"ლევერკუზენის" 34 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მის საქმეს კარგი პირი არ უჩანს
მიხაელ ბალაკისთვის "ლევერკუზენში" გატარებული პირველი სეზონი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა ამას ობიექტური მიზეზი (ტრავმა) ჰქონდა. ამ სეზონში კი, 34 წლის ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ დაიფრინეს, იმედოვნებს, რომ მისთვის ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ბალაკის საქმეს კარგი პირი არ უჩანს.

არადა, მიხაელმა მოსამზადებელი შეკრება თავიდან ბოლომდე გაიარა, ფიზიკური კონდიციაც საუკეთესო აქვს და არც უმოტივაციობას უჩივის - სულაც პირიქით. ექსპერტები, რომლებიც ბალაკს ვარჯიშებზე აკვირდებოდნენ, ამბობდნენ, მიხაელი იმდენად მონდომებულია, რომ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ჩაატარებსო.

ლევერკუზენელებმა ამ სეზონში უკვე ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს (გერმანიის თასზე და ბუნდესლიგის პირველ ტურში) და ბალაკი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამს ხეხავდა. თუკი თასზე, დრეზდენის "დინამოსთან" მატჩში მწვრთნელმა რობინ დუტმა მეორე ტაიმში მაინც შეიყვანა (და "ლევერკუზენმა" ბალაკთან ერთად 4 გოლი გაუშვა), კვირას, "მაინცთან" ბოლომდე სკამზე დატოვა. ძირითადში კი სიმონ როლფესი და ლარს ბენდერი თამაშობდნენ. დუტი მიხაელის შეცვლაზე შეყვანაზეც კი არ ფიქრობდა - ჯერ საყრდენი როლფესი შეცვალა და პირველ რიგში მის ნაცვლად შეეძლო მიხაელის შეყვანა, მერე კი მესამე ცვლილება საერთოდ აღარ გამოიყენა.

მოსამზადებელი შეკრების შემდეგ დუტი ამბობდა, ბალაკი კარგ ფორმაშიაო, მაგრამ მაინც არ ათამაშებს. ერთადერთი დასკვნა, რომლის გაკეთებაც შეიძლება, ასეთია: დუტი ფიქრობს, რომ ბალაკი მის გუნდს ამ ეტაპზე ვერაფერს შემატებს. ზოგადად კი, თუ ლევერკუზენელებმა წარუმატებლობათა სერია გააგრძელეს და ახალი სეზონი ცუდად დაიწყეს, დუტს ძალიან მალე შეექმნება პრობლემები.

მიხაელ ბალაკი კი ჯერჯერობით დუმს. სადამდე? საკითხავი აი, რა არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა