოჩორა ყავს გუნდს + კიტე მექვბა და ჩაკვე, რათქმა უნდა კვარა და კაკაბა. და ბოლოს რაც მთავარია ვილი, აბა რას იტყვით კრიტიკოსებო, ვილი ჯიუტი და პრინციპული კაცია, არ გადაუხვია არჩეულ გზას,როცა ლოჩოზე საყვედურობდნენ და მაინც თავისი გაიტანა და ლოჩომაც გაამართლა, ბრავო ბიჭებს სუყველას და სუუუუუუუუუუუ კრიტიკოსებო, ისიამოვნეთ ამ ბიჭებით და იამაყეთ,გილოცავთ ყველას და აცადეთ მწვრთნელს თავისი საქმე, დღეს ყველა თამაშობდა საქართველოს ნაკრებში ბუდუც, კვეკვეც ლორიაც, გოჩოლაც და თითოეული ქართველი გილოცავთ, გილოცავთ ყველას
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"