უკვე გაცნობეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს დიუსელდორფში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩააკითხა.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ორსაათიანი შეხვედრის დეტალებს იტყობინება. მისი თქმით, მინი-სამიტმა ძალიან მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაახალისა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, ვინაც იტალიური სიმღერები შეასრულა. დე ლაურენტისმა ხვიჩას უთხრა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე პროექტის მის ირგვლივ შექმნას გეგმავს, რაზეც "კვარას" გაეცინა.

მოკლედ, კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ. მხარეები მოლაპარაკებებს ევრო 2024-ის დსრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ხვიჩას "ნაპოლი" სეზონურ გასამრჯელოდ 5-5.5 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსებს, საერთო ჯამში შეუძლია წელიწადში 7 მილიონი გამოიმუშაოს, თუმცა პსჟ-ის წინადადება გაცილებით უკეთესია - 7 მილიონი ანაზღაურება ფეხბურთელს (ეს არსებულ ფინანსურ ვითარებაში კლუბის მაქსიმალურად შესაძლებელი ვარიანტია) და თუ ნეაპოლური კლუბი დათანხმდა, ტრანსფერში 110 მილიონს მიიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიასთვის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა მომგებიანია და უნდა კიდეც, თუმცა "ნაპოლი" ასე ადვილად ვერ შეელევა და ზომებსაც მიმრთავს. კერძოდ, თუ ხვიჩამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, არსადაც არ გაუშვებენ და არსებული ხელფასით გააგრძელებს თავის ამჟამინდელ გუნდში თამაშს.

"რეპუბლიკა" წერს, რომ დე ლაურენტისი პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, თუმცა შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს.

"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრებში მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ასისტენტია, კვარაცხელიას დარჩენისკენ მოუწოდა: "კვარა" არ უნდა წავიდეს! "ნაპოლის" ისეთი ჩემპიონები სჭირდება, რომელთაც გულშემატკივრების აღფრთოვანება და მატჩების მოგება შეუძლიათ. ახლა გუნდის თავკაცი კონტეა. ეს ძალიან მაინტერესებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

კ
კლუბი რომ უმადურად გექცევა და არ გიფასებს, მანდ რა გულით უნდა ითამაშო? ძალისმიერი მეთოდებზე საუბარი და მუქარა ხომ საერთოდ კლუბის მენეჯმენტის არანორმალურობაზე მეტყველებს.
ირინა კვარაცხელია
ძალისმიერი მეთოდი რას ნიშნავს,კარგი გამოიყენებს ბოლომდე კონტრაქტის პირობებს,მაგრამ მერე შედეგი რაა იქნება 6ფეხბურთელი ტოვებს ნაპოლის,მარტო კვარა და კონტე ითამაშებენ?ნაპოლის ჭირდებაო ,რომ იძახიან,აბბა ფეხბურთელს კითხეთ ჭირდება წლები ერთი ადგილის ტკეპნა,ნაპოლის ამოწურა თავის თავი,ახლა ვის შეიძენს და ვის მოიყვანს ახლებს იმის იმედზე უნდა იყვნენ
ჯუდო
არ უნდა წავიდეს, პირიქით,მიქაუტაძე შეუწყვილოს კონტემ, სანიოლიმ მშვენიერი წყვილი შექმნა ნაკრებში
ვაჟა
რაო, მოხუცო ვაჭარო, შიშმა ხომ არ შეგიპყრო?? ბოლო ტურში კვარას მაგარმა თამაშმა და სხვა კლუბების დაინტერესებამ დაგაფრთხო? აქამდე ფიქრობდა ალბათ, თავს ვერაფრით გამოიჩენს ხვიჩა -საქართველოს ნაკრები ჯგუფიდანაც ვერ გავა და ისევ ისე გავაგრძელებ კონტრაქტსო(როგორც იმეორებდა ხოლმე-ჩვენ პრობლემა არ გვაქვს "კარგი" კონტრაქტია რაც არის და პატივი უნდა ვცეთ მასო). წუწურაქო, 2 წელი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს და სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს დამლაგებლის ხელფასზე რომ ამყოფებ ამხელა პრზიდენტ კაცს ეგ გეკადრებაააა???? რამე რო იყოს, პსჟ მაგ კონტრაქტის დარღვევის ჯარიმასაც გადაიხდის -საქმე საქმეზე რო მიდგება. ასე რომ, წინ კვარა უკეთესი ვარიანტისკენ, რატომ არ უნდა ითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე მთელი 1 წელი, და ნაპოლი ლიგაზე რომ ვერ გავიდა ისევდაისევ დე კრიჟანგ ლავრენტის "დიდი დამსახურებაა" თავისი გიჟობებით, მწვრთნელების უაზრო ხშირი ცვლებით, კარგი ტრანსფერების არგანხორცილებით(ფულის ეკონომიის მიზნით), უხარისხო ფეხბურთლების ყიდვით და რაღაც ახირებებით....
იასონას უდარი
იტალიელებმა ინგლისელებისგან ისწავლეს,აღარ უწერენ გამოსასყიდს კონტრაქტში,თორე ასე ვიღაც არაბი გამოჩნდება და მიათხლიშავს 222 მილიონს. ნუ ადანაშაულებთ აგენტს,ამას ვერ იზავდა და თუ იზავდა,კონტრაქტი არ გაფორმდებოდა. ჩვენ ვიცოდით კვარას შესახებ,თუმცა იტალილელებმა არა,ამიტომ ასეთი კონტრაქტი იქნა შეთავაზებული და მიღებული. ქართველ ფეხბურთელებს სახელი ქონდათ გატეხილი,არადისციპლინირებული ხალხის იმიჯი გვქონდა და უმეტესად ტრავმიანობით გამოირჩეოდნენ ფეხბურთელები,ამიტომ ჯუღელი ვერ დადგებოდა და ვერ დაიწყებდა იმის მტკიცებას რო ასეთი ან ისეთი ბიჭი იყო კვარა.გადავიდა და ყველას ანახა რო ყველა ქართველი არ არის რატი ალექსიძე,როგორც ყველა ბრაზილიელი პელე. ახლა,ეხვეწებიან კვარას კონტრაქტის განახლებას,ეს უკვე საქმეა და კარგი კონტრაქტი შედგება,დელაურენტისი არ გაუშვებს მაქედან,ეგეთი კაცია. არც ხელფასს მისცემს და არც გაუშვებს,დაამწნილებენ სკამზე ზელენსკივით. ამიტომაც უნდა მოაწეროს ხელი,ასე ჯობია კვარას მომავლისთვის. ოღონ კონტრაქტი ხანგძლივობა არ უნდა გაიზარდოს,ამაზე უნდა ევაჭრონ. ასეა,ევროპა ხო გგონიათ ადამიანის უფლებების დაცვის აპოლოგეტი,არც ეგრეა საქმე და აგერ ბატონო ფაქტი. კიდევ გაიხსენეთ,რა უქნა ლივერპულმა კოუტინიოს,6 თვე არ უშვებდა ბარსაში და მერე გაბანძდა ბოლომდე. ნუ ეს კოუტინიოს ბრალიც იყო,მარა არც ლივერპული ჩამოუვარდა.
გულშემატკივარი
ნუთუ, კვარას კონტრაქტშია შეცდომა დაშვებული. თუ ასეა, ე.ი. გამოუცდელობით?
ჟიმჟიმა.
ლავრენტა, აფერისტი ჩა......ია.
იკა
არ აუტალახეს კარები?! ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, თამაშე გველის ესპანეთთან და ეს ვაჭრუკანა ლაურენტისი არ ასვენებს ბიჭს და თავისი სირობებით გრუზავს. ხვიჩას სრული უფლება აქვს კარები ცხვირწინ მიუხუროს - რა დროს კლუბია, ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული
Levani
ანუ-თუ უარს ამბობ 110 მილიონზე,იხდი ხვიჩასთვის უფრო მეტ ხელფასს სანაცვლოდ რა გინდა? გუნდმა და ხვიჩამ კარგად ითამაშონ ხო? მაშინ რატომ ყიდულობ ლინდსტრომებს,მაცოკებს და კაიუსტეებს? მარტო ხვიჩა ვერ ითამაშებს და ეგ ფულიც დაგეკარგება ბაბუ. კონტემ ხვიჩა და ლუკაკუ და ყველას გავხევო? ვთქვათ ლუკაკუ დაიმტვრა,მერე ისევ რასპადორი იქნება წინ და იგივე რაც იყო წინა წელს. რა ვიცი სპალეტი გამოდგა ყველაზე ჭკვიანი.
ჟორა გაბრიჭიძე
თუ ხვიჩას გარშემო აპირებენ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და ხვიჩაა მთავარი მოქმედი გმირი, მაშინ ხელფასიც გმირის უნდა დაუნუშნონ და არა ოსიმენის ნახევარი. თუ ოსი იღებს 10 მილიონს, მაშინ გუნდიც მის გარშემო ჩამოაყალიბონ. რაც შეეხება ხელების გადაგრეხვას, ლავრენტის ეს შეუძლია, მაგრამ კვარასაც შეუძლია, როგორც უხდიან ისე ითამაშოს, ბოლოს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. ვინ მეტს დაკარგავს მერე იანგარიშოს ლავრენტიმ.
რატი
სასოწარკვეთილები არიან ეს საცოდავები. ))) რა ძალისმიერ მეთოდებს? მაფიით დაემუქრება? )) არსად არ გაუშვებენ და მიიღებენ საშუალო დონის თამაშს, ფასი ჩამოვა 10 მილიონამდე და მერე თავში ხელი ირტყან. ) კიდევ რომ იმუქრებიან?
ვაჟა მასწავლებელი
ევროპელებო სანამ საქართველოს ნაკრებზე დაიწყებთ ჭორაობას თქვენი მოგონილი "ვიკიპედია"-თი მოძებნეთ 1960 წელს ევროპის 1 ჩემპიონების (უხსენებელი ქვეყანაა სამწუხაროდ) შემადგენლობა სადაც 4 ქართველი თამაშობდა. აქედან გამომდინარე ქართველები დებიუტანტები ვართ სახელმწიფოებრივად და არა საფეხბურთო გაგებით. ჩვენი ფეხბურთის ფუძემდებლები და დღევანდელი შემოქმედნი თქვენ არც დაგესიზმრებათ და ასეთი შემადგენლობისაა: პაიჭაძე-მესხი-მეტრეველი-ჩოხელი-კოტრიკაძე-ასათიანი-სიჭინავა-ბარქაია-ხურცილავა-ჩივაძე-ხინჩაგაშვილი-ყიფიანი-დარასელია-შენგელია-გუცაევი-სულაქველიძე-ქინქლაძე-(ა+ბ+გ+დ+ე+ვ+ზ+თ)-კვარა-მამარდა-ჟორჟი?
ოპტიმისტი ჰამსიკა
შენ რომ ოპტიმისტურად ხარ განწობილი კვარას პრობლემებს ნაპოლიში ვერ უშველის და ოპტიმიზმი როდია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის გარანტია, მითუმეტეს ჰამსიკას ოპტიმიზმი, რომელიც ნეაპოლურ გუნდს ვერაფრით დაეხმარება შუაზე რომ გაიხიოს და გაირღვიოს .
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა