ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მერვედფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ესპანეთს უფრო უკეთესი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საქართველოს რიგებში სამი მოთამაშეა, რომლებიც, შესაძლოა, ესპანელებს სჯობიან კიდეც - ხვიჩა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე. აგრეთვე მწვრთნელი. მან დაარწმუნა გუნდი, რომ კარგად თამაში როგორც ბურთის დაკარგვის, ასევე ბურთის ფლობისასაც საჭიროა.

საქართველოს ნაკრები კომბინაციურად კარგად მოქმედებდა, მოტყუებაზე მიდიოდა, ახლა კი თავდაცვა ასწავლეს. ჩემი აზრით, ამ ევროპირველობაზე საქართველომ თავი ძალიან წარმოაჩინა. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს. მატჩი ყველაფერს გვაჩვენებს", - განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".

სოსო
დიდი ნოდარ ახალკაცი,თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად 1976 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში,გაზაფხულის და შემოდგომის ჩემპიონატში,გუნდს საკმაო შესვენების შემდეგ,ბრინჯაოს მედლები მოაგებინა.წლების შემდეგ ნოდარ ახალკაცის მუშაობაზე ამ სეზონში, დაწერეს,რომ ნოდარ ახალკაცმა,დინამოს დაცვიდან თამაში აიძულა.გუნდი ძალიან ცოტას უშვებდა და კარგი დაცვის ფონზე,მედლებსაც მისწვდა.ყველა ფეხბურთელმა ისწავლა დაცვაში დისციპლინირებული თამაში და ამის შემდეგ,უკვე შემტევ ფეხბურთზე გადაიყვანა გუნდი.ქართველ ფეხბურთელებს,შეტევა სისხლში აქვთ და ყოველთვის მოახერხებენ,კარგად შეტევას.სტაბილური წარმატებებისათვის აუცილებელი იყო მათთვის დაცვაში თამაშის მნიშვნელობის გაცნობიერება და სწავლა.ერთ წელიწადში,წარმატებებიც მოვიდა და თამაშიც. ახლაც თითქოს მსგავსი რაღაცა ხდება.საქართველოს ნაკრებმა დაცვაში მკაცრი დისციპლინა დაამყარა და შედეგებიც წამოვიდა,რადგან აღმოჩნდა,რომ ლუკა ლოჩოშვილსაც კი შეუძლია შეტევაში სახიფათოდ თამაში.არც ქოჩორაშვილისაგან ველოდი შეტევაში ასე სახიფათოობას,მიუხედავად იმისა,რომ ლევანტეში მის თამაშებს ,როცა რეპორტაჟებს ვპოულობდი,აუცილებლად ვუყურებდი და იქაც აქტიური იყო ხოლმე.საიმედო მეკარემ და დაცვამ,გუნდს სითამამე შესძინა და დაარწმუნა არჩეული მოდელის სისწორესა და შედეგიანობაში.კვარას რომ ყოველთვის ეზარებოდა დაცვაში თამაში,ვნახეთ,როგორი ეფექტური იყო,მთელი თამაში.გუნდმა საკუთარი თავი და თამაში იპოვნა და მიუხედავად იმისა,როგორ ვითამაშებთ,ესპანეთთან,ეს უკვე სულ სხვა გუნდია.მას პერსპექტივა კიდევ უფრო უკეთესი აქვს,თუნდაც გუნდის ბირთვის ასაკიდან გამომდინარე.მთავარია ნამეტანის სურვილით,ის კარგიც არ დავანგრიოთ,რაც შევქმენით და დავამკვიდრეთ.მერე კი დიდების ტალღებში არ ვილივლივოთ და შრომა უფრო თავდადებულად გავაგრძელოთ.სექტემბერში ხომ ჩეხეთთან ისევ გველის ერთა ლიგაზე შეხვედრა და მოდუნების უფლება არ გვაქვს. კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენს ნაკრებს,მაგრამ ვიმეორებ,როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა,ჩვენი ნაკრები,უკვე გამარჯვებულია და მან დამსახურებული ავტორიტეტიც მოიხვეჭა. პ.ს.გუშინ სპორტ რუს საიტზე,სპეციალურად შევედი და საქართველო პორტუგალიის მატჩის შესახებ რეპორტაჟი წავიკითხე.ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში,საქართველომ და პორტუგალიამ,ნამდვილი საფეხბურთო კონცერტი შემოგვთავაზეს,სადაც უხვად იყო შესანიშნავი დარტყმები,კომბინაციები,სეივები,დრიბლინგები.ერთი სიტყვით ყველაფერი,რითაც ლამაზია ფეხბურთი. ასე რომ, ყურადღებას ნუ მივაქცევთ ზოგიერთი ტვინნაღრძობის ბოღმის გამოშვებას,აქაც ხომ საკმარისზე მეტი გვყვანან ასეთები.
ხომ ერა
ერთადერთი რუსია, რომელსაც პატივს ვცემ. მეორე უტკინი იყო
რობი
გაიხარე ბაბუ :)
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
სიომინი: დიდი ხანია ვამბობ, რომ ხვიჩამ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება