ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჩემგან უდიდესი პატივისცემა საქართველოს, ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას აძლევთ... ჩვენთან მარცხის შემდეგ მათ ეს შეცვალეს..." - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მომავალ დაპირისპირებაზე

"ჩემგან უდიდესი პატივისცემა საქართველოს, ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას აძლევთ... ჩვენთან მარცხის შემდეგ მათ ეს შეცვალეს..." - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მომავალ დაპირისპირებაზე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ "ფურია როხა" იქნება.

"მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - თქვა დელა ფეუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.

• იასონას უდარი

ჯგუფური ეტაპის შედეგებით ვერაფერს იმსჯელებ და ვერ იტყვი რო ესპანეთი ყველაზე ძლიერი გუნდია,სამი თამაშის მოგების მიუხედავად. E ჯგუფში,4 გუნდიდან სამ გუნდს ფრე აწყობდა,გაგორეს ფრე და უკრაინა ჩატოვეს,ეს არის მარტივი ახსნა უეფას მხრიდან ნაკრებების რაოდენობის ზრდის. ჩვენი გადასახედიდან კარგია,თუმცა ზოგადი სურათი ტურნირის ძალიან ცუდია. პირდაპირ ფლეიოფები დაეწესებინათ ბარემ,ჯგუფიდან სამი ადგილის გასვლა ცოტა უცნაურია. თუ გაზრდა უნდოდათ,გაეზარდათ და ასე ექნათ,პირველი ადგილოსნები და საუკეთესო მეორე ადგილოსნები უნდა გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე,პირდაპირ 1/4 ფინალებიდან გაგრძელებულიყო. თამაშების რაოდენებობის ზრდამ ხარისხი დაგდო. ჩვენთვის კარგი იყო,შანსი მოგვცა და დადებითად ვაფასებთ. ხოდა რატო ვწერე ბევრი,ფავორიტების დასახელება ნაადრევია,ბევრი გუნდი ახლა იწყებს რეალურად ტურნირს. ამიტომ ფავორიტი საფრანგეთი და ინგლისია ისევ,ნუ ინგლისი სახელებით უფრო. მახსოვს,2008 წელს,ჰოლანდიამ სამივე თამაში მოიგო ჯგუფში,თან სიკვდილის ჯგუფში,მარა რუსეთთან წახდა. არც ესპანეთია ისეთი ძლიერი და დაუმარცხებელი. შეიძლება ჩვენ გვიჭირს მათთან,მარა არც ეგრეა საქმე რო უძლიერესი ნაკრებია. უძლიერესი არის საფრანგეთი ევროპის მაშტაბით,იქეთ არგენტინა და დაველოდოთ,რა იქნება ვნახავთ. მთავარია,პირველებმა ჩვენ გავიტანოთ გოლი,მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 7-1 ნუ იმსჯელებთ,ეს სხვა მოცემულობაა არის და შანსები გვექნება. ყველა გუნდს ყავს ერთი ანტონიო სილვა,მთავარია დააყენონ სასტარტოში. პორტუგალიამ მაგარი გვიჯიგრა,გადახალისებას ველოდი,მარა ეგრეც არა.თუმცა მოგება მოგებაა და შედეგს იმახსოვრებს ყველა

• ლაშა

ესპანეთის მერე გერმანიაა. იმანაც თუ მოუგო დანიას. მარა ალბათ მაინც მოუგებს.როგორმე რამენაირად თუ გადავიყვანეთ დამატებით დროში თანაში მაგარი იქნება. ძლიერია ესპანეთი ყველას ჯობია ვინც ევროზეა ფავორიტი

• თემო

საერთოდ არასწორად მიმაჩნია გუნდების დახარისხება რომ კატეგორიულად თქვა მე ამას მოვუგებ და ამას ვერა მაგარამ რისი თქმაც კატეგორიულად შეიძლება ყველასთან ერთი პრესტიჟის გოლი მაინც უნდა გაიტანო!!დავუშვათ საქართველოა ფავორიტი ესპანეთთან ამხელა ესპანეთმა ერთი გოლი მაინც ხომ უნდა გაგიტანოს?? პორტუგალიამ ვერ გაგიტანა მაგარი მეკარე გვყავს და დაცვა თან გასულები იყნენ და ნაკლები მოტივაცია ქონდათ...ხოდა თუ გასვლა გვინდა კითხვა ისმის შეგვიძლია 2 ან მეტი გოლის გატანა ესპანეთთან ამისთვის საჭიროა შეტევების მაღალ დონეზე შესრულება ნაკლები შეხებით ბურთის გათამაშება და თუ შევძელით ესპანეთსაც გამოვაგდებთ უბრალოდ მაგათმა უხეში თამაშით იციან ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მე მჯერა წავალთ კიდევ წინ და ვეთამაშებით გრანდებს თანაბარ დონეზე როგორც ხორვატია აკეთებდა ადღე! ორი ან მეტი გოლი დაგავჯერებს გამარჯვებას როგორც პორტუგალიასთან მოხდა არავითარი ავტობუსი!მადლობა ვინც წაიკითხეთ!

• ჟორა

ჰოდა საკმარისია სამი შეხვედრის ზედიზედ მოგება.

• G.LA

რაც არის ეგ არის. ახლა რომც ვიძახოთ ის მე-3 გოლი არ გაგვეშვა თურქეთან ან მე-3 გაგვეტანა პორტუგალიასთანო და რუმინეთზე გავდიოდითო, უკვე ვეღარაფერს შევცვლით. რაც ბედმა გვარგუნა აქამდე მოვედით და მადლობა. ჩვენი ზღაპარი რამდენი გაგრძელდება ამას 30-ში ვნახავთ. ესპანეთი ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი გუნდია თუ მათ მოუგებთ, თასი ეგრევე შეუძლიათ გადმოგვცენ. DDDD

• !!-ს

კი მახსოვს თურქები საჭმელზე,დარბაზზე,სასტუმროზე,გულშემატკივარზე ყველაფერზე წუწუნებდა, თავი გრანდი ეგონათ და ის ვინც მართლა გრანდი იყო ჩუმად და ამპარტავნების გარეშე აკეთებდა თავის საქმეს,განა არ ვიყავით გასაკრიტიკებელი?მართლა ცუდათ ვუმასპინძლეთ ევრობასკეტს,მაგრამ მასპინძლებს გვცეს პატივი,ამიტომაც გახდა მაგ ევრობასეკეტზე ესპანეთი ჩემპიონი!!❤️

• გიუშა

აფსუს ერთი გოლიც რომ გაგვეტანა რუმინეთზე გავდიოდით!

არ შეიძლებოდა ესპანეთის გარდა ვინმე ნებისმიერი შეგვხვედროდააააააააააააა??????????////

• მესის

მესმის, რომ აღფრთოვანებული და ცოტათი ეიფორიაშიც ვართ . ობიექტურობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. უდავოა სანიოლის როლი ნაკრების წარმატებაში, მაგრამ არანაკლებია ფეხბურთელების, სტაფის, გულშემატკივრის და ფონდი ქართუსაც, რომელმაც მოტივაცია გაუძლიერა ბიჭებს. თავისი როლი ეკუთვნის სპორტალის ფორუმს - რაც აქ ტაქტიკის ანალიზი კეთდებოდა, თამაშის განხილვა და გარჩევა - ვან გაალს და გვარდიოლას შეშურდებოდა. ამ პოსტების შემხედვარე არათუ მწვრთნელობის სწავლა, სახელმწიფოს მმართველობასაც ისწავლიდა დაკვირვებული კაცი. შემდგომში წარმატებები თუ გვსურს, უნდა გავაგრძელოთ ობიექტური კრიტიკა, სიღრმისეული ანალიზი, ცოცხალი და თავისუფალი აზრის გამოთქმა. ეს არის განვითარების სტრატეგია. გულშემატკივართა და საზოგადოების მაღალი დონე არავის აძლევს არაკომპეტენტურობის და დაბალკვალიფიციურობის გამოვლენის საშუალებას. ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო!

• 123

კაია ცოტათი შეეშინდათ. უკვე გაიგეს ჩვენი ძალა.

• რუსეთს რა?

ცოტა კი არა და კარგა გვარიანადაც არის შეშინებული. მოკლედ, დამკაში უნდა გავიდეთ. ყველას კატოკივით უნდა გადავუაროთ.

ესპანეთის ნაკრები ყველაზე თამდაბალია,როგორც საფეხბურთო ისე საკალათბურთო,გახსოვთ ევრობასკეტი რომ ჩვენთან ჩატარდა,ჯგუფში თურქეთი და ესპანეთი გვყავდა,თურქები ყველაფერზე წუწუნებდნენ,მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს კი ხმა არ ამოუღია,ამიტომ ორმაგად პატივს ვცემ მათ ნაკრებებს!!!!

• ტიჯანი პაპა

ბიჭებო, ეგენიც უნდა შევჭამოთ, ბრაზილია ან არგენტინაც რომ იყოს, ყველასთან შეგვიძლია თამაში. მჭიდროდ, ხისტად და ჯარიმის გარეშე ეთამაშეთ, პროვოკაციებს ნუ აყვებით და მსაჯთან ნუ იკამათებთ. აბა თქვენ იცით, მაგარი რევანში გვაქვს ასაღები. ღმერთი, დიდი ლომისა და ვარი ჩვენსკენ! წინ საქართველო ჩემპიონობამდე!!!!!

• გია

კარგია, ამას რას მოვესწარი, ესპანეთის მწვრთნელს ცოტა შეშინებულია,თითქოს თავს იზღვევს,ყველაფერი შეიძლება მოხდესო

• თოფურია

ჰაჰაჰაჰა საღოლ!!!

• Mesi

კიდე ჭკუას არიგებენ ტიპები სანიოლს..... ათამაშებს ბუდუს როცა საჭირო იქნება.... სექტემბერში ერთა ლიგა იწყება და ჩეხები,ალბანელები და უკრაინელები გველოდებიან... იქ ბუდუც დაგვჭირდება,აზაროვიც და ყველა

• Levani

იბრუხ მართალი 100% ვან დერ ვაარტმა რაო ნეტავ,პორტუგალია უმოტივაციო იყო და მეც კი გავუტანდიო? ან სუპერკომპიუტერი როგორ ხასიათზეა,ნამუსის პროცესორი ხო არ გადაუხურდა? რუსმა მწვრთნელმა ნეპომნიაშიმ და შინიკკის მწვრთნელმა რაო ნეტავ?

• დაგლიჯე!

აჰა აჰ აჰ აჰა - "მოვიდა შენი დროც"

• 123

მწვრთნელი ვოლკანოვსკი მეგონა უცებ, დავანოკაუტოთ ესპანეთიც

• დევკალიონი

საბერძნეთის გზა უნდა გავიმეოროთ მაგრამ უკეთესად ,ჯერ ესპანეთი მერე გერმანია ისე ვ პორტუგალია და ფინალი იტალიასთან დი ლორენცო მოემზადე )))

• ტოლსენი

ეგ იყო ჩვენი მაქსიმუმი მოსაგები თამაშები უნდა მიგვეგო პორტუგალიას რომ უგებ იმაზეც ხომ უნდა იფიქრო ვინები ყავდა გამოყვანილი აგერ გამოჩნდება რა შეუძლია ვითომ მაგარ ნაკრებს ესპანეთან

• დათო 67

იმედია ბუდუს ესპანეთთან მაინც ათამაშებს.ეკუთვნი ძირითადი.

• LB

ესენი უნდა ვათრიოთ, რევანშის დროა!

• იბრუხ მართალი

მოვიდა შენი დროც. მარტო იმიტომ ღირდა გასვლა ჯგუფიდან რომ ჩაადუმა და ჩააკვესკნელა ის ხალხი, უკანასკნელ ნაკრებად რომ შეგვრაცხეს ევროზე. და რა თქმა უნდა ისე როგორ შეიძლება დავამთავრო აიაქსი რომ არ მოვკითხო დიდი "სიყვარულით"

• თემო

ესპანეთი ისეთი გუნდია რომ თამაში თუ არ მისდის უხეშობა არის მაგათი სალაპარაკო ენა ბოლო თამაშში ეგრე გამოვიდა პირველი ტაიმი ჩვენი იყო მოგებაც შეგვეძლო მაგრამ მეორეში განსაკუთრებით კარვახალი უხეშობდა და შედეგსაც მიაღწიეს....მე მჯერა რომ გავუტანთ 2 გოლს ესპანეთს..კარგ გუნდს მინიმუმ ორი გოლის გატანა უნდა შეეძლოს!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლუის დელა ფუენტე: თავიდან სირთულეები შეგვექმნა - 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო

ლუის დელა ფუენტე: საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება