საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.

28 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხებს.

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "დიდი ხანია ყოველდღიურად ვშრომობ, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა ეს ტურნირი. ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, რაც ხდებოდა თბილისში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გულშემატკივრების გახარება.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და გამორჩეული გუნდია მაღალი დონის შემსრულებლებით. ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. ვეცდები, რომ ესპანეთთან შეხვედრაც კარგად ჩავატარო და ყველაფერს გავაკეთებთ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად".

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა, პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მეტოქეზე და მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის".

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის გუნდია. წარმოუდგენლად ითვლებოდა მათი დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა, თუმცა შევძელით. ეს თავდაჯერება და ემოციური ფონი უნდა გაგვყვეს ესპანეთთან თამაშისთვის.

ესპანეთი ნაკრები ყოველთვის გამორჩეული გუნდია განსხვავებული სათამაშო სტილით. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები.

თითოეული მატჩი ამ ტურნირზე ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და საკუთარი თავის შემოწმება, თუ სად შეიძლება ვიყოთ და რაზე შეიძლება ვიფიქროთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მედიის საყურადღებოდ: 29 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე კიოლნის სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 18:00 საათზე ჩვენი გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.

29 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (კიოლნი)

18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

nakrebi.ge

ავთანდილ
თერთმეტი რწმენით სავსე,რეჟიმში მყოფი,თავისუფალი ქართველისათვის ნებისმიერი სხვა თერთმეტის დამარცხება ფინალშიც ძალიან აადდვვიილლიიაა.
გოგა
ჯგუფიდან გასვლას მე პირადად სასწაულად არ ვთვლი, მაგარი შედეგი დადეს, სასწაული იქნება ესპანელების გაგდება, რომლების სრული შემადგენლობით შემოგვიტევენ პირველივე წუთებიდან, იმედი მაქვს გავაგდებთ
რერო
კვარაცხელია პლიუს მამარდაშვილი ესენი არიან მოვლენა! მათ უკაშირდება ახალი ქართული ფეხბურთის ეპოქის დასაწყისი. მიქაუტაძე და სხვა ბიჭები მედგრად უბავენ მხარს! მათ გაჭრეს ახალი ფანჯარა ევროპაში!
ვახო
ბიჭებო! მყავს უსაყვარლესი 99-წლის ბებია (ფაქტიურად 100-წლის) თქვენ არ იცით, როგორ გქომაგობთ! პორტუგალიასთან იმდენი ინერვიულა, რო შეგვეშინდა რამე არ მოსვლოდა, ხოდა თუ გინდათ ბებომ იციცხლოს, ესპანეთთან გაახარეთ და გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე!
Nukri
ბიჭებო თქვენ იცით აბა! ითამაშეთ თავდაჯერებულად, შიშის გარეშე, აგრესიულად და ყველაფერი გამოვა, არავისზე ნაკლებ ფეხბურთს თამაშობთ და არავისზე ნაკლები ფეხბურთელები ხართ!
jozef
კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ ბიჭებო
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება