ხვალ დაგეგმილი სანაკრებო მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ იტალიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაა
ხვალ დაგეგმილი სანაკრებო მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ იტალიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გახლავთ. მართალია, მსოფლიოს 2006 და 2010 წლის ჩემპიონების შეხვედრა ამხანაგური ხასიათის გახლავთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან.

გადავხედოთ ჩეზარე პრანდელის მიერ საესპანეთოდ გამოძახებულ შემადგენლობას და შემდეგ, თემა განვავრცოთ...

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დე სანკტისი (ნაპოლი), სირიგუ (პსჟ).

მცველები: ბალცარეტი, კასანი (ორივე პალერმო), ბონუჩი, კიელინი (ორივე იუვენტუსი), კრიშიტო (ზენიტი), მაჯო (ნაპოლი), ოგბინა (ტორინო), რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: აკვილანი (ლივერპული), დე როსი (რომა), მარკიზიო, პირლო (ორივე იუვენტუსი), მონტოლივო (ფიორენტინა), მოტა (ინტერი), ნოჩერინო (პალერმო), პალომბო (სამპდორია).

თავდამსხმელები: ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), კასანო (მილანი), ჯოვინკო (პარმა), პაცინი (ინტერი), როსი (ვილიარეალი).

დაცვა

დაცვაში ძირითადად იმ გვარებს ვხედავთ, რომლებსაც ჩეზარე პრანდელი ტრადიციულად ენდობა, თუმცა არის ერთი უკანახაზელი, რომლის განაცხადში მოხვედრამაც ბევრი გააკვირვა. ლაპარაკია "ტორინოს" ფერადკანიან მცველ ვიქტორ ობინაზე, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს და როგორც თავად განაცხადა, ამ ზაფხულს მისამართის შეცვლას არ აპირებს. პრანდელიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ობინა ძალიან მოსწონს და მიუხედავად იმისა, რომ ელიტარულ დივიზიონში არ ასპარეზობს, მასზე დაყრდნობას აპირებს.

სიაშია დომენიკო კრიშიტო, რომელიც ამ ზაფხულს "ჯენოადან" "ზენიტში" გადავიდა. რუსეთის პრემიერლიგიდან იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არავის უასპარეზია და როგორც ჩანს, ამის პირველი პრეცედენტი სწორედ დღეს მოხდება. როდესაც დომენიკომ სანკტ პეტერბურგში გადაბარგების გადაწყვეტილება გაახმაურა, იქვე განაცხადა, რომ კონსულტაციები ეროვნული ნაკრების მწვრთნელთანაც გაიარა და პირობა მიიღო, რომ პრანდელი მას რუსეთშიც მიაქცევს ყურადღებას. სხვა მხრივ, დაცვის ფაზაში განსაკუთრებული არაფერია - ჟურნალისტთა ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ოთხეული გაირჯება: კრისტიან მაჯო, ანდრეა რანოკია, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი.

ნახევარდაცვა

შუა ხაზს აშკარად აკლია სტეფანო მაური, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ჩეზარე პრანდელის სიაში ამად ვერ მოხვდა. განაცხადს მიღმა დარჩა კიდევ ერთი "ლაციალე", კრისტიან ლედესმა, რომელიც არც თუ კარგ ფორმაში ყოფილა და ამხანაგურ შეხვედრებში თავი შეურცხვენია. კვლავ ოფსაიტში არიან "მილანის" ვეტერანი შუახაზელები ჯენარო გატუზო და მასიმო ამბროზინი, რომლებმაც ალბათ უკვე დაკარგეს კიდეც "სკუადრა აძურაში" ასპარეზობის იმედი.

სამაგიეროდ, პრანდელი ანდრეა პირლოს ენდო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ახლადგამომცხვარ "იუვენტინოს" გასული სეზონი პრაქტიკულად მთლიანად გაუცდა.

სხვა მხრივ, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ - მცირე პაუხის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდა კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა. სიაში არიან რიკარდო მონტოლივო და ტიაგო მოტა, ფეხბურთელები, რომელთა მხრებზეც ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო პაექრობებმა გადაიარა.

პრანდელიმ არც ალბერტო აკვილანი დატოვა უყურადღებოდ, რომელიც "ლივერპულს" დაუბრუნდა და მომდევნო სეზონს პრემიერლიგაში გაატარებს. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, პრანდელი ძირითად შემადგენლობაში სამ ნომინალურ ნახევარმცველს გაამწესებს: ანდრეა პირლოს, დანიელე დე როსის და რიკარდო მონტოლივოს.

თავდასხმა

როდესაც ჩეზარე პრანდელი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გამოითქვა ვარაუდი, რომ ალბერტო ჯილარდინო "აძურას" მთავარი ფორვარდი გახდებოდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჯილა წლების განმავლობაში "ფიორენტინაში" სწორედ პრანდელის თავკაცობით ასპარეზობდა და მისი სრული ნდობითაც სარგებლობდა.

რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, ჯილარდინოს არც ისედ ხშირად იწვევენ ეროვნულ გუნდში და ამჯერადაც განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. ჩეზარე პორანდელიმ მათზე შეაჩერა არჩევანი, ვისაც აქამდეც ყველაზე ხშირად ენდობოდა. განაცხადს მიღმა დარჩა "იუვერნტუსის" ფორვარდი ალესანდრო მატრი, რომელსაც მართალია კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ პრესასთან საუბარში ნაკრებში ასპარეზობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. პრანდელიმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, ესპანელებს შემდეგი ტრიოთი შეუტევს: ჯუზეპე როსი, ანტონიო კასანო, მარიო ბალოტელი.

ბოლოს, ჩეზარე პრანდელის მოვუსმინოთ, რომელიც ესპანელებთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება: "მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, დაპირისპირებისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. მსურს ნამდვილი იტალიის ნაკრები ვიხილო, რომელსაც ნებისმიერ რანგის მეტოქესთან ტოლსწორად შეუძლია თამაში. ესპანელებს საუკეთესო გუნდი ჰყავთ მსოფლიოში, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი და წინ დიდი ბრძოლა გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა