ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის 28-ე წუთზე, მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდომ მსაჯთან კამათის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რაც დაძაბულობისა და ნერვიულობის ქვეშ მყოფ ალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს გამორჩა.

პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის მიცემული გაფრთხილების შემდეგ მთავარმა მსაჯმა სანდრო შარერმა ეს ყოველივე ხელზე მოინიშნა. ჩვეულებისამებრ, ამას მსაჯები ბლოკნოტში აკეთებენ ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შარერი ასე იქცევა. მსგავსი რამ შვეიცარიელმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩშიც გააკეთა, როდესაც "ინტერისა" და "სოსიედადის" დაპირისპირებაში ესპანელთა გუნდის ფეხბურთელ იგორ სუბელდიას გაფრთხილება უჩვენა.

ვინ არის 36 წლის შვეიცარიელი სანდრო შარერი? - მსაჯობამდე ის სამშობლოში ბაზელის უნივერსიტეტში ფიზიკურ აღზრდასა და გეოგრაფიას სწავლობდა. შემდეგ სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა და სათხილამურო ინსტრუქტორადაც კი მუშაობდა.

24 წლის ასაკში ის შვეიცარიის მე-2 ლიგაში მსაჯობდა, 2 წლის შემდეგ კი ქვეყნის სუპერლიგის შეხვედრის გაძღოლის უფლებაც მიიღო.

2020 წელს შარერმა მიიღო უფლება, განესაჯა შვეიცარიის თასის ფინალი, რომელიც "ბაზელსა" და "იანგ ბოიზს" შორის გაიმართა.

2015 წლიდან სანდრო ფიფას არბიტრი გახლავთ. მისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი 2017 წელს შედგა, როდესაც ახალგაზრდული ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი განსაჯა.

2020 წელს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა (ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბარსელონასა" და "ფერენცვაროშს" შორის).

ის მასიმო ბუსაკის შემდეგ გახდა პირველი შვეიცარიელი მსაჯი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გაუძღვა. 2022 წლიდან შარერი უკვე ფიფას ელიტარული არბიტრია. მან ამ ევროზე დანიისა და სლოვენიის დაპირისპირება იმსაჯა (1:1).

alexandre
ჯერ ერთი ხომ სეხნიაა! თან მარჯვენა ხელისგულს რომ შევადარე, ზუსტად ჩემნაირი აქვს! ხუმრობა იქით და ასეთი ობიექტური მსაჯობა მე ქართულ გუნდთან არ მახსენდება. გაიხარე, სანდრო შარერ, დიდხანს სიცოცხლე და ხანგრძლივი წარმატებული მსაჯის კარიერა! და... ხშირად იმსაჯე ჩვენი მატჩები!!!
ლაშა
ჯიგარია
ავჭალიდან
შარაშიძე მოუხდებოდა
კაკო
ეს ხუმრობიდ თუ მართლა ესა მაინტერესბს მართლა
სიმართლე
სანდრო შარერი - იგივე ალექსანდრე შარერაშვილი
გურულო
რას ქვია გამომრჩა!გამომრჩა კი არა ცხოვრებაში არ დამავიწყდება...!!!
სანდრო
შენ გაგიმარჯოს სანდრო, სეხნი
ნოდო
ფული შევუგროვოთ :D
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
გასახდელისკენ მიმავალი გაგიჟებული რონალდო ქართველებს ამას აჩვენებდა - ინტერნეტში პორტუგალიელი ვარსკვლავის კადრები ვრცელდება [VIDEO]
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ