კერძო დეტექტივებმა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, კანადელი არტურო გატის მკვლელობის გარემოებათა გამოძიება დაასრულეს
კერძო დეტექტივებმა დაასრულეს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, კანადელი არტურო გატის მკვლელობის გარემოებათა გამოძიება. შეგახსენებთ, რომ მოკრივე 2009 წლის 11 ივლისს ბრაზილიის კურორტ პორტუ-დე-გალიანსში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს. გამომძიებლებმა გამორიცხეს სპორტსმენის თვითმკვლელობის ვერსია. დეტექტივის პოლ სიოლინოს თქმით, გატის თვითმკვლელობა "ფიზიკურად შეუძლებელი იყო". ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა თჰე ჟერსეყ ჟოურნალ.

გატის გვამი ნომერში მისმა მეუღლემ ამანდა როდრიგესმა იპოვნა. სწორედ ის იყო თავდაპირველად ეჭვმიტანილი მოკრივის მკვლელობაში, მაგრამ სამი კვირის შემდეგ გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების საკნიდან, ბრალდება კი მოუხსნეს.

ბრაზილიელმა გამომძიებლებმა გატის დაღუპვა თვითმკვლელობად გამოაცხადეს. მოგვიანებით ეს ვერსია გაკვეთამ დაადასტურა. სიოლინომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრაზილიელების გამოძიება სრულფასოვანი არ ყოფილა, ექსპერტიზა კი არაპროფესიულად ჩატარდა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვინმე დასახელდეს ეჭვმიტანილად გატის მკვლელობაში, დეტექტივმა უპასუხა - ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ საღამოს მოკრივესთან იყო, მისი მეუღლეა.

სიოლინო და კიდევ ერთი დეტექტივი - ჯოზეფ მოურა მოკრივის მენეჯერმა პეტ ლინჩმა დაიქირავა, რომელიც უკმაყოფილო დარჩა ბრაზილიური პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით. სიოლინო და მოურა ცხრა თვის განმავლობაში იკვლევდნენ ამ საქმეს, ხოლო სრულად გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას 30 აგვისტოს პრესკონფერენციაზე მოუყვებიან.

გატიმ, რომელიც 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, პროფესიულ რინგზე 49 ბრძოლა ჩაატარა და 40 მოიგო, აქედან 31 ნოკაუტით. კანადელი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 50 და 63.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოთხჯერ ბრძოლა მისი მონაწილეობით წლის საუკეთესო შეხვედრად აღიარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა